გამოცდას ავაცილე… მწარედ ავაცილე…

სულ ვამბობ – თუ სვამ ზომიერად უნდა დალიო მეთქი…

სულ მეკითხებიან – მერე რატო სვამ უზომოდო?

გუშინ ნათლისღება იყო და 2-ჯერ დავთვერი… ჯერ ნათლულთან… მერე ნათლიასთან…მახსოვდა რო დღეს მაღლივში მქონდა გამოცდა და ვფიქრობდი დილას ვისწავლი მეთქი… დაჟე გადავამოწმე ხო ნამდვილად 3-ის ნახევარზე მაქ თქო…
დილას ავდექი და დავიწყე ,,რელიგიის ისტორიის” კითხვა და საკითხების ,,დაშპარგალკება”… გავამზადე ყველაფერი, ქსეროქსებიც ჩავიდე ჯიბეში – სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ავტობუსში მაინც ვისწავლი მეთქი… მაღლივამდე 1 საათზე მეტი ვიკითხე და ისე ვიცოდი რო ,,შპარგალკის” გარეშეც კარგად დავწერდი… 

მივედი ბიბლიოთეკასთან და დავიწყე ნაცნობი სახეების ძებნა… გაკვირვებული დავრჩი, როცა ამ ,,ნაცნობ სახეთაგან” არცერთი არ სწავლობდა ,,რელიგიის ისტორიას”… ამოვღე ტელეფონი… დავხედე კალენდარს და… ჰოი, საოცრებავ – რა უბედურებაა?! 20-ში 3-ის ნახევარზე – ,,XIX საუკუნის ამრეკული ლიტერატურა” მქონია…

ნერვებაშლილი შევედი გამოცდაზე… დავჯექი და საკუთარ თავს ვაგინებდი გულში… საბედნიეროდ, ის საკითხი შემხვდა, რომელზეც რაღაც წარმოდგენა მაინც მქონდა… დავწერე რაც ვიცოდი და რასაც უბრალოდ ამ თემასთან დაკავშირებით ვფიქრობდი… საერთო ჯამში მგონი რაღაც გამოვიდა და იმედია განმეორებითზე გასვლა არ მომიწევს…

ასე რომ დასკვნა: ზომიერად კი არა, როცა მეორე დღეს ისეთი საქმე გაქვს სადაც ,,თავი” გჭირდება – საერთოდ არ უნდა დალიო…

დალევა! სმა! დათრობა! თრობა! სიმთვრალე! მაგარი სიმთვრალე! გაპროჭვა! ლოთაობა! ლოთობა! არაყი, ლუდი! არაყი და რედ ბული! წყალწაღებული ლოთი! რა შედეგი მოაქვს დალევას! ბომჟი! ბომჟაობა! ბომჟური ცხოვრება!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

4 Responses to გამოცდას ავაცილე… მწარედ ავაცილე…

  1. ეგ ყველამ იცის, მაგრამ ვინ ითვალისწინებს ;/

  2. anna says:

    მოგიკვდი…
    გამოცდამდე 4 საათით ადრე მივსულვარ მე ;დ
    შენ მარტო არ ხარ ქილიფ :პ

    • Qilipa says:

      ადრე მისვლა და სხვაზე მისვლა სხვადასხვაა… მარტო ვარ მაინც :შ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: