ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო…

მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს 25 დეკემბერია ანუ – შობა!

გაიხსენეთ ბაღში ნამღერი: ,,ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო…”. გასაგებია, რომ მართლმადიდებლები, ახალი სტილით – 7 იანვარს აღვნიშნავთ შობას, მაგრამ მაშინ რატომ აღვნიშნავთ ახალ წელს 1 იანვარს? ჯერ ხომ შობაა და მერე ახალი წელი?! თუმცა საკამათოდ არ ვსვამ ამ კითხვებს, პირიქით, მინდა რომ შობაც და ახალი წელიც ორ-ორჯერ აღვნიშნოთ და მეტი ხალისი გვქონდეს! თუმცა აღნიშვნაში 3 ლიტრი ღვინის განსხვავებულებით დალევას არ ვგულისმობ! უბრალოდ მივულოცოთ ერთმანეთს ეს სასიხარულო დღე და საკმარისია…

სამწუხაროდ როცა შობას ვახსენებთ, არა სანტა კლაუსთან დაკავშირებით, არამედ ქრისტეს შობასთან დაკავშირებით, გვეცვლება განწყობა და ვსერიოზულდებით, ვფიქრდებით და ,,ვიგრუზებით”. არადა რა არის დასამწუხრებელი?! ყველაზე სასიხარულო დღე უნდა იყოს შობის დღესასწაული, რადგან ამ დღეს განკაცდა მაცხოვარი და მოევლინა დედამიწას ჩვენი გულისთვის, რომ საკუთარი წამებით შეენდო ჩვენთვის ცოდვები და აღედგინა ის ჩატეხილი ხიდი კაცობრიობასა და უფალს შორის, რომელიც ადამის მიერ ედემში ჩადენილი ცოდვის შემდეგ დაიმსხვრა, ჩაწყდა, დაიწვა…

ასე, რომ გილოცავთ შობას დღეს… და მოგილოცავთ 7-შიც. სიხარულით აღვნიშნოთ დღევანდელი დღე და დავივიწყოთ წყენა-ტკივილი… მივულოცოთ ახლობლებს და ვიზეიმოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული!
შობა! როდის ვიზეიმოთ შობა! უფალი იესო ქრისტე! ღმერთი! მამაო ჩვენო! ქრისტე იშვა ბეთლემსაო! ქრისტესშობა! იშვა ძე ღვთისა! 7 იანვარი თუ 25 დეკემბერი?

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

10 Responses to ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო…

  1. luela says:

    გეთანხმები სრულად რა!!! ჩემი ბლოგი ჯერ არა მაქვს, რო დამეპოსტა და blogroll-is აქტიური მკითხველი ვარ, ხოდა სულ ველოდებოდი პოსტს დღევანდელი შობის შესახებ!….. ძალიან კარგი პოსტია, გაიხარე! მშვენივრად ჩამოაყალიბე სათქმელიც და სენც გილოცავ!!!

  2. Qilipa says:

    მადლობა! გაიხარე ეგრე რო ფიქრობ…

  3. hazyland says:

    არაა ეს დღე მართლმადიდებლურად შობა.

    ახალ წელს პირველში იმიტომ აღვნიშნავთ, რომ ახალი წელი ის დღეა, საიდანაც კალენდრის ათვლა იწყება. კალენდარი რომ გადავწიოთ და 1 იანვარი სადღაც ზაფხულში დაემთხვეს, ახალი წელი იქიდან დაიწყება. შობას კი რაც შეეხება, ეს თვითონ დღეა და არა თარიღი, ასე რომ 3 ივნისი რომ დაემთხვეს, იმ დღეს უნდა აღვნიშნოთ. არ ვიცი რამდენად გასაგებად გადმოვეცი აზრი, მაგრამ ასეა ეს.

    P.S.ეს ბლოგი ძალაინ მომწონს და ხშირი მკითხველი ვარ.

  4. Qilipa says:

    დიდი მადლობა P.S.-ისთვის, ძალიან სასიამოვნოა🙂 რაც შეეხება შენს ნათქვამს, საქმე იმაშია, ზოგადად რელიგიას არ აინტერსებს რა დღიდან აითვლება ახალი წელი, მას თავისი კალენდარი აქვს! სწორედ ამიტომ ისრაელში სეტემბერში იზეიმეს ახალი წელი… ასევე მართლმადიდებლობას აქვს 7 იანვარი და 13 იანვარი! ვიანაიდან მეც მართლმადიდებელი ვარ არ მინდა შეუსაბამობა იყოს,რომ ჯერ ახალი წელი არ ვიზეიმო და შემდეგ შობა! ამიტომ ვამბობ აღვნოშნოთ ორივე ორ-ორჯერ! ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ! პირიქით, ყველა თვალსაზრისით კარგი მგონია🙂

  5. hazyland says:

    მე ახალ წელს რელიგიას ვერ ვუკავშირებ სიმართლე გითხრა. ვისთვის როგორ, მარა მგონია რომ ახალი წელი ის დღეა, საიდანაც კალენდარი იწყება. რა პრობლემაა, აღვნიშნოთ როცა იქბენა, ჩვენი რა მიდის :)) მაგრამ შობის ორჯერ აღნიშვნა არ მგონია სწორი იყოს. შობა ქრისტეს შობის დღეა და არასერიოზული მგონია მისი ორჯერ აღნიშვნა. მითუმეტეს მართლმადიდებლები 25 დეკემბერს არ ვცნობთ შობის დღეთ.

  6. Qilipa says:

    ok გასაგებია შენია აზრი არ გედავები, უბრალოდ ვამბობ ჩემს აზრს და ვერ ვივიწყებ ბავშვობას… ჩამესმის და ჩამესმის ,,ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო დააა…”🙂

  7. საერთოდ არცერთი დღე აღვნიშნოთ, მგონი ეს ყველას ჯობს !!:DDD

  8. jane says:

    ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის! სრულიად გეთანხმები რაც ზემოთ ჩამოაყალიბე. მეც გილოცავ ჩვენი უფლის შობას!

  9. eLLe` says:

    ახალი წელი საერო დღესასწაულია და სხვა ემოციაა. შობა საეკლესიო დღესასწაულია და სხვა ემოციაა ბევრად ამაღლებული(ყველა ოჯახში ფანჯარასთან ანთებული სანთლები).
    ბავშვობაში მეც სულ მესმოდა “ოცდახუთსა დეკემბერსა” მაგრამ ამ დღეს ვერ აღვიქვამ როგორც შობას.შობა შვიდ იანვარსაა ჩემთვის.
    ისე კი დღევანდელი დღე მისალოცია წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა და პატრიარქის აღსაყდრების დღე. გილოცავთ

  10. Qilipa says:

    გაიხარე! დიდი მადლობა! ჩემთვისაც ძნელი აღსაქმელი ხდება, მაგრამ უბრალოდ ვიმეორებ, რომ მინდა რაც შეიძლება ხშირად ვზეიმობდეთ ამ მოვლენას! ბოლო-ბოლო რეალურად რომ ვთქვათ ზუსტად არავინ იცის რა დღე მართლა და ამიტომ რაც ხშირად ვიქნებით მადლიერი მით უკეთესი… (ია ტაკ დუმაიუ🙂 )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: