ღამის ვაგზალი…

რით განსხავდება მეტროსადგური “ვაგზალის მოედანი” სხვა მეტროსადგურებისგან? თითქოს – არაფრით, უფრო სწორად, დღისით – არაფრით (თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ამ ტერიტორიაზე შედარებით ბევრი ხალხი მოძრაობს, მაგალითად, ვიდრე _ “სამასებზე”). მზის ჩასვლის მერე, “ვაგზალზე” ერთი სიცოცხლე კვდება და მეორე, ახალი იწყება…
22:30 საათია. მეტროდან ამოვედი. ხალხი კანტიკუნტად ჩანს, ხაჭაპურისა და წვენის გამყიდველ დეიდა მანანასაც დაუხურავს მაღაზია. სამაგიეროდ, “ლევანას კასეტების ბუტკაა” ღია და ღამის სიწყნარეს “ბუტირკას” ხრინწიანი ხმა არღვევს… ორი თინეიჯერი მიახლოვდება: 

– ჩემი ძმა, სიგარეტს ვერ მოგვაწევინებ?
_ არ ვეწევი! _ მოკლედ მოვუჭერი.

ბიჭები გვერდს უსიამოვნო მზერით მივლიან და მოსაწევს შემდეგ შემხვედრს სთხოვენ. ახალგაზრდა კაცი თითო-თითო ღერს აწვდის. ბიჭებს არც ასანთი აქვთ. უცნობი ჯიბიდან სანთებელასაც იღებს, ცეცხლს უკიდებს. “სრულად დაკმაყოფილებული” თინეიჯერები მადლობას უხდიან და გზას აგრძელებენ… ჩემდაუნებურად უსიამოვნო განცდა დამეუფლა, გამაღიზიანა მათმა მზერამ და საქციელმა… ამასობაში 45-50 წლის დაბალი ქალი მიახლოვდება და მეკითხება: 

– შვილო, ბინას ხომ არ ეძებ?
მართალია, თბილისელი ვარ და ღამის გასათევის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ქალბატონს თავს ვუქნევ.

– შვილო, კარგი ბინა მაქვს, კომფორტული, არაბული საწოლი მიდგას, თუ გინდა, მეგობართან ერთად წამოდი, ღამე 30 ლარი დაგიჯდება… მე ნუნუ ვარ, აქ ყველა მიცნობს, აფერისტი არ გეგონო!

ამ დროს შორიდან მესმის:

– ბინა ლარად, ბინა ლარად!..
_ აი, ბინას ლარად აქირავებენ და 30 ლარი რა ამბავია? _ ვეკითხები ქალბატონ ნუნუს. ნუნუ მიბღვერს:
_ ჰოჰ, შეადარა, რა! გითხარი, კომფორტული ბინა მაქვს-მეთქი, ეგ ლარიანი, თვითონაც კარგად იცი, რა არის!
_ რა არის?
_ ეეე!.. რა არის და, რაც არის! წადი და ნახე! _ უარესად მიბღვერს ნუნუ და მიდის.

წასასვლელად მოვემზადე და რას ვხედავ: ჩემსკენ დიდი ხნის უნახავი კლასელი, გიორგი ყურაშვილი მოდის. მისი ნახვა მიხარია…
_ გიო, არ იცი, რას ნიშნავს ბინა ლარად? _ ვეკითხები.
იცინის:

_ რას ნიშნავს, ძამა და, იმას ნიშნავს, რომ ცალთვალა, ცალხელა, ცალყურა “მოხუცი უროდი კახპები” დგანან და “კლიენტებს” უხმობენ. არ გირჩევ მაგ “ლარიანებთან” საქმის დაჭერას, შარია! რო იცოდე, მაგათაც ჰყავთ თავიანთი კლიენტები და ისინიც ცალთვალა, ცალხელა და ცალყურები არიან! აბა, მაგრად იკა, ძალიან მეჩქარება და უნდა გავიქცე!

ვემშვიდობები მომღიმარ გიორგის და მის სიტყვებზე ვფიქრობ…
_ მივალ და ვნახავ, რა უნდა მომივიდეს?! _ უკვე ხმამაღლა ვფიქრობ და გეზს მიწისქვეშა ჩასასვლელისკენ ვიღებ.

კიბეზე მსუქანი ქალი დგას, 45 წლამდე იქნება. “აყროლებული” სუნი ცხვირს “მწვავს”. მსუქანას სუნთქვაშეკრული ვეკითხები:
_ ქალბატონო, 2 ლარი მაქვს და ღამეს ვერსად გავათევ?
_ კი, ბატონო, რა პრობლემაა. წაგიყვან ჩემთან და ნასიამოვნეს დაგაძინებ…
_ რითი მასიამოვნებთ? ეგეთი კომფორტული ბინა გაქვთ ლარად?! _ თავს ვისულელებ.
_ იმით გასიამოვნებ, პატარავ, რომ მარტო კი არ დაიძინებ, მეც გვერდით მოგიწვები და მშვიდად დაგეძინება…
აღარ შემიძლია… გული მერევა ცალკე მის საუბარზე და ცალკე _ “მწარე”…

_ აღარ მინდა, გადავიფიქრე! _ ვეუბნები და პასუხს არც ველოდები, ისე ამოვდივარ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. სუფთა ჰაერზე კი “ლევანას ბუტკა” დგას, რა თქმა უნდა, ისევ “ბუტირკა” _ ,,какая осень в лагерях”. მთვრალი ზურაბა მუსიკას აჰყოლია და გაგიჟებით ცეკვავს. ხალხი შეძახილებით ამხნევებს: “დავაი, ზურაბ, დავაი, მაგარი ხარ, ძალიან მაგარი. ბიჭო, ჟუჟუნას დაუძახე, გეცეკვოს, ორნი უფრო მაგრები ხართ ხოლმე!”

_ რა ჯანდაბად მინდა ჟუჟუნა?! მშვენივრადა ვცეკვავ, თუ ძალიან უნდა, მოვიდეს და ვეცკვები, – გაიძახის ზურაბა…

საათს დავხედე… რა დრო გასულა _ უკვე 23:50-ია. 10 წუთში მეტრო დაიკეტება. უნდა ვიჩქარო, თორემ ღამის გათევა შეიძლება, მართლა აქ მომიწიოს…

ბოზი! იაფი ბოზი! ლარიანი ბოზი! ქალი იაფად! ვაგზალი! ტყნაური ღამით! სექსი ბოზებთან! მახინჯი ბოზები! ბებერი ბოზი! პუტანკა! მახინჯი მუტელი! მაგარი მუტელი!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

21 Responses to ღამის ვაგზალი…

  1. Anonymous says:

    wow! zalian magaria! yochag! eg erti da sxsva mravali…

  2. lanna says:

    მართლა ძალიან მაგარია და მაგრად წერ… მოხიბლული ვააარ…

  3. AnnaMia says:

    აუუუუუ რა მაგარიაააააა! ყოჩაღ რა!!! რო შევხედე ვიფიქრე რამხელაა ამას რა წაიკითხავს მეთქი, მარა ისე კარგად გიწერია რო ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება! ეგრე გააგრძელე რა! მართლა დიდი ხანია პოსტისგან ამხელა სიამოვნება არ მიმიღია…

  4. Ninito says:

    martla magaria da suratic kargad shegirchevia🙂

  5. თაა says:

    სულმოუთქმელად ჩავიკითხეო ამას ქვია
    ზუსტად 11 წელია არ ვყოფილვარ მეტროში და რაღაც დიდი ინტერესით წავიკითხე
    საინტერესოა ის 30 ლარიანი ნუნუ სად წაგიყვანდა :

  6. Qilipa says:

    სამწუხაროდ კომენტარები წაიშალა და ვეღარ აღვადგინე :(((((

  7. Qilipa says:

    დიდი მადლობა ყველას🙂

    @ თაა – ნამდვილად არ გავრისკავ და მაგ ექსპერიმენტს არ ჩავატარებ🙂

  8. TaTu says:

    აი, ეს მართლა მომეწონა! :უსერ:

  9. Dv0rsky says:

    უჟას…

  10. Anonymous says:

    au magari weris stili gaqvs, megona meqanikur portoxals an ragac msgavss vkitxulobdi

  11. Me Var says:

    axla FB-ze vnaxe savaraudod shens megobars rom shestavaze es posti da mec movedi🙂 momewona. gansakutrebit: “სრულად დაკმაყოფილებული” თინეიჯერები . დაბალი ქალი მიახლოვდება და მეკითხება. gios pasuxi. sheni xmamagali fiqri. magram ar momewona: _ აღარ მინდა, გადავიფიქრე!. unda wasuliyavi😛 ufro magari posti gamovidoda :)))) da kidev saati da 20 wuti ras aketebdi vagzalze? :O😀

    • qilipa says:

      ადვილი სათქმელია გაყოლოდიო :)))) რაღა რას ვაკეთებდი? ცოტა რამ მოხდა? იმ ზურაბას ცეკვას ვუყურებდი კარგა ხანს, მერე ბევრს ვფიქრობდი ვყოყმანობდი ვისთან როგორ მივსულიყავი და კი დამაღამდა რა…

      ხოდა შენ რომელი ხარ? FB-ზეც თუ მყოლიხარ მეგობრებში?

  12. ადო says:

    ჰაჰაჰ, გაყოლილიყავი.. უფრო სწორად, გაყევი მომავალში! ვითხოვ/მოვითხოვ მეორე სერიას , დამაინტერესა მათთან სახლში რა ხდება და როგორ მოგიწვებოდა გვერდით 1 ლარიანი ბინის მფლობელი :))))

    • qilipa says:

      ჰაჰ მოითხოვს ბიჭი😀 გამოგყვები ერთხელ და გაგაყოლებ😉 შენით გაეცანი ,,შიდა სამზარეულოს”😀 მე აღარ მინდა მათთან კავშირი… :შ

  13. ადო says:

    ქილიფ, ისევ ვორდპრესზე დავბრუნდი http://adolis.wordpress.com/ და ლინკი შეასწორე :))

    • qilipa says:

      ბლოგსპოტზე გადასვლას რო დააპირებ წინასწარ გამაგებინე რო ჩავასწორო😀

  14. niko says:

    კარგად წერ. ვინმე ძალიან ცნობილი მწერლის მოთხრობა გეგონება

  15. კარგი იყო . არ აქვს მნიშვნელოვა ჩემი აზრით რეალობას წერ თუ შენი ფანტაზიის ნაწილის მაინც პირველ პირში უნდა დაწერო , უფრო ახლოს მიდიხარ მკითხველთან და ეჭვი აღარ ეპარება “შენს სანდოობაში” ესე ვთქვათ. რაც შეეხება გაგრძელებას თუ გინდა წერა გააგრძელო, ბორომდე არასდროს გარისკო . (ყოველთვის არსებობს ზღვარი) . წარმატებას გისურვებ .

  16. vano says:

    au erti is qali gamacani zmurad

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: