Heep, Heep Uriah ან უბრალოდ ,,გიპ, გიპ ურაა”

19.03.2010 ეს თარიღი არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან… ანუ გუშინ ბედნიერი დღე მქონდა…

დღის მანძილზე ორჯერ, ორჯერ ვნახე LIVE-ში მთელი Uriah Heep-ი… პირველად სასტუმრო ,,ვერე პალასში” პრესკონფერენციაზე, მერე კი ფილარმონიაში დაუვიწყარ კონცერტზე… ვერ აღვწერ რა შეგრძნებაა, როცა რომელიმე ჯგუფს უსმენ, გიყვარს, მისი წევრები შენგან შორს ცხოვრობენ და იცი რომ 40 წელი სცენაზე დგანან, დღე-დღეზე შეიძლება ,,გაღმაც გავიდნენ” და ამ დროს შენ ქალაქში ჩამოდიან რომ შენთვის იმღერონ… განა შეიძლება ასეთი შემთხვევის ხელიდან გაშვება და ამ კონცერტზე წაუსვლელობა? არა, არა და არა, რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა…
პრესკონფერენციაზე ისე ახლოს ვიყავი, რომ ბერნი შოუს ხელიც კი ჩამოვართვი, მაგრამ სამწუხაროდ არც პლაკატი მქონდა, რომ ყველას მოეწერა ხელის, ფოტოკამერაც კი არ მქონდა წესიერი, რომ სურათი გადამეღო, მაგრამ არ ვჩივი არაფერს, არ ვწუწუნებ ნამდვილად, მე ისიც მეყოფა რაც ვნახე და Uriah Heep – ,,Live In Tbilisi”-ს დავესწარი…
რაც შეეხება კონცერტის სურათებს, სამწუხაროდ ჩემმა საწყალმა ციფრულმა საშინელი სურათები გადაიღო და მეც ნასტასია არაბულს დავეთხოვები რამდენიმე ფოტოს და იმედია დაგეხმარებათ, ცოტათი მაინც აღიქვათ რა ხდებოდა იქ😉

ფოტოებისთვის დიდი მადლობა ნასტასია არაბულსა და ,,სქოლიოზიან ემბრიონს” :*

გიპ, გიპ ურააააააა…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to Heep, Heep Uriah ან უბრალოდ ,,გიპ, გიპ ურაა”

  1. ყველაზე დატვირთული დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთდროულად იმდენი ინფორმაცია მოდიოდა, იმდენ რამეზე მიწევდა ფიქრი, იმდენი საქმე იყო და ისე უცებ გაფუჭდა ჰამონდის ორღანი და კინაღამ ისე უცებ ჩაიშალა კონცერტი, რომ July Morning-მდე ვერ ვიგრძენი რომ მე თვითონაც ვესწრებოდი კონცერტს😀

    • qilipa says:

      კი მახსოვხარ იმ დღეს და ვხედავდი რა დღეშიც იყავი… ხოდა მალადეც რო ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბოლო-ბოლო მეც შენი წყალობით მოვხვდი იქ და მადლობა😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: