,,ნატახტარის” ლუდის გასაღება, ანუ ,,ლუდის ფესტივალი” შეფარვით…
June 14, 2010 Leave a comment
შემდგომი შთაბეჭდილებები: პირველი უსიამოვნება და შუბლის შეჭმუხნა გამოიწვია ლუდის ფასმა… 1.5 ლარი 400 გრამ ლუდში, ნუ კაი ჯანდაბას, ვთქვათ 0.5 ლიტრიანიც ყოფილიყო ის ჭიქა ძალიან ძვირია მაშინ, როცა წინასწარ გეუბნებიან, რომ ლუდი იქნება ძალიან იაფი, ამ დროს შენი ვარაუდით ადგენ ფასს, რომელიც 50 თეთრიდან, ყველაზე დიდი, 1 ლარამდე შეიძლება ღირდეს, მაგრამ ნურას უკაცრავად… მეორე ,,ორგანიზატორული მაიმუნობა” იყო ჭიქა (კათხას ვერ დავარქმევ), რომელიც იყო სქელი ქაღალდისგან (კარდონი) გაკეთებული და სპეციალურად იყო გაუმჭვირვალე, რომ არ დაგვენახა რამდენი ესხა ლუდი და რამდენი ქაფი… თუ ვინმე იყავით და 6 საათის მერე (მანამდე ცოტა ხალხი იყო და პატიოსნად ასხამდნენ) დალიეთ ლუდი, შეამჩნევდით ალბათ რომ ნახევრამდე ქაფი იყო და მხოლოდ მის შემდეგ მოდიოდა გემრიელი სითხე, რომელიც ყელს აგრილებდა…
კარგი, შენ ქვეყანაში არ გქონია დღემდე ლუდის ფესტივალი და არ გაქვს არანაირი გამოცდილება, მაშინ ბაძავ სხვას და აკეთებ მსგავსს, მაგრამ ამავე დროს არ გინდა, რომ მთლიანად მიმბაზველი გამოჩნდე და რაღაცას ცვლი… ალბათ, სწორედ ამ შეცვლილმა მიმბაძველობამ ქნა ის, რომ ჩვენთან იყვნენ გამხდარი, მაგრამ ,,ოქოტბერფესტ”-ის გოგონებისნაირ კაბებში გამოწყობილი ,,გოგჩოები”…
ფესტივალზე იყო სხვადასხვა შეჯიბრი და ერთადერთი რასაც კავშირი ჰქონდა ლუდთან ეს იყო ლუდის მოწინააღმდეგეზე მცირე დროში დალევა ,,ბირავერიდან” (დიდი სასმისი, 2 ლიტრზე მეტი ჩადიოდა), მაგრამ სხვა შეჯიბრები იყო მკლავჭიდში, ,,თივის ზვინებით” შეჯიბრში… მოკლედ – ,,თუ გინდათ დახუჭობანა ითამაშეთ, ოღონდ მეტ ლუდს მუქთად ნუ დაგვახარჯინებთ”…
რაც შეეხება სცენას: თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს იყო საშინელი ხმაურის გამომწვევი რაღაც, რომელიც ხელს უშლიდა ფეხბურთის ქომაგებს, მშვიდად ეყურებინათ დიდ ეკრანზე, მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისათვის… პირველად მაშინ დავტოვე ფესტივალი დროებით, როცა სცენზე ვაჟა მაინია ავიდა… ვერ გაუძლო ჩემმა სუსტმა გულმა მის ცოდვილობას… 1.5 საათში დავრუნდი და ისევ ის იდგა სცენაზე, დამსწრეთა უმრავლეოსბა კი ,,ფრანი”-ს გამოსვლას ელოდა, მე კი ვიცოდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სცენიდან მაქსიმალურად შორს დგომას ვამჯობინებდი…
ფესტივალის მეორე დღეც დაახლოებით ისეთივე იყო: საღამოს ისევ ვაჟა მანია იდგა სცენაზე, ოღონდ ამჯერად ხალხი ,,მგზავრების” სცენაზე გამოსვლას ელოდა… მე კი კვლავ უნდა მოვრიდებოდი სცენას და მათ გამოსვლამდე დავტოვე ,,ვარდების რევოლუციის მოედნის” მიმდებარე ტერიტორია…
P.S. მოკლედ, ეს იყო ჩვენი ,,პირველი ლუდის ფესტივალი” (მართლაც რომ ბრჭყალებშია დასაწერი ეს წინადადება). ვისურვებდი, რომ მომავალ წელს ,,ნამდვილი ფესტივალი” ყოფილიყოს, სადაც სხვა თუ არა – ,,ყაზბეგი”-ს და ,,კასტელი”-ს წარმოებული ლუდიც იქნება და ,,ნატახტარის ლუდის გასაღების დღე”-ს შეფარვით ,,ლუდის ფესტივალი” აღარ ერქმევა…












Recent Comments