ჩემი საუკეთესო წელი…

Tomushka-ს პოსტის წაკითხვისა და მისი მოწოდების შემდეგ – ყველას დაგვეწერა 2009-ის ,,შედეგებზე”, გადავწყვიდე მეც დავწერო, ოღონდ რაც შეიძლება მოკლედ ვიზამ ამას და ცოტა ამსახველ მასალასაც დავურთავ🙂

საკმაოდ კმაყოფილი ვარ ამ წლით და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი საუკეთესო წელი იყო🙂

2009 წლის მთავარი სიხარული ძმისშვილი იყო, რომელიც 2 თვის წინ მოევლინა ამ ქვეყანას :*

დავით-ნიკოლოზი

ამავე წელს მეწვია პირველი სიყვარული და უკანვე გაბრუნდა…🙂

დავიწყე მუშაობა და დავანებე კიდეც თავი…

დაოჯახდნენ ჩემი უახლოესი მეგობრები, რომელთა მეჯვარეც მე ვიყავი…

ლაშა და სალო

2 დაუვიწყარი დღე გავატარე იპოდრომზე – ,,Tbilisi Open Air”…

2009 წლის ზაფხული: ეს კი სასწაული იყო… არდადეგები დამეწყო თუ არა პირველ რიგში, მეგობრებთან ერთად წავედი სიონში, ტყეში, კარვებით (ტრადიციულად)…
ჩვენი სახლი სიონში🙂
 

 

სიონიდან ჩამოსვლის შემდეგ, 1 კვირით ვიყავი ალპინიადაზე ყაზბეგში, ხდეს ხეობაში, სადაც დავიპყარი მწვერვალი – ,,უნივერსიადა 62” და პირველად ცხოვრებაში, 25 ივლისს ვიდექი მუხლამდე თოვლში…
ცოტა მზე და ბევრი თოვლი
რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ წავედი კვლავ ალპინიადაზე, ამჯერად გუდამაყარში და დავიპყარი მწვერვალი – ,,გორგასალი”, ვიყავი გოდერძი ჩოხელის სახლში და გავიცანი მისი მამა და დედინაცვალი…
მწვერვალი – ,,გორგასალი”

გუდამაყრიდან ლექვინასთან ერთად წავედი ქობულეთში 1 კვირით…

ქობულეთიდან პირდაპირ – ციხისძირში 1 კვირით… (მართლა სასწაული იყო)…

ციხისძირი – პეტრას ციხე

ციხისძირიდან კი 5 დღით მანგლისში მეგობრებთან ერთად, მეგობრის სახლში…

მგონი ჩამონათვალი ღირდა იმად რომ მეთქვა კარგი წელი მქონდა თქო, მითუმეტეს მაშინ როცა წლის მთავარი მოვლენა არ აღმინიშნავს🙂 რა მოვლენაა? რა და:
თბილისი… 2009 წელი… 14 ივლისი… 19 საათი… ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი და ჩემი უსაყვარლესი ქეთი მელუა… იმ დღეს ოპერიდან რო გამოვედი, გადატვირთულ რუსთაველზე ისე მოვდიოდი რო ვერავის ვხედავდი და ვერავის ვამჩნევდი… უბედნიერესი და შოკირებული ვიყავი… არ მჯეროდა რო მე ქეთის Live-ში ვუსმინე… იმ დღის მერეც, ყოველ გახსენებაზე, არაჩვეულებრივი გრძნობა მეუფლება ხოლმე…


აი ეს იყო ჩემი 2009 წელი…

რაც შეეხება 2010-ს ვისურვებდი, რომ 2009-ზე ცუდი არ ყოფილიყოს!

ყველას გილოცავთ ახალ წელს :* :* :*
პირველი სიყვარული! ლუდი! კარავი! სექსი კარავში! პივა! ქეთი მელუა! ციხისძირი! პეტრას ციხე! მზე და თოვლი! ალტერვიზია! ახალი წელი! საუკეთესო წელი! გულავი და დასვენება! მწვერვალი! მაგარი ქორწილი!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

12 Responses to ჩემი საუკეთესო წელი…

  1. lela says:

    es weli chemi yofilao shen unda tqva🙂 shenc gilocav!!! sul bednieri iyavi!

  2. Qilipa says:

    გაიხარე ლელა! დიდი მადლობა! ჩემი იყო ჩემი ეს წელი🙂

  3. Irona says:

    oooo, ipodromi maxsovs🙂 isic maxsovs 2 saati ro scenastan gedzina😛 magari iyo martla!!! Gilocav😉

  4. shiu says:

    dzaan magaria! mec gilocav axal wels da ase gaagrzele, yovel wels ufro da ufro kmayofili iyavi😉

  5. Qilipa says:

    Iron ეგ დაუვიწყარი იყო😀 ღამით მახსოვს 11-დან 1-მდე მეძინა… გამაღვიძეს წავიდეთ სახლში ვჭამოთ საჭმელიო😀 თორე კარგად მეძინა ისე🙂

    Shiu გაიხარე, დიდი მადლობა😉

  6. Lanna says:

    auuu rogor mindoda Meluas koncertze wasvlaaa😦 maleve gaiyida biletebi da me ro movindome yidva, gadamyidvelma imxela tanxa mitxra ro imis meotxedic ar mqonda😦 gilocav yvelafertan ertad mag ubednieres dges!🙂

  7. Toma says:

    kaergi da saintereso celi gonia shenc da shena xloblebsac🙂
    qorwili da bavshvi namdvilad girshesanshnavi movlena titoeuli admaianis cxovrebashi da chven mat gverdit myof adamianebzec axdems gavlenas🙂

    xoda gilocav damdeg axal 2010 wels da gisurveb kovelive sauketesis!

  8. Qilipa says:

    Tomushka გაიხარე!!! დიდი მადლობა, შენი მოწოდების დამსახურებაა ეს პოსტი🙂

    კიდევ ერთხელ გილოცავ და გისურვებ ყველაფერ იმის ასრულებას, რაც შენ გინდა 2010 წელს…

  9. Luka says:

    vaaa sagol zma!!! magari weli gqoni zaan!!!

  10. AKU says:

    რა ცამონათვალი იყო…
    მალადეც შენ🙂

  11. tskaro says:

    ubralod avgnishnav rom xdeshi mec viyavi : )) ai am zafxuls rom shemovivlit saqartvelos erti ertoblivi posti vikisrot : ))

  12. Qilipa says:

    tskaro კარგი პატარავ! დაჟე ვიდეო მასალაც დავურთოთ და ეგ იქნება… ფოტოები იცოცხლე ბევრი გვექნება… მთავარია წავიდეთ და…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: