ქუთაისი – ბელფასტი – ლონდონი

ქეთევან (ქეთი) მელუა დაიბადა 1984 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში. ადრეული ბავშვობა მშობლებთან, ძმასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად თბილისში გაატარა, მოგვიანებით კი ბათუმში გადავიდნენ საცხოვრებლად. 1993 წელს ქეთის მამამ მოწვევა მიიღო ჩრდილოეთ ირლანდიის, ქალაქ ბელფასტის, ერთერთი კარდიოლოგიური კლინიკიდან და, იმავე წელს, ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრა.

ქეთიმ წარმატებით დაამთავრა ბელფასტის წმინდა კეთრინის სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი. 13 წლის ქეთი არც კი ფიქრობდა მომღერლობაზე, იმ ასაკში ის ისტორიკოსობასა და პოლიტიკოსობაზე ოცნებობდა, რომ მსოფლიოში მშვიდობა დაემყარებინა.

,,მე ვფიქრობ, რომ პატიოსნად მოვახერხებდი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას თუ მისი მმართველი ვიქნებოდი” – ამბობს მელუა.

1998 წელს ქეთი ოჯახთან ერთად ინგლისის ქალაქ – რედჰილში გადასახლდა. 2000 წელს 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ტალანტების სატელევიზიო კონკურსში ,,Stars Up Their Noise” და ,,Bedfinger”-ის სიმღერით ,,Without You” გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებამ ქეთის მომავალი გადაწყვიტა.

17 წლის ასაკში ის ბრიტანეთის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში შევიდა. ერთხელ, ამ სკოლას კომპოზიტორი და პროდიუსერი მაიკ ბეტი ეწვია, რომელიც ჯაზისა და ბლუზის შემსრულებელ ახალგაზრდას ეძებდა.მოსმენაზე ქეთიმ შეასრულა ,,Faraway Voice” და გამოცდილმა კომპოზიტორმა მაშინვე იგრძნო რაღაც განსაკუთრებული ამ გოგონაში. ძალიან მალე მელუამ ხელი მოაწერა კონტრაქტს მაიკ ბეტთან, თუმცა ალბომის ჩაწერაზე მუშაობის დაწყებამდე, სწავლა უნდა დაემთავრებინა. 2003 წლის ზაფხულში კი პროდიუსერთან ერთად სადებიუტო ალბომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წლის ნოემბერში გამოვიდა ალბომი ,,Call Off The Search”, რომელიც 2004 წლის იანვრისთვის ბრიტანული ჰიტ-პარადების სათავეში იდგა და ამ მწვერვალზე 6 კვირა დაჰყო. გამოსვლიდან 5 თვის შემდეგ, უკვე გაყიდული იყო ალბომის 1.8 მილიონი ასლი და 2004 წელს მელუა აღიარეს ყველაზე გაყიდვად ქალ შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. 19 წლის ქეთი ერთერთ კონცერტზე გამოსვლის შემდეგ თვით ინგლისის დედოფალს წარუდგინეს, რომელმაც დიდი სიმპათიით მიმართა:

,,მე მოვისმინე რადიოში თქვენი სიმღერა, ის ძალიან სასიამოვნოა”.

წარმატებული დებიუტის შემდეგ, 2005 წლის სექტემბერში გამოვიდა მეორე ალბომი ,,Peace by Peace” რომელიც მაშინვე გაყიდვების ლიდერი გახდა – 3.5 მილიონი ასლი ევროპის მასშტაბით, მათ შორის გაყიდვების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, დანიასა და ისლანდიაში.

ქეთი მელუას მსოფლიო აღიარებას ხაზს უსვამს ჰოლანდიელი თაყვანისმცემლების მიერ გაკეთებული საჩუქარი – ამსტერდამელმა სელექციონერებმა ქეთი მელუას სახელობის ტიტა გამოიყვანეს, რომელსაც ,,Tulipa Katie Melua” უწოდეს.

2007 წლის ოქტომბერში გამოვიდა მელუას მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით ,,Pictures”, რომელიც ქეთი მელუასა და მაიკ ბეტის უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევარია.

,,ქეთი მელუა – ყველაზე ფანტასტიური აღმოჩენაა ჩემს ცხოვრებაში, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ უნიკალურ პიროვნებას შევხვდებოდი, ის არის ერთერთი! ყველაზე ჭკვიანი, თავდაჯერებული და მის ასაკთან შედარებით ბევრად განვითარებული, ის განუმეორებელია სცენაზე, და ბოლოს, მას ძალიან ლამაზი თვალები და მომნუსხველი მზერა აქვს ”– განაცხადა ერთერთ ინტერვიუში კომპოზიტორმა მაიკ ბეტმა.

მესამე ალბომმაც დიდი წარმატება ჰპოვა და გამოსვლიდან 8 თვის შემდეგ გაყიდული იყო 1.5 მილიონი ასლი. 450.000 ასლის გაყიდვის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ალბომმა პლატინის ხარისხი მოიპოვა და 2007 წლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად დისკად იქცა. 2008 წელს, ,,Sunday Times”-ის მიერ გამოქვეყნებულ ბრიტანეთის უმდიდრეს მომღერალთა სიაში – 30 წლამდე, ქეთი მელუამ მეშვიდე ადგილი დაიკავა 18 მილიონი ფუნტ-სტერლინგით.

რაღა თქმა უნდა აღსანიშნავია, რომ 2006 წლის 2 ოქტომბერს, ქეთი მელუა შეიყვანეს ,,გინესის რეკორდების წიგნში” ზღვის დონიდან ყველაზე ღრმად კონცერტის ჩატარებისთვის. მელუამ და მისმა მუსიკალურმა ბენდმა ჩრდილოეთის ზღვაში მდგარ გაზის ჭაბურღილზე, 303 მეტრით ზღვის ქვეშ მდებარე შახტაში არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარა. 2007 წლის ივნისში კი გამოვიდა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით ,,Concert Under The Sea”.

2005 წლის აპრილში ქეთი გერმანიას ეწვია, სადაც გადასცეს ,,ECHO Award”-ის ჯილდო ნომინაციაში – ,,საუკეთესო ახალი მომღერალი”. იმავე წლის აგვისტოში ქეთიმ და მისმა ოჯახმა ერთგულება შეჰფიცეს ინგლისის დედოფალს და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღეს.

2006 წლის დასაწყისი წარმატებული გამოდგა ქეთი მელუასთვის: მისი სახელი ფიგურირებდა – ,,Brit Awards”-ის 2 ნომინაციაში, ,,Edison Awards” -ით დაჯილდოვდა ჰოლანდიაში და აღიარებულ იქნა საუკეთესო უცხოელ შემსრულებლად.

მართალია ქეთი მელუამ 9 წლის ასაკში დატოვა მშობლიური საქართველო, მაგრამ მიუხედავად ამისა მას არ დავიწყებია ქართული ენა, თავის კონცერტებზე ხშირად მღერის ქართულ სიმღერებს და საქართველოშიც ჩამოდის, როცა რთული გრაფიკი ამის საშუალებას აძლევს. მისი ბებია და ბაბუა თბილისში ცხოვრობენ და მშობლები და ძმაც ხშირად ჩამოდიან საქართველოში.

მელუა ქეთი! ყველაზე მაგარი ქართველი მომღერალი… გინესის რეკორდსმენი ქართველი… საუკეთესო მომღერალი… ულამაზესი ქართველი… katie melua… საამაყო ქართველი…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: