ყველაფერს აქვს დასარული და ყველა დასასრული HAPPY END-ი არ არის…

ცარიელ გზაზე მოპედით მივქრივარ…

დავხედე სპიდომეტრს და 140 კმ/სთ-ს აჩვენებს… არადა ვიცი, რომ მაქსიმალური სიჩქარე – 80 კმ/სთ აქვს…

თუმცა რა არის გასაკვირი?..

როცა იმ ერთადერთის შესახვედრად მიდიხარ, რომლის გარდა არავინ არსებობს შენთვის… ამ დროს შეიძლება ფრთებიც გამოისხა და ყოველგვარი ტრანსპრტისა თუ საფრენი მოწყობილობის გარეშე აფრინდე, ცაში აიჭრა და მხოლოდ იქ დაეშვა სადაც ,,ის” გეგულება…
150, 160, 170 კმ/სთ… ჩაფხუტი არ მახურავს და თვალები მიწვრილდება, მაგრამ ვხედავ გზას, რომელიც ცარიელია და შუქნიშნებზე მხოლოდ მწვანე ფერი ანთია…

მთელი ქალაქის გვერდში დგომას ვგრძნობ…

მიხარია…

აი ,,ისიც” გამოჩნდა…

სიჩქარეს ვუკლებ…

გადმოვდივარ ,,მეტალ-ო-პლასტმასის” ცხენიდან და ხელზე ვკოცნი ,,მას” – ვინც მელოდა და ვის შესახვედრადათ ამდენი ვიარე…

ხელიხელჩაკიდებულები, ხმისამოუღებლად მივსეირნობთ…

რაღაც მუსიკალური ბგერები აღწევს ჩვენამდე, მაგრამ კარგად არ ისმის… სიტყვებს ვერ ვარჩევთ…

ერთდროულად ყველა ფანჯრის სარკმელი იღება და ჩვენთვის უცხო ხალხი მღერის:

,,All You Need Is Love,
All You Need Is Love,
All You Need Is Love,
Love, Love Is All You Need”…

გაოგნებული ვარ… თავი მიუზიკლში მგონია…

მოულოდნელად ,,ის” მკოცნის და ჩვენ დაახლოებით 3 მეტრით ვცილდებით მიწას… დავფრინავთ? – არა… უბრალოდ ჰაერში ,,ვზასაობთ”… 

ამ მომენტში კი განსხვავებული მელოდია და სიტყვები ჩამესმის –

,, She Loves You, Yeah, Yeah, Yeah…”

უზომოდ ბედნიერი ვარ…

მაგრამ ყველაფერს აქვს დასარული და ყველა დასასრული HAPPY END-ი არ არის…

მოიღრუბლა… შორს რაღაც აფეთქდა… სიმღერა შეწყდა… საზარელი კივლის ხმა გაისმა და ჩვენ მიწაზე დავენარცხეთ…

გამომეღვიძა…

საყვარელი ადამიანის მოლოდინი! სიზმრად ნანახი სიყვარული! პირველი კოცნა! არა არა მოვიტაცებ! სიყვარულის არსი! რა აზრი აქვს სიყვარულს! სიყვარულის დასასრული! სასიყვარულო ისტორიები! საყვარლები!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

4 Responses to ყველაფერს აქვს დასარული და ყველა დასასრული HAPPY END-ი არ არის…

  1. Pingback: ყველაფერს აქვს დასასრული და ყველა დასასრული ,,HAPPY END”-ი არ არის « ბლოგზმანება

  2. anna says:

    რა საყვარელი სიზმარია ^_^
    :პ

  3. ooF (პოკიტო) says:

    :დ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: