წერილი რედაქტორს

სულ ვიქექები ჩემსავე კომპიუტერში და ხან რას წავაწყდები, ხან რას… ბოლო ,,არქეოლოგიური ძრომიალობისას” წავაწყდი წერილს, რომელიც ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორს მივწერე (უნივერსიტეტში მქონდა დავალება ,,ანალიზის” ლექტორისგან)… ხოდა რადგან წავაწყდი ამ წერილს, მისი ბლოგზე დადების სურვილიც გამიჩნდა…


გაზეთ ,,ასავალ-დასავალის” რედაქტორს – ბ-ნ. ლაშა ნადარეიშვილს

მოგესალმებით, ბატონო ლაშა, მე ჟურნალისტიკის III კურსის სტუდენტი ვარ და მინდა თქვენს გაზეთში დაბეჭდილ ერთ სტატიას შევეხო, რომლის ავტორიც ჯაბა ხუბუაა და რომელსაც ,,ლუსტრაველის გამზირი” ეწოდება… 

მოკლედ, წავიკითხე სტატია და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ბოღმით აღვსილი ადამიანის დაწერილ წერილს ვკითხულობდი… წერილს რომელიც, ლოგიკურად, პირადად საძულველი ადამიანის მიმართაა დაწერილი და საჯაროდ გამოსაქვეყნებელი არ არის… თუმცა ფაქტია, რომ ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ეს სტატიაა და ის გაზეთში წავიკითხე… უმთავრესი კი ალბათ მაინც ის არის, რომ მისი ავტორი ჟურნალისტია, ყოველშემთხევავში თქვენს გაზეთში ჟურნალისტად მუშაობს.

ძალიან მაინტერესებს რა ხალხის გამოკითხვა აქვს ხუბუას ჩატარებული, როცა ამბობს, ხალხი რუსთაველის გამზირს – ლუსტრაველის გამზირს ეძახისო?! ეს უბრალოდ გასაკვირია ჩემთვის, რადგან პირველად გავიგე ამ ქუჩის ასეთი შეფასება, ვისთანაც კი ამ განათებებზე მისაუბრია ყველა ძალიან დიდ კმაყოფილებას გამოხატავდა…

უბრალოდ სასაცილო და ჟურნალისტიკისგან საკმაოდ შორს მყოფი პროგნოზებია გამოთქმული: ,,გაისად, ამ დროს საქართველოსგან მხოლოდ ლუსტრაველის გამზირი დარჩება, თავად სააკაშვილი კი ლუსტრაველის გამზირის პირველი ლუსტრა იქნება”… გასაგებია ამ ადამიანის დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ მე მგონი რედაქტორმა უნდა აკონტროლოს რა იბეჭდება მის გაზეთში და ხალხს ,,სულ ცოტა” მართალი ინფორმაცია მაინც მიაწოდოს, თუ თქვენი გაზეთისთვის ამ ,,სიმართლის” წერა შეუძლებელია, მაშინ ლოგიკურად გამართლებადი ტყუილი მაინც დაწერეთ…

P.S. იცით რა მიპასუხა? – გაგიკვირდებათ და არაფერი…
არც ვარ დარწმუნებული საერთოდ თუ წაიკითხა ვინმემ ეს წერილი, მაგრამ მართლაც რომ წაეკითხა ადრესატს, პასუხის იმედი მაინც არ მექნებოდა…

წერილი დაწერილია… დავალება შესრულებული…

ასავალ-დასავალი! საუკეთესო ქართული გაზეთი! დეზინფორმაციის ბუდე! ჯაბა ხუბუა! ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილი. ლუსტრაველის გამზირი! ყველაზე ცუდი სტატია! ყველაზე ცუდი ჟურნალისტი!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: