My Styx…

ბლოგზე კი მიდევს ჩემი ლექსები, მაგრამ გადავწყვიტე ცოტა დავამატო და ყველა ერთად, ერთ პოსტში მოვაქციო… განსჯა, შეფასება და კრიტიკა თქვენზეა!!!🙂


ასე იწრთვნება სიყვარული

მე ვერ დაგპირდები სამოთხეში კოშკებს,
მე ვერ შეგპირდები უღრუბლო ცას,
მე და შენ წინ გველის დიდი უდაბნო,
ეკალ-ბარდები და ტკივილი უსაზღვრო,
მაგრამ ერთად დგომით, დიდი სიყვარულით
ყველაფერს გადავლახავთ და გავიკვლევთ გზას,
რომ ჩვენმა შვილებმა, ჩვენი დანატოვრით
უმტკივნეულოდ მიხედონ თავს!!!


შენ ანგელოზი ხარ – ჩემი სულის
სული და გული ხარ – ჩემი სხეულის,
მინდა იცოდე, შენით ვარსებობ,
ძლიერ მიყვარხარ და შენზე ვოცნებობ!
ახლა შორსა ხარ და მენატრები,
ნეტა რას ფიქრობ: არ გახსენდები?
ისე წახვედი სიტყვაც არ გითქვამს
და ეს დუმილი ნეტავ რას ნიშნავს?!
დაგელოდები, ცოტას მოვითმენ,
ლექსებს გავანდობ შენზე ოცნებებს,
ამ დიდ ხუთშაბათს შენთვის ვილოცებ
და რომ ჩამოხვალ რამეს ვიღონებ!!!


მედეასეული

ერთი ცა მადგას თავზე,
ისიც – ქართული ცაი,
მაგრამ მას არ ვცნობ ჩემად
ის მხოლოდ ცაი არის!
ჩემი ცა შენ ხარ მხოლოდ,
ჩემი ნამდვილი ცაი,
შენა ხარ ჩემთვის ყველა:
ანიც, ბანიც და განიც,
ყოვლის საწყისო ჩემთვის,
ჩემი ცხოვრების არსო,
ახალ ცხოვრებას ვიწყებ:
მას შენ მოგიძღვნი მარტოს!


ტვინი დაორსულდა შენზე ფიქრით,
პროცესში დაიღალა, დაკარგა ხიბლი,
მაინც არ ჩერდება – აგრძელებს ფიქრს
ჩემი გული კი მოუცავს შიშს
– რისი გეშინია? – მკითხავ გაკვირვებით
– შვილის დაკარგვისა – გპასუხობ დანანებით,
ტვინი ხომ დაორსულდა და მაინც ფიქრობს,
ეს კი მას არ არგებს დაკარგავს ნაყოფს,
მოსწყდება ნაოჭი ან დაბადავს მკვდარს
და მეც დამინგრევს ამ ოცნებას!
ჩემი ოცნება კი ერთია მხოლოდ –
შენზე ფიქრის ნაშიერი, შენ იქნები – ცოლო!!!


საუკუნეა ოცდამეერთე,
მიდის ცხოვრება…
მიდის მეეტლეც…
მაგრამ ვაი, რომ ეტლი ჩერდება,
ქვას ეხეთქება, ხრამში ეშვება!
საუკუნეა ოცდამეერთე,
მიდის ცხოვრება…
მოკვდა მეეტლე!!!


პესიმისტური

ბოლო დროს სხეული მევსება ალკოჰოლით,
ბოლო დროს სხეული მევსება ნიკოტინით,
დღე-დღეზე ველოდები გულის შეტევას,
პატარა ტკივილს და დასვენებას.
როცა განვისვენებ, მაშინ დავისვენებ
და შვებას ვიგრძნობ მხოლოდ ამის მერე.
არავის შევაწუხებ, არავის დავამწუხრებ
უბრალოდ განგების ნებას აღვასრულებ,
ჩემით გავეხვევი შავს სუდარაში –
და ჩავწვები ჩემსავე გათხრილ სამარეში!


ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ,
უსიყვარულოდ გული ვერ გაძლებს,
შენს პატარა გულს არ უნდა – გაგცეს,
მაგრამ თვალები ამბობენ სათქმელს…
ვიცი გიყვარვარ და ჩემზე ფიქრობ,
შენი გული კი მაინც არ მინდობს…
ჩვენ ბედისწერამ შეგვყარა თითქოს
და სიყვარული გულებს გაგვითბობს!
……………………………………..
ნუღარ აყოვნებ, ბევრს ნუღარ ფიქრობ:
მოდი ჩემთან და სულ ერთად ვიყოთ!!!


მე და შენ და შენ და მე
ერთად ვსხედვართ დილამდე,
წვიმა წვიმს და გული – გულს
ჩუმად უხსნის სიყვარულს!
მთვარე აციმციმებს გზებს
და შორს ალაპლაპებს მთებს,
ამას ვუცქერთ მე და შენ –
დუმილს ვარცევთ ყველაფერს.
ამ დუმილშიც კი ვგრძნობთ ჩვენ,
როგორ ვყვარობთ ერთურთს დღეს!
არ მინდა, რომ გათენდეს,
მაგრამ იწვერება მზე…
ანგრევს მყუდროებას ჩვენს
და ანათებს უშნო გზებს!
………………………………………
მე კი ჩუმად გიკრავ გულში –
კვლავ გიტყდები სიყვარულში,
სხვა სათქმელი არ მაქვს დღეს –
,,მე მიყვარხარ მხოლოდ შენ!”


თუკი შენს შარვალს გაეხა ჯიბე,
გაერღვა მუხლი, გახუნდა ძლიერ…
თუკი შენს პიჯაკს ჩამოწყდა ღილი
და გულის მხარე თავისთვის ტირის,
ნუ გადააგდებ, ნუ შეიძულებ,
ნურც კი დაკემსავ, საერთოდ, მათ!
ჩაიცვი ისევ, იარე ისევ
ნუ დანებდები ვიღაცის თვალს!
ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას – არა,
ვიღაცა ალბათ ჩურჩულებს მყრალად,
გაქილიკებს და დაგცინის მდაბლად,
მაგრამ ეს შენთვის არ ნიშნავს – ,,არას”!
იმით იარე რაც გიყვარს – მარად,
რადგან შენს აზრებს იყენებ ფარად!


დიდხანს ვერ ვწერდი ლექსებს,
დიდხანს არ მქონდა მუზა,
ვეღარ ვფიქრობდი შენზე,
სადღაც ჩავუშვი ღუზა…
გაჩერებული ვიყავ:
მარტო, ეულად, ობლად,
მხოლოდ უფალზე ფიქრით
მე ვლოცულობდი ჩუმად.
მას ვუყვებოდი სათქმელს,
ვუზიარებდი დარდებს,
ჩემი ტკივილი, სევდა –
ყველამ იცოდა ცაზე…
პატიებასაც ვთხოვდი,
შეწყალებას და შველას,
ჩემი ნავი კი წყალზე
აკვანს მირწევდა ნელა!
უცებ იქუხა ცაზე,
უცებ ჩამიწყდა ღუზა
და ნავიც ნელა ზღვაზე
უხმოდ გაუყვა სამხრეთს,
მალე მიადგა ნაპირს –
თითქოს ხელი მკრა მალვით,
მე ჩამომაგდო იქვე
თვითონ შესცურა ზღვაში…
გაოგნებული ვიდექ და
შევყურებდი ცას
და ვერ გამეგო მაშინ
წყევლა იყო თუ ხსნა!
მაგრამ ჯებირს, რომ ავხედე
მე დავინახე ქალი,
მიყურებდა და ღიმილით,
ნაზად მიქნებდა მანდილს…
უცებ მომეშვა თითქოს,
უცებ ამევსო გული
და სიყვარულმა წამით –
ცად ამიმაღლა სული…
…………………………….
ახლა ისევ ვწერ ლექსებს,
ჩუმად ვლოცულობ ღამით
და სიყვარულის შემქმნელს
მადლობას ვუხდი კრძალვით!!!


როცა შენ 10-ზე გამოცდას წერდი,
მე 11-მდე მეძინა მაშინ,
ერთ საათს, სიზმრად, გედექი თავთან
და გკარნახობდი პასუხებს წყნარად,
მაგრამ შენ მაინც შენს აზრებს წერდი,
კვლავ არ გინდოდა მოსმენა ჩემი.
არსდროს მისმენ, არ გესმის ჩემი…
– უღმერთო ქალო, რად მკარი ხელი?!
გამომაღვიძა ამ შექანებამ
და შენი სახე თვალწინ დამიდგა,
ისევ მომინდა შენთან ყოფნა და
იმ ყვითელ მერხთან, თუნდ ჩუმად დგომა,
მაგრამ დრო არ მაქვს, რომ დავიძინო
და ჩემი სატრფო სიზმრად ვიხილო,
რადგან ახლოა 12 საათი
და მეც მეწყება გამოცდა ახალი…


ლოცვა გარეჯში

ვზივარ კელიის კართან და გავცქერი უდაბნოს,
დღე და ღამე ლოცვით კი, მოსვლა მინდა, უფალო!
ამიხილე თვალები და მიჩვენე სწორი გზა,
რომ მდაბიო ცოდვილმა, მეც ვიპოვნო ჩემი ხსნა!
ცოდვა არის აქაც-იქაც, ძნელი არის მოსვლა-მისვლაც,
მაგრამ აქ ვარ ღვთის წყალობით და გავცქერი ადგილს წმინდას…
არ მასვენებს, მხრებზე მაზის მე რქიანი სატანა
თავს მაბეზრებს, სულ ხელს მიშლის, არ მაქვს მისი ატანა,
გევედრები, დამეხმარე, შევძლო ჩემის გატანა,
რომ ხვალიდან სულ დამეხსნას ეს რქიანი რაღაცა…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

5 Responses to My Styx…

  1. levani says:

    sainterso postebi da leqsebi gaqvs…ragac axali stili igrdznoba shens leqsebshi….

  2. Qilipa says:

    გაიხარე, სასიამოვნოა ამის გაგება…

  3. Lanna says:

    uiii, ai eseni🙂 zalian momwons, magari leqsebia! :*

  4. Qilipa says:

    მადლობა🙂 (blush)

  5. egoisti says:

    მომწონს !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: