დავცინოთ დამნაშავე ბრიყვებს!

ერთერთ ძველ ჟურნალში წავაწყდი ძალიან მაგარ ათეულს, რომელსაც ,,ყველაზე ბრიყვულად ჩადენილი დანაშაულები” ერქვა.

10) ქალბატონი სკაუტთა შეკრებაზე დააპატიმრეს. ის თავისი მონატრებული შვილის სანახავად ზუსტად იმ დროს მივიდა ბანაკში, როცა პოლიციელები ბავშვებს ნარკოტიკების აღმოსაჩენად დაგეშილი ძაღლის მუშაობას აჩვენებდნენ. საინტერესო სანახაობამ ქალბატონიც გაიტაცა და შემოფარგლულ ადგილს მიუახლოვდა, მოულოდნელად მეძებარი ქალის ხელჩანთას ეცა – მასში მარიხუანით სავსე კოლოფი აღმოჩნდა…

9) ერთმა ქალმა პოლიციას შეატყობინა, მანქანა მომპარეს, სადაც სხვა ნივთებთან ერთად მობილური ტელეფონიც იყოო. მორიგემ ნომერი ჩაიწერა, ცოტა ხნის შემდეგ კი პოლიციის ოფიცერმა დარეკა და მანქანის გამტაცებელს ასეთი არაკი უამბო: გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების გამო ვრეკავ, დიდი ხანია, თქვენნაირი მანქანის ყიდვაზე ვოცნებობ და თუ ფასსაც დაუკლებთ, ოცნება ამიხდებაო. გამტაცებელმა ცოტა წაივაჭრა, მაგრამ მალე დათანხმდა ფასსზე და შეხვედრის ადგილიც დათქვეს. მისდა საუბედუროდ, შეხვედრა შედგა…

8) ერთი ინგლისელი მძღოლი ავტომატურმა რადარმა დარღვევის დროს გამოიჭირა. რამდენიმე დღის შემდეგ მან პოლიციისგან ფოსტით 40 გირვანქა-სტერლინგის საჯარიმო ქვითარი და თავისი მანქანის ფოტოსურათი მიიღო. ნაცვალდ იმისა, ჯარიმა გადაეხადა, პოლიციას გაუგზავნა ფოტო, რომელზეც 40 გირვანქა-სტერლინგი იყო გამოსახული. გავიდა რამდენიმე დღე და მძღოლმა ისევ მიიღო კონვერტი პოლიციიდან, ამჯერად მასში ხელბორკილების ფოტოსურათი იდო. ამ ფოტოს დიდი ზემოქმედების ძალა აღმოაჩნდა, – დამრღვევმა ჯარიმა იმავე დღეს გადაიხადა.

7) ქალაქ მიჩიგანში, სასამართლო სხდომის დროს, რომელზეც იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით მოქალაქე კრისტოფერ იანსენს ასამართლებდნენ, ეჭვმიტანილმა განაცხადა, ორდერის გარეშე გამჩხრიკესო, რაზეც პროკურორმა უპასუხა, – თქვენი ქურთუკის ჯიბეზე რაღაც უცნაურად იყო გამობერილი და პოლიციის ოფიცერს ეჭვი შეეპარა, იარაღს ხომ არ მალავსო. ასეთ შემთხვევაში კი მას გაჩხრეკისთვის ორდერი არ სჭირდებაო.
– მტკნარი სიცრუეა, – თქვა იანსენმა, – განა შეიზლება ამ ქურთუკის ჯიბეში იარაღის დამალვა, – ქურთუკი გაიხადა და მოსამართლეს გადააწოდა. მან ყურადღებით დაათვალიერა იანსენის სამოსი და ჯიბეში კოკაინით სავსე პაკეტი უპოვა. სასამართლო სხდომა მხოლოდ 10 წუთით შეწყდა, მოსამართლის და პროკურორის შეუკავებელი სიცილ-ხარხარის გამო.
6) სანადირო თოფით შეიარაღებული ახალგაზრდა მაღაზიაში შევიდა და გამყიდველ ქალს სალაროს შემოსავლის ჩანთაში ჩალაგება უბრძანა. მას შემდეგ, რაც გამყიდველმა უსიტყვოდ შეასრულა მისი ბრძანება და მანაც ფულით სავსე ჩანთას თავი მოუკრა, მძარცველის ყურადღება დახლზე ვისკის მოზრდილმა ბოთლმა მიიქცია. ალბათ, იფიქრა, ფულს ერთი ბოთლი ვისკი რომ მივაყოლო, არაფერი დაშავდებაო, და გამყიდველს ვისკის ჩამოღება სთხოვა, მაგრამ უარი სტკიცეს. გამყიდველმა უთხრა, თქვენ ძალზე ახალგაზრდა ჩანხართ, მე კი კანონი მიკრძალავს 21 წელზე უმცროსს ალკოჰოლიანი სასმელი გავატანო (როგორც საქართველოშია რა…), თქვენი გულისთვის კი სამსახურს ვერ დავკარგავო. ხანმოკლე კამათის შემდეგ, შეურაცხყიფლიმა მძარცველმა, – როგორ თუ არასრულწლოვანი გგონივარო, – ჯიბეზე ხელი გაიკრა და გამყიდველს ავტომობილის მართვის მოწმობა გაუწოდა. რაღა უნდა ექნა გამყიდველს, ვისკიც შეუფუთა მძარცველს, თუმცა მანამდე საფუზვლიანად შეისწავლა საბუთი და დაიმახსოვრა მართვის მოწმობაში მითითებული მძარცველის სახელი, გვარი და მისამართი. დოყლაპია ,,სრულწლოვანი” მისივე ბინაში სწორედ იმ დროს დააპატიმრეს, როცა ფულით სავსე ჩანტა იატაკზე ეგდო და ვისკის ბოთლის გახსნას აპირებდა…
 
მაგარი ღადაობა! ცოცხალი პრიკოლები! სიცილით მოკვდებით! ერთიმეორეზე ყლე დამნაშავეები! ყლეთა ჯოგი! ბრიყვი ყლეები!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

6 Responses to დავცინოთ დამნაშავე ბრიყვებს!

  1. Lela says:

    😀😀😀 magaria! mara 6-e gansakutrebit momewona!!!😀 zaan bevri vicine. male gaagrzele ra!

  2. Baia says:

    haha Zalian saxaliso satiaa veli gagrZelebas😀

  3. NiNo says:

    😀 martla magari vixalise am debilebze😀 kairgia ra, miyvars sasaciloze sicili!!! velodebii gagrzelebas, xvalindel dges ar gadaacilo plzzzzzzzz…

  4. Irona says:

    ha ha haaaa! davcineee, tan magrad davcineee😀 kide minda 5 kacs davcinooo😀

  5. David says:

    კარგი იყო!

  6. Pingback: გრძელდება დამნაშავე ბრიყვებზე დაცინვა… | მშვიდობიანი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: