სასწრაფო – სასწრაფოდ!!!

საბედნიეროდ ცუდი არაფერი მომხადა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო ჩემი უკმაყოფილების შესახებ…

ე.ი. ჩემი ძმა იყო ჩემთან (აფრიკაში), ცოლმა დაურეკა და უთხრა დათუნას (5 თვისაა) მაღალი სიცხე აქვსო… დაიწყო რეკვა აქით-იქით, ბავშვის პირად ექიმთან… იყო ანტიბიოტიკი, იყო ძმარიც… მაგრამ სიცხემ 39.4-მდე აუწია…😦 დავურეკეთ ისევ პედიატრს იქნებ ნახო ბავშვიო, მაგრამ გვირჩია სასწრაფო გამოიძახეთო… კარგი აზრია – სასწრაფო უფრო სწრაფად მოგვხედავს… მოკლედ 19:55 იყო როცა აფრიკიდან 033-ზე დავრეკეთ და გამოვიძახეთ ვარკეთილში (სადაც ჩემი ძმა ცხოვრობს)… დარეკვის შემდეგ ტაქსით გავედით ვარკეთილში. ჩემი ძმა სახლში ავიდა, მე კი დავრჩი ეზოში სასწრაფოს დასახვედრად, რადგან ჯერ არ იყო მისული… როცა ,,სირენის” ხმა გავიგე და ლურჯ-წითელი ნათება დავინახე, საათს დავხედე და 20:22 იყო… ანუ სასწრაფო დახმარების პატარა მანქანას, რომელსაც მხოლოდ პირველადი დახმარების აღმოჩენა ევალება და იმიტო მისცეს პატარა და მოსახერხებელი
მანქანები, რომ ძალიან მცირე დროში თბილისის ნებისმიერ წერტილში გაჩენილიყვნენ, ვარკეთილის II მ/კ-ში მისასვლელად 27 წუთი დაჭირდა…

საბედნიეროდ ბავშვს საჩქარო არაფერი ჭირდა… გასინჯეს, დაალევინეს წამალი და ,,პატარა კაცმაც” დაიძინა🙂 ამ შემთხვევაში არაფერი დაშავებულა, მაგრამ მე მაინც მინდოდა ჩემი უკმაყოფილება გამომეხატა… ვფიქრობ რომ რაღაც შესაცვლელი, ან უკეთ გასაკონტროლირებელია – ასეთი დაგვიანებები არ უნდა ხდებოდეს…

,,თბილისის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში საშუალება აქვს მიიღოს სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
დედაქალაქში ფუნქციონირებენ, როგორც კომერციული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ასევე უფასო სასწრაფო დახმარება 033.
ამჟამად, თბილისში 033-ის 70 სამედიცინო ბრიგადა მუშაობს.
033-ის ცენტრი 12 ქვესადგურს მოიცავს და ქალაქის სხვადასხვა რაიონში არის განლაგებული.
საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისის ნებისმიერი უბნიდან შეუძლია დაუკავშირდეს 033-ის ცენტრალურ სააპარატოს” – ეს არის ციტატა თბილისის მერიის საიტიდან…

ახლა გესმით ჩემი? – 12 ქვესადგური და 70 სამედიცინო ბრიგადა თბილისში, მგონი საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს ამ სტატისტიკის მხრივ ჩვენს ქალაქს, მაგრამ შედეგი???

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: