ბალახში გაცოცხლებული ,,ჯოკონდა”

 

არ მიყვარს გამოჩენილი მხატვრების უაზრო ნახატები, რომლებშიც მილიონებს იხდიან და ზუსტად იგივე მე რომ დამეხატა 10 ლარსაც არ მომცემდნენ, მაგრამ ,,მონა ლიზა” ანუ იგივე ,,ჯოკონდა” ძალიან მომწონს, ამიტომ მასზე დავწერ ერთ კარგ და სასიამოვნო ნიუსის სტილის პოსტს:

ლონდონის პატარა სკვერის მეპატრონის – ტანი ლედჯერის დაკვეთით, სამგანზომილებიანი ფერწერის ოსტატმა – კრის ნეილორმა გაზონზე ,,გააცოცხლა” ლეონარდო და ვინჩის გენიალური ნახატი – ,,მონა ლიზა”. მხატვარს მის შესასრულებლად 2 დღე დასჭირდა. ის იყენებდა საშუალო ზომის გაზონის საჭრელსა და მებაღის ინსტრუმენტებს. ოსტატის ნამუშევარი ფორმას რამდენიმე კვირაში დაკარგავს, მაგრამ 48 წლის ლედჯერი დიდად არ ღელავს ამაზე და ამბობს, რომ ეს თმის ვარცხნილობასავითაა, ,,როცა მოგბეზრდება, უბრალოდ გაიზრდი და ფორმას შეუცვლი”.

ბალახსა და ბუჩქზე შესრულებული ნამუშევრები, ადრე მდიდარი ხალხისა და დიდი ქალაქების ფუფუნებად ითვლებოდა, მაგრამ ბრიტანეთში დღესდღეობით ეს უკვე ,,მოდაა” და ყველგან შეიძლება შეგხვდეთ.
ჯოკონდა, მონა-ლიზა! მონა ლიზა! მონალიზა! და ვინჩი! დავინჩი! ლეონარდო და ვინჩი! ყველაზე ძვირი ნახატი! ყველაზე ცნობილი ნახატი! უძვირფასესი ტილო! სიურეალიზმი! როკოკო! ბაროკო! აფსტრაქცია! აბსტრაქცია!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: