თქვენ მაინც მეტყვით რომ სწორად მოვიქეცი?!

გუშინ საღამოს უნივერსიტეტიდან გავედი ვარკეთილში ძმაკაცთან, რომელიც დღეს, სავარაუდოდ სამუდამოდ, კიევში მიფრინავს და გამომშვიდობების ნიშნად მისი საყვარელი ადამიანის – ჩე გევარას მაისური ვაჩუქე… ნასვამი იყო და ისე გაუხარდა, კინაღამ უკანალზეც მაკოცა :)))… მაგრამ მანამდე, სანამ დავითას ვნახავდი, მისკენ მიმავალმა, სამარშრუტო ტაქსიში ვიპოვნე ტელეფონი ,,Motorola w396”… მოკლედ, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდი, მთელი გზა ვფიქრობდი რა მექნა ამ ტელეფონისთვის🙂 1000 აზრი ტრიალებდა თავში, მაგრამ არც გავთიშე და ზარსაც ველოდებოდი, ბოლოს კი, ჩასვლისას მძღოლს მივეცი და ვუთხარი დარჩა ვიღაცას და ალბათ მოაკითხავს მეთქი… ე.ი. პირველი შეფასება იყო მძღოლის მხრიდან, რომელმაც მაქო და შენ გენაცვალეო, კაცური საქციელი ჩაიდინეო, გაიხარე და გამრავლდიო :)))

მძღოლი ხო მაგრამ, მერე რო აღარავის უთქვამს რა კარგად მოიქეციო? ჯერ მთვრალმა დავითამ მასხა და მაგინა, დებილი ხარ როგორ მიეცი ეგ ტელეფონიო, კარგი დავითა მთვრალი იყო და ვაპატიოთ, მაგრამ სხვა ძმაკაცები? ვისაც კი ვუთხარი ყველამ იდიოტი და სულელი ხარო, ქარის მოტანილი ქარს ძალით გაატანეო…
მოკლედ ასეთ დღეში ვარ და თქვენ მაინც მეტყვით რომ სწორად მოვიქეცი?🙂 არადა მე დარწმუნებული ვარ რო არ შევმცდარვარ ამ გადაწყვეტილების მიღებისას🙂
ბედნიერი მგზავრობა დავით :*

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to თქვენ მაინც მეტყვით რომ სწორად მოვიქეცი?!

  1. dakarguli says:

    სრულიად თავდაჯერებული გეუბნები, რომ სწორად მოიქეცი, მაგრამ მეორედ ესე აღარ გააკეთო )))) კარგი ადამიანი ხარ ძალიან( ლავ ია😀 :*

    • Qilipa says:

      მეორე შემთხვევა თუ მომეცა, ასე ნამდვილად აღარ მოვიქცევი :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: