გრძელდება დამნაშავე ბრიყვებზე დაცინვა…

ვაგრძელებ ,,ბრიყვულად ჩადენილი დანაშაულების” სერიას…

 

5) ოკლაჰომა: შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულმა დენის ნიუტონმა უარი თქვა ადვოკატის მომსახურებაზე და გადაწყვიტა სასამართლო პროცესზე საკუთარი თავი თვითონვე დაეცვა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ნიუტონი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფდა და გასამართლებელ საბუთად ალიბის ასახელებდა. მაგრამ, როცა პროკურორმა მოწმედ გაძარცული მაღაზიის მენეჯერი ქალი გამოიძახა და ამ უკანასკნელმა ამოიცნო იგი, დენის ნიუტონი წამოხტა, სიცრუეში დაადანაშაულა მოწმე და გულწრფერლად, მთელი გულით უთხრა: ეჰ, რატომ დაგინდე და არ გაგიხვრიტე ეგ ცარიელი თავი, – მაგრამ უმალ მიხვდა შეცდომას და დაამატა, – რა თქმა უნდა, მართლაც მე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გაგიხვრეტდი თავსო, მაგრამ გვიან იყო. ნაფიცმა მსაჯულებმა 10 წუთში დაადგინეს, რომ 30-წლიანი პატიმრობა დენის ნიუტონისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა.

4) დეტროიტი: ქუჩაში მოსეირნე ახალგაზრდამ ყურადღება მიაქცია პოლიციელებს, რომლებიც ბავშვებს მათ მანქანაში დადგმულ ახალ კომპიუტერს უჩვენებდნენ. ახალგაზრდა დაინტერესდა, მივიდა პოლიციელთან და ჰკითხა, როგორ მუშაობს ეს ,,რაღაცო”. ასახსნელად და მაგალითის საჩვენებლად პოლიციელმა მართვის მოწმობა გამოართვა და მონაცემები კომპიუტერში შეიტანა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბედოვლათს უკვე ხელბორკილი ედო, რადგან კომპიუტერმა მისი ოთხი წლის წინანდელი ,,ვაჟკაცობის” ამბავი ამოქექა. მას თურმე მისურის შტატში ჩადენილი შეიარაღებული თავდასხმისთვის ეძებდნენ.

3) ორი მძარცველი გრამჩამწერი მოწყობილობებით მოვაჭრე მაღაზიაში შევარდა. ნერვიულად აცეცებდნენ აქით-იქით თვალებს და რევოლვერებს ატრიალებდნენ. ერთმა მათგანმა იყვირა: ,,არავინ გაინძრეს, თორემ ადგილზე გავათავებ!” როცა მისი თანამოსაქმე სალაროსკენ წავიდა, ,,სიტყვის პატრონმა” ადგილზევე გააფრთხობინა სული.

2) ერთ დღეს ერთმა ამერიკელმა მოქალაქემ ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა. მივიდა Bank Of America-ს ერთერთ ფილიალში და დეპოზიტური ანაბრის ბლანკზე მიაჯღაბნა: ,,ეს ძარცვაა! მთელი ფული ამ პაკეტში ჩადე და მოკეტე! თორემ…”, რის შემდეგაც პატიოსნად ჩადგა ერთერთ სალაროსთან საკმაოდ გრძელ რიგში. რიგში დგომისას ეჭვი მოეძალა, ვინმემ ხომ არ დამინახა რა დავწერე, შეიძლება უკვე პოლიციასაც გამოუძახეს, თანაც რამხელა რიგიაო და ბანკიდან გავიდა. გზის მეორე მხარეს მდებარე Velle Qargo Bank–ს მიაშურა.
აქ გაცილებით მოკლე რიგი დახვდა და როცა სარკმელს მიაღწია, ოპერატორ გოგონას თავისი ნაჯღაბნი გადასცა. გოგონა საკმაოდ ალღოიაინი გამოდგა, ორთოგრაფიის მიხედვით ივარაუდა, რომ ამგვარი წერილის დამწერის გონებრივი განვითარება ბევრით არ აღემატებოდა მაიმუნისას და მშვიდად უპასუხა, წერილის მიღება არ შემიძლია, რადგან Bank Of America-ს ბლანკზეა დაწერილიო. თანაც ურჩია, ან წერილი Velle Qargo Bank-ის ბლანკზე გადაეწერა, ან ქუჩის მეორე მხარეს გადასულიყო, Bank Of America-ში.
გაწბილებულმა მძარცველმა, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, რჩევა გაიზიარა. ოპერატორმა გოგონამ კი მაშინვე ტელეფონით პოლიციას შეატყობინა ყველაფერი. ხუთი წუთის შემდეგ დოყლაპია მძარცველი დააპატიმრეს მოპირდაპირე ბანკის სალაროს რიგში.

1) ერთმა ამერიკელმა ბატონმა იშვიათი და ერთობ ძვირფასი სიგარები იყიდა. ისე ძვირი და იშვიათი, რომ მათი დაზღვევაც გადაწყვიტა, სხვა ყველა ხიფათთან ერთად, ხანძრის საწინააღმდეგოდაც. ერთი თვეც არ გასულა, რომ კაცს სიგარები გაუთავდა, სადაზღვევო თანხის კი ერთი ცენტიც არ ჰქონდა გადახდილი. მაინც არ გაიტეხა იხტიბარი და სადაზღვევო კომპანიას განცხადებით მიმართა, – სიგარები ,,მცირე ხანძრების სერიათა” გამო აღარ არსებობსო (ინგლისურ ენაში ცეცხლი და ხანზარი ერთი სიტყვით FIRE–ით აღინიშნება), მაგრამ სადაზღვევო თანხის გადახდაზე კომპანიამ უარი თქვა, რადგან სიგარების პატრონმა ისინი დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ამჯერად ბატონმა სასამართლოს მიმართა და… მოიგო საქმე. მოსამართლემ სასარჩელო განცხადება, ერთი მხრივ, არასერიოზულად მიიჩნია, მეორე მხრივ კი ყურადღება მიაქცია პოლისს, რომლის მიხედვითაც სიგარები ცეცხლისგან იყო დაზღვეული და არ იყო დაკონკრეტებული ,,სასურველი” და ,,არასასურველი” ცეცხლის სახეობა. ასე, რომ სადაზღვევო კომპანიას უსიტყვოდ გადაახდევინეს 15 000 დოლარი ,,მცირე ხანძრების” შედეგად განადგურებული ქონების სანაცვლოდ. თუმცა სიგარების მოყვარულ ბატონს, იმ ფულით ახალი სიგარების ყიდვა არ დასცალდა, ზუსტად მაშინ, როცა ბანკში ნაღდი ფული აიღო, დააპატირმეს, – მას ბრალად დასდეს განზრახ ცეცხლის მოკიდების გზით დაზღვეული ქონების განადგურება. შედეგი – 24 თვე საპყრობილე და 24 000 დოლარი ჯარიმა გახლდათ.

პირველი ნაწილი

უმაგრესი ღადაობა! სერიოზული პრიკოლი! ყლეებზე ღადაობა! მაგარი ყლეები ხართ! მოგიტყანთ პატრონი! დებილი ყლეები!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

9 Responses to გრძელდება დამნაშავე ბრიყვებზე დაცინვა…

  1. Lanna says:

    martali xar! aq bevrad uketesebia😀 bevrad meti vicine…😀😀😀 (mecodebian sawylebi😀 )

  2. luka says:

    gaixare zmao, magrad macine!!! kai xania aseti sakaifo ambebi ar momismenia!!!

  3. Beatles says:

    აუუუ!ესენი მართლა მაგრებია!😀 მესიამოვნება ამგვარი პოსტები ძალიან🙂

  4. tendera says:

    😀😀😀 kai iyo zmao!!!!!😀

  5. tabunia says:

    უშესანიშნავესია!🙂
    გაიხარე, კარგი პოსტი იყო და ვისიამოვნე ერთობ :*

  6. Qilipa says:

    ჩემთვისაც სასიამოვნოა თუ გასიამოვნა🙂

  7. Katieé.Ge says:

    ვაიმეეე რა მაგარი იყო ბოლო სამიიიი :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D

  8. Pingback: დავცინოთ დამნაშავე ბრიყვებს! | მშვიდობიანი ბლოგი

  9. Pingback: დავცინოთ დამნაშავე ბრიყვებს! | მშვიდობიანი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: