წარმატებული და მადლიანი ,,ბომჟაობა”

ისეთი მაგარი ამბავი გადამხდა თავს, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა… ყველას გისურვებთ იმ შეგრძნებას, რომელიც ამ შემთხვევის შემდეგ მებადება!!!
რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან, ღამის 2 საათისთვის გამოვედით 5 თანამშრომელი (ხუთივე ბიჭი) და გვქონდა 5 ბოთლი არაყი (ბედნიერი დღე იყო და დაგვრჩა რა…). რაღა თქმა უნდა არაყს ,,ზაკუსკა” უნდა… დავიწყეთ მაღაზიის ძიება, კოლმეურნეობის მოედნიდან ვიარეთ, ვიარეთ, ,,დედა ენის” ბაღი გადავიარეთ და ხიდს რომ გავცდით მაღაზიასაც მივაგენით… შევიძინეთ ,,რაც საჭირო იყო” და ვბრუნდებოდით ,,დედა ენის” ბაღში ,,სალოთაოდ”. აი აქ კი ხდება მთავარი: ხიდს მივუახლოვდით თუ არა დავინახეთ, რომ დაახლოებით შუა ნაწილში, ახალგაზრდა ბიჭი გადამძვრალა ხიდის გვერდითა ნაწილზე და აშკარად გადახტომას აპირებს… სასწრაფოდ მივცვიდით და ორმა კაცმა აქით-იქითა მხრიდან დავიჭირეთ… ამაზე ძალიან გაკვირვებულმა შემოგვხედა (უზომოდ მთვრალი იყო) და მაგარი რაღაც გვითხრა🙂

– ,,არა ძმებო, ეს ის არ არის რასაც თვქენ ფიქრობთ, ,,პროსტა” ვდგავარ ჩემთვის და არაფერსაც არ ვაპირებ!”

ახლა ამ ნათქვამზე ბევრს ვიცინი, მაგრამ მაშინ სასაცილოდ ნაღდად არ გვქონდა საქმე: გადავიხედე ხიდიდან და იმხელა რაღაცაზე იდგა ტიპი, რო ქუსლები ჰაერში ქონდა და ქვევით მტკვარი ჩანდა… არადა რო კითხო: ,,ისე, ,,პროსტა” იდგა… მოკლედ, ,,მოვხსენით” ეს უცხო ბიჭი ხიდიდან და შევეცადეთ დავლაპარაკებოდით, მაგრამ ისეთი ტირილი და სლოკინი აუვარდა, რომ ხმის ამოღება ვერ შეძლო… თანდათან დაწყნარდა, ,,ბორჯომი” დალია, სიგარეტი მოწია და თქვა: ,,გიორგი ვარ და გაიხარეთ ბიჭებოო”… ნელ-ნელა ჩავედით ბაღში, ამოვალაგეთ ,,ავლადიდება”, 1 ჭიქა დავალევინეთ, რომ ოდნავ დაწყნარებულიყო და თავისი ამბავიც მოგვიყვაა…
დაწვრიელბით არ მოვყვები რაც გვითხრა, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რომ ამ 24 წლის ბიჭს, მისი თქმით, აღარ დარჩა ამ ქვეყანაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი, ოჯახში ყველას ,,ფეხებზე კიდია”, ჯანმრთელობის მხრივ დიდი პრობლემები აქვს და ბოლო წერტილი, საყვარელი გოგოს ღალატმა დასვა…
დიდხნიანი საუბრისა და ბლა…ბლა…ბლას შემდეგ, აზრზე მოვიყვანეთ, გავაღიმეთ და ადამიანს რომ დაემსგავსა და ფერი დაუბრუნდა, მივაცილეთ სამსახურამდე, სადაც მის თანამშრომელ-ძმაკაცს ჩავაბარეთ და დავემშვიდობეთ…

ჩვენ კი დავბრუნდით ,,დედა ენის” ბაღში და გავაგრძელეთ…

ყველა მლოცავდა და მეც განსაკუთრებით გახარებული ვიყავი, რადგან ბიჭების ნათქვამზე: ,,არ გვინდა ქუჩაში ბომჟურად ლოთაობა და ბექასთან დავლიოთ სახლშიო”, მხოლოდ მე ვიყავი წინაარმდეგი და გადავაწყვეტინე ქუჩაში დალევა… რომ არა ეს გადაწყვეტილება ალბათ 24 წლის გიორგი დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა…

P.S. მართლა გახარებული და ბედნიერი დავდივარ იმ დღის შემდეგ. უმაგრესი შეგრძნებაა – ,,მე ადამიანი სიკვდილისგან ვიხსენი”!

თვითმლვლელი სირი! სუიციდი! ბიჭი თავს იკლავს! სიკვდილი მინდა! მეზიზღება ეს ცხოვრება! ამ ცხოვრების დედა მოვტყან! თავს მოვიკლავ! რისთვის ვარსებობ? ლოთი! პიდარასტი თვითმკვლელი!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

14 Responses to წარმატებული და მადლიანი ,,ბომჟაობა”

  1. REMIX says:

    საღოლ ძმაო🙂 კაი საქმე ქენით… ჯიგრები ხართ

  2. andy says:

    ვაა მალაცი ბრატცი ! აი ამას ქვია კეთილი და სასარგებლო საქმე :))))

  3. Qilipa says:

    გაიხარეთ!!! ისე მერე დავურეკე (ნომერი იმ დღეს გამოვართვი)და მოვიკითხე, სიმართლე გითხრათ მაინც მეშინოდა კიდე ხო არ დადგა იგივე აზრზე მეთქი, მარა საბედნიეროდ მიპასუხა, ძალიან კარგად ვარო და ყველაფერი კარგად მაქვს აწიო…

  4. AnnaMia says:

    wow! yochag tqven, didi madli mogisxiat!!!

  5. Lanna says:

    მართლა გადასარევი საქმე გიქნიათ!!! რა ცუდადაც არ უნდა იყო ალბათ ძალიან სასიაომვნო მოსაგონარი გექნება ყოველთვის.

  6. peko says:

    magari ambavia, da martla magari shegrdzneba iqneba🙂

  7. Nuca says:

    auuuu, ra magariaaa! mec minda vinme gadavarchinooo🙂 mteli cxovreba amayad vivlidiii… GILOCAV, bednieri kaci xar!

  8. tiko says:

    ბედნიერებაა როდესაც იცი, რომ შენი წყალობით ერთი ადამიანი დააბიჯებს ამ ქვეყანაზე :)))

  9. jane says:

    ikaaa vamayob shenit, miyvarxar dzalian

  10. Qilipa says:

    🙂 gaixare Jein :* (inlove)

  11. Kate says:

    ალბათ სასწაულად კარგი შეგრძნებაა, როდესაც ამხელა კეთილ საქმეს ჩაიდენ.
    ყოჩაღ.

  12. iasamnisferi says:

    ai, am posTze mindoda komenTaris gakeTeba. mokled, erTxel me da chemi megobari mivdiodiT baraTashvilis xidze da ucbad chvens win mimavalma bichma erTi fexi moajirze shemodo. egreve mivvardi da davapire meTqva, rom ar girda TviTmkvleloba, man ki gaocebiT shemomxeda da miTxra, rom ubralod “shnurokis” shekvra undoda = D hoda, ase chameshala operacia “gadaarchine sxvisi sicocxle” : ))

    sheni shemTxveva ki marTlac magaria. jer im bichs xo gaumarTla da gaumarTla, shen ro bomjaoba moginda da shenc aranakleb, imiTom rom marTla magari shegrdzneba iqneba, darwmunebuli var : ))

    p.s : arasacdeli commenT

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: