როკი და პროტესტი დღეს
October 26, 2011 10 Comments
ვთვლი, რომ როკ-მუსიკა იყო, არის და იქნება პროტესტის გამოხატვის, ერთერთი, საუკეთესო საშუალება. 60-70-იან წლებში დაიწყო და დღემდე უამრავი პროტესტის გამომხატველი სიმღერა შეიქმნა, რომლებსაც მუსიკალური ღირებულებებიც გააჩნია და ტექსტიც ლოგიკურად აყალიბებს მომღერლის სათქმელს. საპროტესტო სიმღერები იქმნებოდა და იქმნება სხვადასხვა პრობლემაზე, მაგრამ ყველაზე რთული, პოლიტიკური შინაარსის პროტესტია და დიდი გამბედაობაა საჭირო საკუთარი ხელისუფლების შეცდომებზე ხმამაღლა სასაუბროდ. მაგალითისთვის ჩემი საყვარელი მომღერლის, ვიქტორ ცოის, ერთერთ სიმღერას ,, Перемен“-ს მოვიყვან: სიმღერა, რომელიც 1988 წელს საბჭოთა კავშირში იმღერა ცოიმ და ცვლილებებს ითხოვდა. ის ,,თვალებით, გულით და პულსის ცემით” გრძნობდა ცვლილებების საჭიროებას და იმღერა კიდეც… იმღერა 88-ში და გარდაიცვალა 90 წელს (მაინც ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლას), დაიღუპა ავარიის შედეგად, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ეს უბედური შემთხვევა ,,ზევიდან” იყო დაგეგმილი (ამაზე მსჯელობას ალბათ აზრი არ აქვს და დიდხანს ვერ გავიგებთ სიმართლეს, ამიტომ აღარ გავაგრძელებ). Read more of this post





Recent Comments