"მე მაქვს უფლება ვისწავლო"

მომენატრა პოსტის დაწერა… ძალიან მომენატრა… დრო არ მქონდა და ვერ ვწერდი, არც ვიცოდი რა დამეწერა… როცა შენიშვნებიც კი მომცეს – რატო აღარაფერს არ წერო, მივხვდი რომ რაღაც უნდა დამეწერა, მაგრამ რა?!… მოულოდნელად კი, დაახლოებით 1 წლის წინ საკონკურსოდ დაწერილ ,,ნაშრომს”😀 წავაწყდი და გადავწყვიტე ეს დავპოსტო…

,,რატო უნდა დავკარგო ძვირფასი დრო ვიღაცის ნაწერის კითხვაში, როცა შეიძლება ეს დრო ათასნაირი კომპიუტერული თამაშისათვის გამოვიყენო?!” – სამწუხროდ ასე ფიქრობს ახლანდელი მოზარდების უმრავლესობა… მათ არ უყვართ წიგნი და არც მოთხოვნილება აქვთ მისი. თუმცა მთელი პრობლემა მათში არ არის: მათი ამ ნააზრევის გამგონე მშობლები პრობლემას იმით წყვეტენ, რომ კომპიუტერთან მისვლასაც უკრძალავენ (წიგნის შეთავაზება აზრადაც არ მოსდით) და ურჩევნიათ ბავშვი ქუჩაში გაუშვან – წადი შენ ტოლებთან ითამაშეო! თავად კი, ბავშვისგან დასვენებულნი, მშვიდად მიირთმევენ ყავას და უყურებენ ტელესერიალებს.
რა გავლენას ახდენს ეს ქუჩა ბავშვზე? ნუ დაგვავიწყდება რომ საქართველოში ვცხოვრობთ… პატარა, გამოუცდელი გოგონა უმეტეს შემთხვევაში აყვება ხოლმე მასზე ოდნავ უფროსი ბიჭის არშიყს… გავა სულ ცოტა დრო და ეს გოგონა ან სასოწარკვეთილი ტირის თავის ოთახში და თავისმოკვლაზე ფიქრობს, ან ხდება უარესი და 13-14 წლის ასაკში თხოვდება… ფიქრობს ვინმე, როგორ გაზრდის მომავალში ეს ბავშვი – საკუთარ ბავშვს???

ეს ძალიან მოკლედ რაც გოგონას შეეხებოდა, მაგრამ მოზარდი ბიჭი? აი აქ კი ნამდვილად დიდი პრობლემა გვაქვს. ქართული ქუჩის მენტალიტეტი – ,,ქურდობა და კაიბიჭობა”… ამას წინათ, ჩემს ეზოში, ასეთ საუბარს შევესწარი:

– ,,ვააა გუჯის გაუმარჯოს, რავა ხარ ძმა?
– რავი ვარ რა ძაღლების ჯინაზე.
– ჰა რას შვები, თამაშობ ,,ქაუნთერს”?
– არა ძმაო, მე ქუჩის ბიჭი ვარ, ,,ქაუნთერს” აღარ ვთამაშობ!
– ვაა, ,,მგლების” კითხვა ხო არ დაგიწყია?
– აუ ძმაო ,,მგლები” ძაან მაგარია და ქურდულია, მაგრამ სად მაქვს მაგის კითხვის თავი? სულ ქუჩაში ვარ და წიგნით ხო არ ვივლი?…”

უნდა აღვნიშნო, რომ ეს ,,გუჯი” 14 წლის ბავშვია, რომელიც იმ მომენტში ფეხში იყო დანით დაჭრილი. რა თქმა უნდა ყველაფერს აღარ მოვყვები ამ საუბრიდან, მაგრამ ვიტყვი რომ, როგორც ამდროს ხდება ხოლმე, ,,გუჯიმ” ძალიან იქო თავი ამ ჭრილობით და ისიც თქვა, რომ ნაკერების ახსნის შემდეგ, ,,იმათ” (დამჭრელებს) ძალიან ცუდი დღე ელოდათ და მთელი საძმოთი ,,ზედ გადაუვლიდა”…

ეს ორი პატარა მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ გავიგოთ ყველამ: არ შეიძლება ბავშვის ქუჩაში ,,გაგდება” და მისი წიგნის გარეშე გაზრდა! თუმცა არც ის წყვეტს ამ პრობლემას, მშობელი რომ წიგნის თაროსთან მიუშვებს შვილს და ეტყვის: აიღე და წაიკითხე რამეო… არ შეიძლება მულტფილმის ნახვის შემდეგ 9 წლის ბავშვს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” მიაჩეჩო ხელში და მისი წაკითხვა და გაგება დაავალო. მშობელი უნდა დაუჯდეს შვილს, აუხსნას, ასწავლოს წიგნისა და ცოდნის ფასი და მის ასაკთან შესაფერისი წიგნი მისცეს, თუ იმ წიგნშიც ვერ გაიგებს ბავშვი რამეს, მშვიდად უნდა აუხსნას და გააგრძელებინოს კითხვა.

თუმცა ჩვენს ქვეყენაში ბევრ დედას, სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, ურჩევნია ბავშვი თავიდან მოიცილოს და მშვიდად დაისვენოს ტელევიზორის ეკრანთან…

P.S. ასე რომ, ჩემი აზრით ერთადერთი რაც გვიხსნის ამ პრობლემისგან და ქვეყანას წიგნისაკენ მოაბრუნებს, ეს არის დოჩანაშვილისეული – ,,კარცერი-ლუქსი”…
მოვრთოთ ქალაქი ,,კარცერი-ლუქსებით” და ბევრი პრობლემა გადაიჭრება…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: