უბრალოდ შეგახარბებთ რა…

ე.ი. დღეს მქონდა განსაკუთრებული დღე, აი ისეთი სურვილის ჩაფიქრება რო მოგიწევს და იცი რო ნაღდად აგისრულდება🙂 საქმე იმაშია, რომ დღეს მეგობართან ვიყავი, რომელსაც არც ისე ხელცარიელი ნათესავი ჩამოუვიდა ისრაელიდან… მთავარი იყო ის, რომ იქ ვიგემე ავოკადო… ცხოვრებაში პირველად გავსინჯე ეს ,,ხილ-ბოსტნეული”… დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს არ ექნება ნაჭამი😛 რადგან საქართველოში არ ხარობს ეს ცხოველი🙂 ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი ძაან მაგარი რაღაცა იყო-თქო, მარა ხო ვჭამე😀 არა მართლა ლიმნის წვენი რო მოვასხი მართლა კაი იყო მერე…
მოკლედ სახლში, რომ მოვედი დავინტერესდი და დავიწყე მასზე ინფორმაციის მოძიება (იქ მითხრეს ძალიან სასარგებლაო და…), ასე რომ მცირედ ინფორმაციას, წარმოდგენის შესაქმნელად თქვენც გაგაცნობთ:
ავოკადო არის მარადმწვანე ხე, რომლის ნაყოფიც ასევე, მუდამ, მწვანე ფერისაა. ის ხარობს არაერთ ტროპიკულ ქვეყანაში, იზრდება 18 მ. სიმაღლის და ერთი ხიდან იღებენ 150-200 კგ. ნაყოფს. მას ხშირად იყენებენ სალათებში და ბუტერბროტებში, ასევე ძალიან გემრიელია ლიმნის ან ლაიმის წვენით…

ბევრი ინფორმაცია მოსაბეზრებელი, რომ არ იყოს მოკლედ გეტყვით მთავარს – 100 გრამი ავოკადოს შემადგენლობა:

• 210 კალორია
• 30%-მდე ცხიმი
• 1,6% – 2,1% ცილა
• K ვიტამინი – 14,6 მგ.
• დიეტური ქსოვილები – 3,65 მგ.
• 437,27 მგ. კალიუმი
• ფოლიუმის მჟავის მარილები – 45,19 მგ.
• ვიტამინი B6 – 0,2 მგ.
• C ვიტამინი – 5,77 მგ.
• 0,19 მგ. თაფლი

მგონი ღირს საჭმელად…

P.S. ვსიო, ხვალიდან ჯანზე ვარ – მიფრთხილდით!

ავოკადო! სასარგებლო ხილი! ყველზე მეტი ვიტამინი! სუბტროპიკული მცენარე! სასარგებლო ხილი!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

5 Responses to უბრალოდ შეგახარბებთ რა…

  1. tskaro says:

    alpiniadebze tsavigot xolme😀

  2. Qilipa says:

    დაგვიპყრია ევერესტი და ეგ არი…😀

  3. Toma says:

    avokado bostneuli araaa. chventan xarobs shavi zgvis piretshi magram radgan mcenaris ultura ar gvaqvs, arc aravin zrdis.

    me ar miyvars, da ertaderti ristvusac vikeneb tmis nigabia. dzaaalian mcife aokados vablendereb kvercxis gulTan erTad da vismev Tmaze. sashinlad uxdeba tmas!

  4. Qilipa says:

    ვაა ეგ არ ვიცოდი… რაც შეეხება ხილია თუ ბოსტნეული რო დავინტერესდი, ზოგმა ხილიაო, ზოგმა ბოსტნეულიო და მეც ავდექი და ხილ-ბოსტნეული დავწერე🙂

  5. თაა says:

    გასინჯვა მომინდა ისე აღწერე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: