,,9 პიესა ომზე”

1 და 2 მარტს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში დაგეგმილი იყო დრამატურგების, მსახიობებისა და მსურველ მაყურებელთა თბილი, მშვიდი და ძალიან საინტერესო შეხვედრა – ,,9 პიესა ომზე” … ,,დაგეგმილი იყო” იმას არ ნიშნავს, რომ რამე მოხდა და შეხვედრები გადადიო… არა, არაფერიც არ გადადებულა🙂 ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, უბრალოდ მე ვერ დავესწარი პირველ დღეს და 5 პიესა გამოვტოვე😦

დღეს კი ,,თეატრი სხვენში” მე მელოდებოდა და ვგრძნობდი, რომ თუ არ მივიდოდი პროექტი ჩაიშლებოდა და შეხვედრა არ ჩატარდებოდა, რადგან დარწმუნებული ვარ ,,ჩემი ცოდვა უწევდა” ყველა იქ მყოფს😀 ხუმრობა იქით იყოს და…

14:00-ზე დაგეგმილი პიესების კითხვა რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ ეს არ ყოფილა ორგანიზატორების ბრალი, მთავარი მიზეზი დამსწრე საზოგადოების არაპუნქტუალურობა იყო…

მოკლედ, დღეს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების მიერ, წაკითხულ იქნა ზაზა ბურჭულაძის, მანანა დოიაშვილის, ლაშა ბუღაძისა და თამარ ბართაიას პიესები. კმაყოფილი ვარ თქო, რომ ვთქვა მსუბუქი ნათქვამი გამომივა, რადგან მართლა მოვიხიბლე, ძალიან კარგი პიესები იყო… მე არ მოვყვები მათ შინაარსს, ისინი უნდა წაიკითხოთ, უკეთეს შემთხვევაში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების მიერ წაკითხული მოისმინოთ, საუკეთესო შემთხვევაში კი დადგმა უნდა ნახოთ, თუკი საერთოდ მოხდება ამის ორგანიზება…

ეს პიესები იმით იყო საინტერესო, რომ მათი თემა იყო ომი, მაგრამ მათში არ იყო შავებში ჩაცმული დედა, რომელიც შვილის გასისხლიანებულ ცხედარს დასტირის, არ ყოფილა ომის ამაზრზენი სურათები (წინა პოსტის მსგავსი), ეს უკანასკნელი ხომ მარტვიად სათქმელი და მრავალჯერ თქმულია… ამ პიესებში იყო ,,ომი – ომის გარეშე”, შედეგები – დადებითიც და უარყოფითიც, ომის გავლენა და ადამიანთა ფსიქოლოგიურ-სულიერი მხარეები…

პიესების წაკითხვის შემდეგ გაიმართა დისკუსია დრამატურგებთან ერთად, იყო კრიტიკა, იყო ქებაც, მაგრამ იმ აზრს, რომ ომი ნგრევა, უბედურება და სიკვდილია, არავინ შეწინააღმდეგებია…

ასე რომ ვიცხოვროთ ,,მშვიდობიანად – მშვიდობისათვის”!

Piece By Piece

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: