,,ვარსკვლავი ჩამოვარდა! – ჯიბეში ხელი ჩაიყავი და სურვლი ჩაიფიქრე”

სახლიდან გასვლისას ვიღაცასთან შეჩეხება, ქვაზე ფეხის წამოკვრა, ღამით რომელიღაც ფრინველის ხმის გაგონება, ერთი და იგივსე სიზმრის რამდენჯერმე ნახვა… უმრავლესობისთვის ეს უმნიშვნელო, ჩვეულებრივი მოვლენებია, მაგრამ დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ზოგიერთი ხალხი ყოველივე ამას რაიმეს მომასწავებელ ნიშნად ან სულთა სამყაროდან მიღებულ ცნობად აღიქვამს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ნიშნებსა და მათ ახსნაზეა დამოკიდებული წარმატება ან რაიმე უბედურება. რა თქმა უნდა, ცრუმორწმუნეობას აფრიკის გარდა სხვა ქვეყნებშიც აქვს ფეხი მოკიდებული….

,,კარგი რა, გინდა ცრურწმენა ეძახე და გინდა სისულელე, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენჯერაც შავი კატა გადამირბენს ხოლმე წინ, ან ფეხი უნდა წამოვკრა რაღაცას და იქვე წავიქცე, ან კიდე იმ დღეს ყველაფერი ცუდი ხდება ხოლმე რა!” – ამბობს 12-ე კლასელი გიორგი ოქროპირიძე.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, საოცრად ბევრი ადამიანია ცრუმორწმუნე. ისინი მიმართავენ ჰოროსკოპებს, ეშინიათ ,,13” რიცხვის და უფრთხიან შავ კატას… შორეულ ჩრდილოეთში, ზოგიერთი, ჩრდილოეთის ციალს ომისა და ეპიდემიების მომასწავებლად მიიჩნევს, იაპონიაში გვირაბის მთხრელებს სწამთ, რომ თუ ქალი შევა გვირაბში მის დასრულებამდე, ეს ცუდის მომასწავებელია. ცრურწმენა სპორტშიც ხშირად იჩენს ხოლმე თავს, მაგალითად: ,,დღეს გამარჯვება იმიტომ მოვიპოვე, რომ თეთრის ნაცვლად შავი წინდები ჩავიცვი”… 

არაერთი ფსიქოლოგის ახსნით, ცრურწმენას, ძირითადად, მიცვალებულთა სულებისადმი შიში უდევს საფუძვლად. თითქოს სულები უკავშირდებიან ცოცხლებს იმისათვის, რომ შეაშინონ, გააფრთხილონ ან აკურთხონ ისინი… ცრუ შეხედულებები მთელ მსოფლიოში ძალიან განსხვავდება ერთამენთისაგან და მათი გავრცელება უმეტესწილად ადგილობრივ ფოლკლორზე, ლეგენდებსა და გარემო პირობებზეა დამოკიდებული. მაგრამ ყველანაირ ცრურწმენას ერთი რამ აერთიანებს: რწმენა, რომ უხილავ სულთა სამყაროდან ვიღაც უნდა დამშვიდდეს.

,,აუ მაგრად მეცოდებიან ის ადამიანები ვისაც ცრურწმენების სწამს რა!!! ,,ტიპებს” ჭამის დროს ჩანგალი რო დაუვარდებათ, სტუმარს ელოდებიან ხოლმე და სუფრას აღარ ალაგებენ… სასაცილოა აბა რა არი?!” – ნინო ჯიოშვილი, II კურსის სტუდენტი.

უმეტეს ოჯახში ტყუპების დაბადება განსაკუთრებული და ძალიან სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ ცრუმორწმუნე ადამიანისთვის ეს შეიძლება რაიმეს მომასწავებელი ნიშანი იყოს. დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ ნაწილში მრავალი ტყუპებს ღვთაებებად მიიჩნევს და თაყვანს სცემს მათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთერთი ან ორივე ტყუპისცალი სიკვდილის პირას არის, აკეთებენ ტყუპების პატარა ქანდაკებებს, რომლებსაც ოჯახის წევრებმა საჭმელი უნდა შესწირონ… ეს არის შემთხვევა, როდესაც ცრურწმენას დადებითი შედეგი მოაქვს, მაგრამ ზოგიერთ ადგილას ტყუპების დაბადება წყევლად ითვლება. მშობლებმა შეიძლება ერთი ტყუპისცალი მოკლან კიდეც… რატომ??? მათ სწამთ, რომ თუ ორივე ტყუპისცალი იცოცხლებს, ერთ მშვენიერ დღეს ისინი მშობლებს დახოცავენ. აი მაგალითი, რომელიც ცხადყოფს, რომ ცრურწმენას მომაკვდინებელი შედეგიც კი შეიძლება მოჰყვეს…

,,თავად სიტყვაც კარგად გადმოგვცემს თუ რა არის ცრურწმენა. როდესაც ადამიანს არ აქვს რელიგიური განათლება და არ აქვს რწმენა, ამ რწმენის შესავსებად ბოროტი ძალა უნერგავს მას მცდარ აზრებს და შეჰყავს შეცდომაში… უფალმა ყველაფერი ადამიანის სამსახურისთვის შექმნა და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ასე რომ, არც ვარსკვლავის ჩამოვარდნას და არც შავ კატას არ შეუძლია ადამიანის ცხოვრების შეცვლა!” – რუის-ურბნისის ეპარქიის მსახური – მამა მათე.

მსოფლიოში გავრცელებული ცრურწმენები:

• თუ ბრინჯის საჭმელად განკუთვნილი ჯოხები ჯამში ვერტიკალურ მდგომარეობაში დგას, ეს სიკვდილის მომასწავებელია.
• მზის სინათლეზე ბუს დანახვა ცუდის ნიშანია.
• თუ რაიმე ცერემონიის დროს სანთელი ჩაქრა ე.ი. ახლომახლო ბოროტი სულები იმყოფებიან.
• თუ იატაკზე ქოლგა დავარდა, იმ სახლში მკვლელობა მოხდება.
• ლოგინზე დადებული ქუდი – ცუდის მომასწავებელია.
• ზარის ხმა დემონებს აფრთხობს.
• ადამიანს სურვილი შეუსრულდება, თუ დაბადების დღისთვის გამომცხვარ ტორტზე ყველა სანთელს ერთი სულის შებერვით ჩააქრობს.
• თუ შავმა კატამ გადაგრიბინათ გზაზე – არ გაგიმართლებთ.
• ჩანგლის დავარდნა სტუმრის მოსვლას მოასწავებს.
• კარის პირდაპირ ჩამოკიდებული სპილოების სურათი ბედნიერების მომტანია.
• მისადგმელი კიბის ქვეშ გავლა ცუდის ნიშანია.
• სარკის გატეხვა შვიდი წელი უიღბლობას ნიშნავს.
• შესასვლელში მიმაგრებული ნალი იღბლინობას ნიშნავს.
• თუ პილპილი დაგებნა, საუკეთესო მეგობართან იჩხუბებ.
• თუ საქანელაზე არავინ ზის და ისე ქანაობს ე.ი. დემონებს ვიწვევთ იქ დასაჯდომად…
ცრუმორწმუნეები! შავი კატა! იაღოველები! იაღოვა ჩემი კუმირი! თარსი კატა! შელოცვები! ჯადო! ჯადოქრები! დემონები! ღმერთები! ურწმუნოება! შამანები! ქართველი კრიშნაიდები! ქართველი ბუდისტები!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

18 Responses to ,,ვარსკვლავი ჩამოვარდა! – ჯიბეში ხელი ჩაიყავი და სურვლი ჩაიფიქრე”

  1. lishtota says:

    ‘ცრურწმენა’ – ვენაცვალე განმანათლებლურ მარქსისტულ რევოლუციას, დაარქვა თავისი სახელი. ყველაფერს ამბობს

  2. yvelaferi pirvelad gavige :((

  3. ruska says:

    ai sad igrznoba jurnalistis xeli🙂 zalian kargi statiaa, informaciuli da weria martla zalian magrad! yochag!🙂

  4. Qilipa says:

    ruska
    (blush)😀 gaixare…

  5. Qilipa says:

    rodrigo santoro

    კარგია! ე.ი. სიახლე იყო შენთვის… მიხარია რო წვლილი შევიტანე ინფორმაციის მოწოდებაში🙂

  6. Lela says:

    მაგარი სტატიააა! ტყუილი არ უთქვამს ანალიზის ლექტორს ამ სტატიაზე, მართლა მაგრად წერ🙂

  7. Qilipa says:

    (blush)(blush)(blush)🙂 მადლიობა… არა ტორაძემ რო მითხრა მართლა (blush) იყო🙂

  8. Maiko says:

    ირაკლიიი, მართლა ძალიან მწყდება გული რო შენი შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტი ასეთი ზარმაცი ხარ და ,,ფეხებზე გკიდია” უნივერსიტეტი😦 გამოფხიზლდიიიი :*

  9. Qilipa says:

    მოკლედ მადლობებად დამღვარეთ დღეს🙂 გაიხარე მაი, მარა რავიცი როდის გამოვფხიზლდები? მგონი ნელ-ნელა ვფხიზლდები კიდეც… რამდენიმე ლექტორი უკვე მცნობს😀

  10. Anonymous says:

    me vegar mivdivar win shavi kata ro gadamirbens da ra vqna???????? viyo crumorwmune viyooo😛

  11. Qilipa says:

    😀 იყავი ცრუმორწმუნე იყავიიიი… ჯანდაბას…🙂

  12. danna says:

    zalian kargi postia!🙂 posti ki ara statia…

  13. Qilipa says:

    ხო არი რა…🙂

  14. Dangera says:

    saqanelaze demonebis moxmobaze magrad vikaife! kinoebshi ichiteba xolme eg surati! neta rejisorma tu icis ras aketebs amit? :D:D:D

  15. Qilipa says:

    Dangera
    ეგ თუ არ იციან ჰოლივუდის რეჟისორებმა, თავიანთ თავებს დააბრალონ რო ჩემ ბლოგს არ კითხულობენ😀😀😀

  16. Katie says:

    zaris xma demonebs afrtxobs? :O miyidet zanzalakebi, shemchames demonebma😀

  17. tskaro says:

    ar mjera egeti ragaceebis, faqti: ertxel shavma katam gadamirbina sanam livtshi shevedi, magram saxlshi mainc eqscesebis gareshe davbrundi : ))

  18. Qilipa says:

    tskaro მე მჯერა შენი :* შენ დაამსხვრევ ამ ცრუ წარმოდგენებს😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: