,,არა” – რა არა???

ე.ი. თავის დროზე იყო ,,კმარა”, რომლის სახელიც ასე თუ ისე რაღაცას გამოხატავდა – ჩვენ ვიცოდით რომ ეს იყო: ,,კმარა შევარდნაძე”, ,,კმარა კორუფცია”, ,,კმარა უშუქობა” და ა.შ. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ მოძრაობის წევრები ახალგაზრდა სტუდენტები იყვნენ, მოქმედებდნენ ორგანიზებულად (ასე თუ ისე) და შედეგსაც აღწევდნენ… ,,კმარელებმა” დიდი როლი შეასრულეს ვარდების რევოლუციის დროს, ასლან აბაშიძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში და როგორც ,,დეიდა ვიკი” გვეუბნება 2005 წელს უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციაშიც კი მიუღიათ მონაწილეობა…🙂

,,კმარას” შემდეგ მახსოვს გამოჩნდა პლაკატები და წარწერები ,,რატომ?”, მაგრამ არაფერი ვიცი ამ ,,რატომ?”-ის შესახებ… დღესდღეობით კი ქალაქში ალბათ ხედავთ ყველგან გაკრულ პატარა პლაკატებს წარწერით – ,,არა”… ვინმემ იცით რა არის ეს ,,არა”, ვისი დავალებით ,,მოირთო” მთელი ქალაქი? რას ითხოვს ეს ,,არა”? ,,არა სააკაშვილს”?, ,,არა ოპოზიციას”?, ,,არა უგულავას”?, ,,არა უმუშევრობას”?, ,,არა შიდსს”?, ,,არა პროსტიტუციას”?, ,,არა ბლოგერებს”? )… გამაგებინებთ ვინმე რა – ,,არა”?

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: