ჰობი, სიგიჟე თუ უბრალოდ გართობა?!

ჩემი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება არც ისე სავსეა, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად შევავსო… საუკეთესო თავგადასავლები კი ,,პახოდებსა” და კარავში ცხოვრების პერიოდშია… ამიტომ ვცდილობ ბევრი ასეთი ,,გასვლა” მოვუწყო ჩემ თავს…პირველად კარავში 4 წლის წინ მეძინა, როცა მეგობრებთან ერთად სიონის ტყეში წავედი დასასვენებლად… იმის მერე ტრადიციაა იქ ჩასვლა და უზომოდ შემიყვარდა იქაურობა – ,,ჩვენი სახლი” – იქ: ტყეში… წყლის პირას… წყაროსთან… ჯვართან…

სიონურ თავგადასავლებზე ალბათ მომავალში კიდე დავწერ, მაგრამ დღეს მინდა ჩემი იქ აჩემებული – ჰობი, სიგიჟე ან უბრალოდ გართობა გაგანდოთ…

საქმე იმაშია, რომ 2 წლის წინ სიგარეტს არ ვეწეოდი (მსუბუქი ნათქვამია), საშინლად მეზიზღებოდა და ვერც მწეველებს ვიტანდი… ტყეში ყოფნისას კი საქმე არ გვქონდა და საინტერესო დროის გასაყვანს ვეძებდით… ერთხელაც, მწეველი ძმაკაცის შემყურეს, იდეა მომივიდა (BINGO)… გადავედი სოფელში, ვიყიდე 2 კოლოფი ,,პირველი” (იმისი ,,კენტი” რო არ გამეფუჭებინა) და დავიწყე ,,ალქიმიკოსობა” – არა მაგრამ რაღაც მაგდაგვარი… პირველად ასკილის ფოთლები ,,დაეცა” კეცზე… ქვევიდან ცეცხლი შეენთო… მალე გახმა… გამხმარი გაცივდა… გაციებული დაიფხვნა…

მე ამ დროს თუთუნისგან დაცარიელებული ,,პირველის” ღერი მეჭირა… ,,ტარიც” მზად იყო უკვე და შევაკეთე ეს ჩემი ასკილი… მოვწიე და კარგი იყო – სიგარეტივით ყელს არ წვავდა, კვამლი კარგი ქონდა და რაღაც სასიამვნო გემოც კი დაჰკრავდა. რადგან ექსპერიმენტმა გაამართლა, აღარ გავჩერებულვარ და დააავყევი ათასნაირ ბალხასა თუ მცენარეს – ვახმობდი, ვაკეთებდი, ვეწეოდი… მახსოვს, მეორე მსხვერპლი გარეული ვაშლი ანუ პანტა იყო (რა თქმა უნდა ფოთლები), მერე კამა… რეჰანი… რაღაც უცხო ბალახები… ერთჯერადი ჩაი ,,მარიამი” და კიდევ, ყველაზე უგემური, მაგრამ ულამაზესი ყვავილი (რომელსაც აქ დართულ სურათებში იხილავთ)…

კამა😀
ჩაი ,,მარიამი”
,,ყველაზე უგემური, მაგრამ ულამაზესი ყვავილი” – კეცზე
პირველი დეგუსტაცია

P.S. როცა მივხვდი, რომ ასეთი გართობა დიდ დროსა და ,,ჩალიჩს” მოითხოვდა – ,,პაპიროსის” მწეველი გავხდი…

მაგარი მოსაწევი! გართობით მოსაწევი! ტრუხა პლანი! პლანის შეკეთება! ჩაის პაკეტი! ასკილის არომატი! მეზიზღება სიგარეტი! როგორ დავანებო თავი! სიგარეტზე მიჩვევა! მოწევაზე შეჩვევა! მოსაწევი მინდა!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: