კანონიერი თვითმმართველობა (SELF GOVERNMENT)
April 17, 2011 5 Comments
სტუდენტების მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
მართვაში
აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2010 წლის მაის – სექტემბერში ტემპუსის ეროვნული ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში ჩართულობის ხარისხის შესაფასებლად, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 17 სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 500-მდე სტუდენტი, 17 სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ან წარმომადგენელი და 17 ადმინისტრაციის წარმომადგენელი და შესწავლილი იქნა სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობასთან დაკავშირებული დოკუმენტეციის არსებობა და მათი შინაარსი. ანგარიშში განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა უსდ მართვაში სტუდენტების მონაწილეობა; ადმინისტრაციასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის ხასიათი; გადაწყვეტილებების მიღებისას სტუდენტების აზრის გათვალისწინება; სტუდენტების ინფორმირებულობის ხარისხი საკუთარ უფლებამოსილებებზე; თვითმმართველობების საქმიანობა; და სტუდენტების უსდ მართვაში ჩართვასთან დაკავშირებული ბარიერები.
ძირითადი მიგნებები:
- სტუდენტები ნაკლებად არიან ინფორმირებულები როგორც თავიანთი, ასევე თვითმმართველობის უფლება-მოვალეობის შესახებ უსდ მართვაში მონაწილეობასთან მიმართებაში; სტუდენტების 70% აცხადებს, რომ არ იცის, რა უფლებები და მოვალეობები აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას.
- თვითმმართველობის საქმიანობა, ძირითადად, მოიცავს სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას; ამ მიმართულებით მათი საქმიანობა მრავალფეროვანია. გამოკითხული სტუდენტები ყველაზე ხშირად ასახლებენ თვითმმართველობების მიერ სილამაზის კონკურსებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარებას. გვხვდება შემთხვევები, როცა თვითმმართველობა ფინანსურ დახმარებას უწევს ფინანსური პრობლემების მქონე სტუდენტებს, ეხმარება სტუდენტებს სწავლების გადასახადის გადავადებაში. თვითმმართველობა ნაკლებად ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. სტუდენტების მოთხოვნა მსგავსი პროექტების განხორციელებაზე ნაკლებია; Read more of this post





Recent Comments