ჩემი 3 საუკეთესო… :)

თუკი შენს შარვალს გაეხა ჯიბე,
გაერღვა მუხლი, გახუნდა ძლიერ…
თუკი შენს პიჯაკს ჩამოწყდა ღილი
და გულის მხარე თავისთვის ტირის,
ნუ გადააგდებ, ნუ შეიძულებ,
ნურც კი დაკემსავ, საერთოდ, მათ!
ჩაიცვი ისევ, იარე ისევ
ნუ დანებდები ვიღაცის თვალს!
ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას – არა,
ვიღაცა ალბათ ჩურჩულებს მყრალად,
გაქილიკებს და დაგცინის მდაბლად,
მაგრამ ეს შენთვის არ ნიშნავს – ,,არას”!
იმით იარე რაც გიყვარს – მარად,
რადგან შენს აზრებს იყენებ ფარად!

******************************************
დიდხანს ვერ ვწერდი ლექსებს,
დიდხანს არ მქონდა მუზა,
ვეღარ ვფიქრობდი შენზე,
სადღაც ჩავუშვი ღუზა…
გაჩერებული ვიყავ:
მარტო, ეულად, ობლად,
მხოლოდ უფალზე ფიქრით
მე ვლოცულობდი ჩუმად.
მას ვუყვებოდი სათქმელს,
ვუზიარებდი დარდებს,
ჩემი ტკივილი, სევდა –
ყველამ იცოდა ცაზე…
პატიებასაც ვთხოვდი,
შეწყალებას და შველას,
ჩემი ნავი კი წყალზე
აკვანს მირწევდა ნელა!
უცებ იქუხა ცაზე,
უცებ ჩამიწყდა ღუზა
და ნავიც ნელა ზღვაზე
უხმოდ გაუყვა სამხრეთს,
მალე მიადგა ნაპირს –
თითქოს ხელი მკრა მალვით,
მე ჩამომაგდო იქვე
თვითონ შესცურა ზღვაში…

გაოგნებული ვიდექ და
შევყურებდი ცას
და ვერ გამეგო მაშინ
წყევლა იყო თუ ხსნა!
მაგრამ ჯებირს, რომ ავხედე
მე დავინახე ქალი,
მიყურებდა და ღიმილით,
ნაზად მიქნებდა მანდილს…
უცებ მომეშვა თითქოს,
უცებ ამევსო გული
და სიყვარულმა წამით –
ცად ამიმაღლა სული…

ახლა ისევ ვწერ ლექსებს,
ჩუმად ვლოცულობ ღამით
და სიყვარულის შემქმნელს
მადლობას ვუხდი კრძალვით!!!

*************************************
ქართველს უყვარს საქართველო
ქართველს უყვარს საქართველო!
ვაშა, ვაშა, ვაშა!!!
დიდ პატივს სცემს ისტორიას
მართლაც, მართლაც, მართლაც!
თუმც არ იცის ისტორია –
არაუშავს არა,
მთავარია სიყვარული გულში უდევს მყარად!
როცა კარგად გამოძღება
ნარჩენს დაყრის დაბლა,
მზესუმზირას დააყოლებს
ნაჭუჭს მიმოფანტავს,
ნახველსაც კი არ დააკლებს
ქუჩებს მორწყავს კარგად,
მეორე დღეს დაჯდება და
იქვე დალევს არაყს…
ის ხომ ამით თავის გრძნობას
ნათლად გამოხატავს?!
უყვარს, უყვარს საქართველო!
რა ქნას? რა ქნას? რა ქნას?
გრძნობას გამოხატვა უნდა
ისიც – ასე ,,ხატავს”.
ქართველს უყვარს საქართველო!
მართლაც, მართლაც, მართლაც!
,,ივერია” გაბრწყინდება!!!
ვაშა, ვაშა, ვაშა…

ირაკლი ქილიფთარი

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: