პოლ ბრეგის ჯანმრთელობისა და დიეტური მენიუ
October 21, 2010 14 Comments
პოლ ბრეგი იყო კაცი ჯანმრთელობა, კაცი სიჯანსაღე, კაცი უკვდავება და მარადისობა
ის 90 წლის ასაკში ყოველდღე დარბოდა ხუთკილომეტრიან დისტანციაზე, ვარჯიშობდა ჰანტელებით, მოგზაურობდა ბევრს და კითხულობდა ლექციებს. ,,96 წლის ბრეგი წყლის თხილამურზე სრიალისას დაიღუპა: აზვირთებულმა ტალღამ ჩაითრია და ტრაგიკულად დაუსრულა სიცოცხლე… სხეულის გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ ყველა ორგანო ჯანმრთელი ჰქონდა და რომ არა ეს შემთხვევა კიდევ დიდხანს იცოცხლებდა”…
მგონი საინტერესოა ხო? ხოდა როგორც მკითხველზე მწურნველი ბლოგერი
შემოგთავაზებთ პოლ ბრეგის მენიუს 3 სახეობას, გამოიკვებეთ ისე როგორც პოლი გვირჩევს და იქნებ 96 წელსაც გადაცდეთ, მითუმეტეს, რომ ჩვენ +1 გარემოება გვიწყობს ხელს – ბრეგმა ხომ არაფერი იცოდა მაწვნის არსებობის შესახებ? ჩვენთან კი ამბობენ ვინც მაწონს ჭამს 100 წელს იცოცხლებსო
მოკლედ ყველა პირობა გაქვთ და აბა თქვენ იცით
მენიუ №1
ს ა უ ზ მ ე
რომელიმე ახალი ხილისგან დამზადებული კერძი, თაფლწასმული უხეში დაფქვის პური, ყავის შემცვლელი ან ბალახის ჩაი თაფლით შემტკბარი.
ს ა დ ი ლ ი
უმი ბოსტნეულის სალათა, ხორცის, თევზის ან ფრინველის კერძი (მოხარშული, შებრაწული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტაფაზე შემწვარი), ერთი ან ორი ცალი მოხარშული ბოსტნეული, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.
ვ ა ხ შ ა მ ი
უმი ბოსტნეულის ან ახალი ხილის სალათა, საჰაერო ღუმელში შემწვარი ან მოხარშული ბოსტნეული, დესერტად ახალი ხილი, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.






Recent Comments