სიონის – ,,მკვდარი კუნძული”…

რაღა თქმა უნდა ესეც ,,სიონური” ამბავია…


აგვისტოს ბოლოს, სიონის წყალსაცავიდან სარწყავად წყალს უშვებენ ხოლმე, რის შედეგადაც ტბა პატარავდება და რამდენიმე მეტრით დაბლა იწევს… წყლის დაწევამ კი ჩვენს თვალწინ ახალი სიცოცხლე შვა – ეს იყო პატარა კუნძული, რომელიც 4 წლის მანძილზე პირველად ვნახეთ…


ეს არ იყო არც ,,განძთა კუნძული”, არც ,,მკვდარი კუნძული” ( თავიდან ასე გვეგონა) და არც ის კუნძული რომელზეც LOST-ი გადაიღეს… ეს იყო უბრალო, პატარა კუნძული, რომელსაც ,,წყალშიდაჭერობანას” სათამაშოდ ვიყენებდით…

,,ერთ მშვენიერ, ან იქნებ არც ისე მშვენიერ დღეს”, ჩემი დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი მეგობარი მარტო გადავიდა კუნძულზე და დაბრუნების შემდეგ გვითხრა, რომ დიდი ძვალი ნახა იქ, მაგრამ ვერ გაეგო – ძაღლის იყო, მგლის თუ რაიმე უფრო დიდი ცხოველის…

ჰოი, უსაქმურთა ცნობისმოყვარეობავ! მაშინვე 7-კაციანი დელეგაცია: 5 ახმახი მამაკაცისა და 2 მანდილოსნის შემადგენლობით, გადავიდა კუნძულზე და მის თვალიერებას შეუდგა…

,,დიდ” ძვალზე დაკვირვების შედეგად, დამსწრეთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ეს იყო ადამიანის ხელის (ან ფეხის) ძვალი… ცნობისმოყვარეობამ იმატა და დავიწყეთ დანარჩენი ნაწილების ძიება. დიდი ქვის გადაგორების შედეგად აღმოვაჩინეთ ადამიანის დამსხვრეული თავის ქალა და ქვედა ყბა, რომელსაც ჩემზე ბევრად ჯანმრთელი კბილები ჰქონდა (მხოლოდ 1 – წინა კბილი აკლდა), ანუ დავასკვენით, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ,,ჩანა” გვეჭირა ხელში… ამან სულ მთლად გააცეცხლა ჩვენი ცნობისმოყვარეობა (მხოლოდ გოგონები იყვნენ უკმაყოფილოები) და არქეოლოგობაც დავიწყეთ… ვთხარეთ, ვთხარეთ და თაგვი ვერა, მაგრამ სხეულის სხვადასხვა ნაწილის ძვლები და თავის ქალები ,,გამოვთხარეთ”…


მთავარი არქეოლოგიური მონაპოვარი მაინც წინ გველოდა… ეს იყო დიდი ქვებით შეკრული კუბო (როგორც შემდეგ გვითხრა არქეოლოგმა, იგივე – ,,ქვაყუთი”)… ამ საფლავში აღმოვაჩინეთ 2 ადამიანი – დიდი თავის ქალა და ძალიან პატარა თავის ქალა… სავარაუდოდ დედა-შვილი ან მამა-შვილი… ყველაფერი ასე საინტერესოდ მიდიოდა, მაგრამ გოგონებს მოთმინების ფიალა აევსოთ და ატყდა დიდი ,,წივილ-კივილი”: ,,მკვდრებს შეურაცხყოფას ვაყენებთ… ამისთვის დავისჯებით… ცოდვაა… ძალიან შორს შევტოპეთ…” და ა.შ…

ყველაფერი თავიანთ ადგილს დავუბრუნეთ და ჩვენი პატარა, საიდუმლოებებით მოცული – ,,მკვდარი კუნძული” სამუდამოდ მივატოვეთ…



P.S. ეს ყველაფერი მოვუყევით მეგობრის ბიძას, რომელიც არქეოლოგია და მისი აზრი გვაინტერესებდა… ნუ საქციელი არ მოგვიწონა (მსუბუქად რომ ვთქვა), მაგრამ გვითხრა, რომ იქ ჩვენამდე, რამდენიმე წლის წინ ყოფილა და ქართული არქეოლოგიისთვის სიახლე და ნიშანდობლივი ვერაფერი აღმოაჩინა, ეს სამარხები ხომ სულ რაღაც ჩვ.წთ-მდე II-I საუკუნის ყოფილა…


ქვაყუთი

ახლგაზრდა და ჩემზე ჯანმრთელი ,,ჩანა”

კი, კი, ნამდვილად ადამიანის თავის ქალაა…

მთლიანი ადამიანის აწყობის წარუმატებელი მცდელობა

ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: