გაუხმაურებელი სამეული… :)

ადრე დავწერე და დაკარგული მქონდა ეს ლექსები, თუმცა ახლახანს წავაწყდი და ძალიან გამიხარდა…🙂 შეიძლება დიდი არაფერია და არც არავის მოეწონოს, მაგრამ მე ყველა ჩემი ლექსი ,,შვილივით” მიყვარს :D… ასე, რომ მიიღეთ ისეთი როგორიც არის და როგორიც მე მომწონს🙂

ძალიან ბევრს ვფიქრობ,
ძალიან ბევრს ვსვამ,
აღარაფერს ვჭამ და
ვეღარ ვიტან თავს…

,,ვისაც არ უყვარს თავისი თავი
ვერ შეიყვარებს სხვასაო!”
გამიგონია ასეთი რამ და
არ ვეთანხმები მასაო,
რადგან არ მიყვარს დღეს ჩემი თავი
და ძლიერ მიყვარს სხვა!
იმ სხვას ვაჩუქებ მე ჩემს სიცოცხლეს,
იმას შევაკლავ თავს,
ამ სიყვარულით გახელებული
მე არ დავზოგავ კაცს,
თუკი მოვკვდები მისი გულისთვის,
მე შვებას ვიგრძნობ ნაღდს
და ჩემს საფლავზე იმისი ცრემლი –
,,იქ” გამინათებს გზას…

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

მე ვიცნობდი სამ ძმას –
სამ ჯიგრიან კაცს,
მე ვიცნობდი იმათ –
ვინც ისინი შვა,
მე ვიცნობდი ყველას –
ვინც იცნობდა მათ,
მე ვიცნობდი ყველას –
ვინც შეტრფოდა მათ!
ისინი ხომ ჩემი
ძმები იყვნენ და…
მე ვერ მცნობდნენ კარგად,
მე ვიცნობდი მათ…

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

ჩვენ გვიყვარს წვიმა

იმ ღამით რაღაცას გწერდი ,,სკაიპში”
და უცებ წვიმამ საშინლად დასცხო…
ხმა რომ მომესმა გავაღე ფანჯარა
მეცა ტკბილი სუნი და ხმა რაღაც – ნარნარა,
ვიდექი… ცოტა ხანს, ვტკებოდი ამ ყველაფრით,
მაგრამ ვერ გავძეხი ზევიდან – ვერაფრით…
ფანჯარა მოვხურე, ჰაერი ჩაიხუთა,
გარეთ გავედი და წვიმა ჩამეხუტა…
მერე შენზე ფიქრში ქუჩას გავუყევი
და წვიმას სიყვარულის ამბებს მოვუყევი…
რაღაც გულზე მოხვდა, თითქოს რეჩხი უყო
და სულ ცოტა ხანში მეგობარს – უხმო…
ქარი ამოვარდა, წვიმამაც იმატა
და ირგვლივ ყველაფერი სულ მიჰფანტ-მოჰფანტა…
მე კი აჩქარებით კიბეებს ავუყევი
და აკანკალებით მაგიდას მივუჯექი…
ისევ მოგწერე ერთი წერილი
და თავი რატომღაც მეგონა დევნილი…

მაგრამ შენ ამ დროს აივანზე იდექი
და წვიმისაკენ ნაზ ხელებს იშვერდი.

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

ირაკლი ქილიფთარი

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: