ახალგაზრდა ქართველი პატიმრის ბლოგი

ბევრი არც მე ვიცი მის შესახებ და რაც ბლოგზე უწერია მხოლოდ იქიდან შევიქმენი მცირედი წარმოდგენა მასზე… მინდა გამცნოთ, რომ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ციხეში მჯდომმა ქართველმა – ჯარჯიმ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გააკეთა საკუთარი ბლოგი და დიდი სურვილი აქვს, რომ ქართველებმა იკითხონ მისი ჩანაწერები და რჩევა-დარიგებებიც მისცენ… როგორც თავად ამბობს, მას აღარავინ დარჩა ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ მოთხოვნილება, არამედ საჭიროებაც კი აქვს იმისა, რომ ჰქონდეს კავშირი ქართველებთან… იმედია საინტერესო იქნება ჩვენთვის მისი პოსტები… ასე რომ ვიმეგობროთ ჯარჯი და წარმატებები…😉
აი რას წერს ჯარჯი საკუთარი თავის შესახებ:

,,მე ვარ ჯარჯი, გვარს დავმალავ. ამჟამად ვიმყოფები ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ციხეში… გიკვირთ ხომ? მესმის თქვენი, რუსულის გარდა არცერთი ენა არ ვიცი და ჩემდა საბედნიეროდ რუსი დარაჯი მყავს, რომელსაც ძალიან დავუმეგობრდი და შეძლებისდაგვარად მეხმარება. უკვე 1 კვირაა ყოველდღე ცოტა ხნით თავის ოთახში შემოვყავარ და კომპიუტერთან დაჯდომის საშუალებას მაძლევს. საქართველოში აღარავინ დამრჩა და მეც ,,შემოვიპარე” ამ ქვეყანაში 2 თვის წინ, მაგრამ ქურდობის ბრალდებით დამიჭირეს და 4 წლიანზე გამიშვეს… დასაკარგი არაფერი მაქვს და ესეც მკიდია. წავაწყდი ქართულ ბლოგებს და მუღამი გამიჩნდა მეც გამეკეთებინა და ვინმეს მაინც წაეკითხა ჩემი აზრები ან რაღაცეები. თუ არადა ჩემთვის იქნება რა. ისე დიდად არც კომპი არ მესმის და ეხლა ვამურამებ. გვარს კი იმიტო არ ვწერ რო არ მინდა საქართველოში დაბრუნება და არც აქ მიმიცია რაიმე საბუთები რო დამადეპორტონ. ხოდა ვზივარ ეხლა აქ.”

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: