,,სკაიპი”, იბრაჰიმოვიჩი, ,,ვოლვო” და…

ვინც მიცნობს იცის ჩემი დამოკიდებულება ფარფიუმერიის მიმართ, ვინც ამ ბლოგის აქტიური მკითხველია, მასაც აქვს მცირედი წარმოდგენა ამ საკითხთან დაკავშირებით… მოკლედ, ეს პოსტი შეეხება ერთერთ პარფიუმერიულ კომპანიას, რომელიც საქართველოში საკმაოდ პოპულარულია და…
ერთერთ სტუდენტურ ორგანიზაციაში. სტუმრად გვყავდა შვედი ,,მეგობრები”, სულ 9 ახალგაზრდა – 5 ბიჭი და 4 გოგო… თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს :)… გავიცანით ერთმანეთი და ვთხოვეთ შვედურ კულტურაზე ესაუბრათ… ჩვენც თავი გამოვიჩიეთ და რაც გაგონილი გვქონდა შვედური ყველაფერი ჩამოვთვალეთ: ვოლვო, სკაიპი, იბრაჰიმოვიჩი, ლიუნგბერგი!🙂 იამაყეს რა თქმა უნდა სკაიპით, აქეს ზლატანიც და ბევრი რამ გვითხრეს შვედეთის

შესახებ… მაგალითად ის, რომ ყველაზე დიდი გადასახადები მათ ქვეყანაში ყოფილა (არადა ინგლისი მეგონა), სამაგიეროდ ამ გადასახადების გამო ყველა ოჯახს აქვს სამედიცინო დაზღვევა და უმაღლესში სწავლა ყველა შვედი მოქალაქისათვის უფასოა… გაგვაცნეს შვედური სამზარეულოს ,,სასუსნავები”… Fიკა – ასე უწოდებენ იმ ტკბილეულთა ერთობლიობას, რომელსაც დღეში 3-ჯერ მიირთმევენ დესერტად🙂 ისე, რაც იჭმეოდა გემრიელი იყო, მაგრამ ის რასაც სვამდნენ მწარე და ძალიან საზიზღარი იყო – მგონი ,,ვაშლის ძმარი შვედურად” :)…

ძალიან რომ არ გავაჯანჯლო პირდაპირ პოსტის დაწერის იდეაზე გადავალ… ,,სკაიპი-იბრაჰიმოვიჩის” შემდეგ, გამახსენდა შვედური კოსმეტიკური კომპანია ,,Oriflame”-ი, რომელიც საქართველოში და განსაკუთრებით რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს… ჰოი, საოცრებავ!.. ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა 9 შვედიდან არცერთს არ ჰქონდა წარმოდგენა ამ ფირმის შესახებ და საერთოდ, პირველად ესმოდათ ეს ,,სიტყვა”🙂
არ ვიცი რა ფასები აქვს ,,Oriflame”-ის პროდუქტს, მაგრამ სავარაუდოდ ძალიან იაფი უნდა იყოს რადგან ასეთი პოპულარულია ჩვენთან, თორემ ხარისხითაც რომ გამოირჩეოდეს ალბათ შვედებსაც ეცოდინებოდათ მათი ქვეყნის წარმატებული კოპანიის შესახებ…
,,კომპანია ,,ორიფლეიმი” შეიქმნა 1967 წ-ს ძმები აფ. იოკნიკების და მათი მეგობრის მიერ. დღესდღეობით იგი წარმოადგენს საერთაშორისო კოსმეტიკურ კონცერნს, რომელსაც 62 ქვეყანაში აქვს საკუთარი წარმომადგენლობა. ნატურალური შვედური კოსმეტიკის თაყვანისმცემელთა რიცხვში მთელს მსოფლიოში დაახლოებით 3.3 მილიონი კონსულტანტია, რომლებიც ყოველწლიურად ახორციელებენ 1,3 მილიარდი ევროს ოდენობის გაყიდვებს”. – ციტატა კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

დასკვნა: სტუმრებმა მოგვატყუეს შვედები ვართო🙂, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს… და მაშ რა ხდება? იქნებ თქვენ გამაგებინოთ?

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: