ზურიკელა სუპერბორიალა – ,,წავედი მაჟრიალებს”
September 6, 2010 13 Comments
მიუხედავად იმისა, რომ კარგი ზაფხული მქონდა და არაერთ კარგ ადგილას დავისვენე, გული მწყდებოდა, რომ წელს 1 ღამეც არ მიძინია კარავში… ა რ ც ე რ თ ი ღ ა მ ე… ყველაზე მეტად მაინც სიონი მენატრებოდა, ვინც მიცნობს ან ჩემ პოსტებს კითხულობს იცის რას ნიშნავს ჩემთვის სიონის ტყე, სიონის წყალსაცავი, ცეცხლი, წყარო და ა.შ… ხოდა იმის თქმა მინდა, რომ მაინც ამიხდა სურვილი და 2 ღამე გავატარე ჩემ სამოთხეში… ამ პოსტს არ ვწერ იმისთვის, რომ ის მოგიყვეთ იქ რას ვაკეთებდი, რადგან დიდად განსაკუთრებული თავგადასავლი არ გადამხდომია… ამ ჩანაწერის დატვირთვა არის ის, რომ გაგაცნოთ წერილი, რომელიც ვიღაცამ დაწერა და ხეში დატოვა, ჩვენ კი ვიპოვეთ და რამდენჯერმე წავიკითხეთ, ბევრი ვიცინეთ და მინდა რომ უცვლელი ფორმით გავბლოგო:
,,სიონი 2010”
ვწერ ვინმე ზურიკელა სუპერბორიალა. ვლაშქრობ მარიკუნა სუპერტრაკუცუნასთან, ლევანთან, ბაზერასთან შეყვარებულ ხატიასთან ერთად და ეკასთან ერთად. ერთი ტვინის ბურღი არამოლაშქრე ტიპის ადამიანი დილაუთენია გავამგზავრეთ თბილისში. მეორე დღეა აქ ვართ. კარგია. გუშინ ქათმის მწვადი შევწვით. დღეს სოსისს მივირთმევთ. წეღან უცნაური რაღაც მოვწიეთ ბიჭებმა, თუმცა უშედეგოდ. ბინდდება, შეშაა მოსატანი. დღეს დავიწვით მე და მარი ბეტონის პლაჟზე, გვაჟრიალებს. ცუდად გვეძინა რამე, დაგვენგრა გვერდები. შემდეგისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ. მაგარი პონტია ეს სიონი, ზღვის პონტია, თან მთაცაა და კაი ბუნება. წავედი მაჟრიალებს.
04 ივლისი
სამხრეთ აფრიკის 2010 წლის
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ზურიკელა სუპერბორიალა
მგონი ავტორი არ მიწყენს წერილის გაბლოგვას, რადგან შეგნებულად დატოვა ხეში, რომ ვიღაცას წაეკითხა… მეც წავიკითხე და თქვენც წაგაკითხეთ































Recent Comments