
როცა თბილისში ძალიან ცხელა, ქალაქი იწვის, სუნთქვა შეუძლებელია, ღამე დახუთულობა არ გაძინებს და 4-ზე ძლივს ჩაძინებულს, დილის მზე გაღვიძებს… ასეთ ვითარებაში, ვისაც დრო და საშუალება აქვს ქალაქიდან გადის… დიდი ნაწილი კი აჭარის ზღვისპირა ქალაქებისკენ იღებს გეზს, რის გამოც უკვე ტაციაობაა მატარებლის ბილეთებზე და 1 კვირით ადრე უნდა აიღო ბილეთი თუ გინდა რომ დანიშნულების ადგილამდე ჩახვიდე…
მაგრამ რა უნდა ქნა, როცა დილას გაიღვიძებ, მოულოდნელად დაგკრავს თავში – დღეს ქობულეთში უნდა წავიდეო??? რა პრობლემაა, გასწავლით
მოკლედ, მივდივართ რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, ვიკავებთ რიგს და ჩვენი დრო რომ მოვა ვეკითხებით: ბათუმის მატარებელზე დღევანდელი დაგრჩათ რამე? პასუხი რა თქმა უნდა უარყოფითია და საერთოდ, დღეს კი არა ზეგამდე ყველაფერი გაყიდულია, 5.5 ლარიანი ,,პლაცკარტი” კი 1 კვირის მანძილზე უკვე გაყიდულია… აი ამ დროს კი ირთვება გონება (ანუ იხსენებთ ამ რჩევას
) და იმართება შემდეგი დიალოგი:
- ოზურგეთის მატარებელზე გაქვთ დღევანდელი ბილეთი?
- გვაქვს ,,პლაცკარტი” 5.5 ლარიანი.
-გადასარევია 
- სადამდე გნებავთ?
- ურეკამდე…
ასე და ამგვარად დილის 5 საათისთვის ხართ ურეკში და იქიდან გინდათ ტაქსის გაყევით, გინდათ სამარშრუტო ტაქსის დაელოდეთ და გინდათ ბათუმის – მატარებელს…
როგორ მოვიქეცი მე: ანუ რა შუაშია 3 მატარებელი? ე.ი. აფრიკიდან მეტროთი ,,ვაგზლამდე” (მეტროც მატარებელია), შემდეგ ურეკამდე და ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ ბათუმის მატარებლით – ქობულეთამდე…
ტარიფები:
აფრიკა – ,,მეტრო სამგორი” – 40 თეთრი (,,მარშუტკა”)
,,სამგორი” – ,,ვაგზალი” – 20 თეთრი (სტუდენტური)
,,ვაგზალი” – ურეკი – 5.5 ლარი (მატარებელი)
ურეკი – ქობულეთი – 1 ლარი (მატარებელი)
ჯამში 7.1 ლარი – აფრიკა – ქობულეთი!
ჰაა ვარ თუ არა ,,ეკონომ პაკეტი”?
Recent Comments