ნეკროლოგი

დიდი ხანია აღარ გამოჩენილხარ…😦 მოგვენატრე… ვათვალიერებდით ,,მიტოვებულ” ბლოგს და ვფიქრობდით, ხომ არაფერი შეემთხვა, ხო არაფერი უჭირსო… მაგრამ გავიდა დრო და გავიგეთ შემზარავი და დამამწუხრებელი ამბავი:

მისი მეორე ,,მე” და თითები კლავიატურის კლავიშების დახმარებით, მწუხარებით იუწყებიან: გარდაიცვალა (მოკვდა, მოკტა, ჩაბარდა პატრონს, გევიდა გაღმა, გევიდა მარილზე) ირაკლი ქილიფთარი (Qilipa)…

ასევე გაუწყებთ, რომ არ იქნება პანაშვიდი, ტირლი, ცრემლთა ღვრა და ,,ვაი ვაი”-ს ძახილი… არ იქნება არც გასვენება, რადგან მისი ცხედარი უკვე დაწვეს და ფერფლი ჰაერში მიმოაბნიეს…

ასე რომ ის მუდამ ჩვენთან, თქვენთან და ვისაც ემახსოვრება მის გვერდით იქნება… ის შეიძლება: მტვრად დაედოს თქვენს ვარდისფერ ლეპტოპსა თუ კარგად მოვლილ ფრჩხილებს… გაერიოს იმ სიგარეტის თუთუნში, რომლის კვამლშიც ეხვევა თქვენი აზრები… გამოჩნდეს თქვენი ბლოგის დაბადების დღეებზე… ალბათ ყოველთვის ადევნებს თვალს კრეატიულ რეკლამებს… აუყვება და ჩამოუყვება წყაროს… იმეგობრებს მაიმუნებთან და გვერდიდან არ მოშორდება სქოლიოზიან ადამიანებს (ის ხომ თავადაც სქოლიოზიანი იყო)…

დაიძინა და აღარ გაუღვიძია😦

მას ყველანი ძალიან ვუყვარდით და ნურც ჩვენ დავივიწყებთ!!!!
იმედია სხვა ცხოვრებაში შევხვდებით… :*

P.S. თუმცა ძალიანაც ნუ დამწუხრდებით: ყოველი დასასრული, რაღაც ახლის დასაწყისია და სიკვდილს ყოველთვის მოყვება ახალი სიცოცხლე…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: