ერთი მოქენჯნილი ბლოგერის პოსტი

დღეს გავიგე ერთი ამბავი, რომელმაც ცოტა არ იყოს დამაფიქრა ჩემს ამა თუ იმ საქციელზე… საქმე იმაშია, რომ წელს, მაისი იყო თუ ივნისის პირველი რიცხვები ზუსტად არ მახსოვს, ორთაჭალაში, ალიევის სკვერში უნდა შევხვედროდი ერთ გოგოს (იმ დროს მიყვარდა ის გოგო) და რა თქმა უნდა დათქმულ დროზე ადრე მივედი შეხვედრის ადგილას. ველოდებოდი, ველოდებოდი და ვფიქრობდი ყვავილით რომ დავხვდე უკეთესი იქნება მეთქი. მოვათვალიერე იქაურბა და ახლომახლო არსად იყიდებოდა ყვავილები… თან დიდი თაიგული ან ვარდი არ მინდოდა, რაღაც ძალიან უბრალოს ვეძებდი… გავიარ-გამოვიარე და ,,მასპინძელოს” წინ დავინახე კენტად მყოფი, თავდახრილი ტიტა, რომელიც ისე საცოდავად იყო მარტო, რომ აშკარად ფიქრობდა – ,,ეულად ყოფნას, სჯობს ყოფნა მკვდარადო” და მეც ვიფიქრე ახლავე უნდა ვუშველო მეთქი… როცა ,,სტაიანშიკი” სადღაც შევიდა, ყვავილს მივუახლოვდი, ვითომ თასმის შესაკრავად დავიხარე და…
ის ეული ტიტა იმ გოგოს მივეცი და მასზე აღარც მიფიქრია მას შემდეგ, მაგრამ დღეს, როცა ძმაკაცს რაღაცაზე ველაპარაკებოდი, საუბარმა გამახსენა ეს ამბავი და წუთით ორთაჭალაში, ,,დანაშაულის” ადგილას დამაბრუნა… ზემოთაღწერილი ამბის მსვლელობის დროს, ეს ჩემი ძმაკაცი ,,მასპინძელოში” მუშაობდა და მან მითხრა, რომ თურმე მოხუც დამლაგებელ ქალს, რომლის მოვალეობაში ეზოს დალაგებაც შედიოდა, რესტორნის წინ, პატარა დაბარულ ადგილას ტიტების თესლი ჩაუყრია და ეზოს გალამაზება უნდოდა. სამწუხაროდ მისი დათესილი ყვავილებიდან მხოლოდ ერთმა ტიტამ გაიხარა და თავი ამოყო მიწიდან. მოხუცი დამაგებელიც დიდი სიყვარულით უვლიდა მას და ყვავილის დანახვა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა… მაგრამ ერთ დღესაც, დაახლოებით ივნინის პირველი რიცხვები იქნებოდა, დამლაგებელი დამწუხრებული შევიდა რესტორანში და თავისთვის დაიჩივლა: ყავილი აღარ არის, ალბათ ძაღლმა მოგლიჯა, იმან არ გაიხაროსო…
დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა ამ ორ ამბავს შორის პარალელის გავლება და ახლა მე სინდისი მქენჯნის (მიყვარს ეს სიტყვა)… ხოდა ასე მოქენჯნილი თუ დაქენჯნილი ვზივარ ახლა და ვწერ ამ პოსტს; გუშინ სამსახურიდან წამოვედი, კოლოკვიუმები აღსადგენი მაქვს და გამოცდებიც ახლოვდება, ასე რომ ხვდებით ალბათ – არ მაქვს მთლად კარგი გუნება-განწყობილება და აშკარად ,,რაღაც” მჭირდება, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა არის ეს ,,რაღაც”…
მასპინძელო! ტიტა! ტიტები! სინდისი! ქენჯნა! სიყვარული! შეყვარებული! ყოფილი შეყვარებული! მიყვარს! მიყვარხარ! ყვავილები! მოხუცი ქალი! დამლაგაებელი!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

13 Responses to ერთი მოქენჯნილი ბლოგერის პოსტი

  1. kate_alukard says:

    au guli momikvda :(:(:(:(:(

  2. რახან გქენჯნის, ესე იგი კარგი ადამიანი ხარ!

  3. Dv0rsky says:

    რაღაც, რაც გჭირდება, არის შემდეგი საქციელი – მასპინძელოს წინ გაზონზე მისვლა და ტიტების დათესვა (ოღონდ გაზაფხულს დაელოდე, ეხლა აზრი არა აქვს)

  4. Anonymous says:

    დიახაც, მიდი და დათესე, რა წესია, სხვისი ტიტებისა და გოგოების გულის წყვეტა🙂

  5. Anonymous says:

    1-ს გირჩევ, მიდი და იმ დამლაგებელს მოუყევი ეს ყველაფერი.. დამიჯერე გაგიგებს და მთელი ცხოვრება გაგახსენდება ეს ამბავი, თან ისე რომ სინდისი აღა დაგქენჯნის🙂

    • tamaRa says:

      მართალია:) რომ გაიგებს, რომ იმ ტიტით ერთი ადამიანი გაახარე, აღარ იდარდებს… ხომ ნახე, ეგონა, ძაღლმა მოგლიჯა და ისე უაზროდ დაიკარგა ის ერთადერთი ყვავილი…:)

      • Qilipa says:

        აღარ მინახავს იმის მერე ის ქალი მასპინძელოსთან, ტოისწ საერთოდ არ მინახავს :შ

  6. Qilipa says:

    დიდი მადლობა რჩევებისთვის, აუცილებლად ვნახავ იმ ქალს🙂

  7. tiko says:

    ყველაზე მაგარი პოსტიაააა :)))

  8. Qilipa says:

    🙂 გაიხარე თიკო, დიიიდი მადლობა! მეც მომწონს ისე😀

  9. irusha says:

    😦 ras erchodi ai xo vambob ra siyvaruli mavnebeliatqo :D:D

  10. anina says:

    ტიტების დედაც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: