ბლოგი-მოგი ხალხი და Karaoke Party
December 10, 2010 9 Comments
სამშაბათს საქართველოს ბანკის ფეისბუქის ფეიჯზე, თვალი მოვკარი მიმართვას ბლოგერებისადმი, სადაც 40-მდე ბლოგერს კარაოკე ფართიზე ეპატიჟებოდნენ, მაშინვე გამოვთქვი დასწრების სურვილი და პასუხს დაველოდე… პასუხმაც არ დააყოვნა (არადა ბევრი გაითანგა ლოდინით
) და მეორე დღესვე მომივიდა ,,თან წაიღეში” მოსაწვევი წერილი…
8 საათზე კაფეში მისვლამდე ვფიქრობდი, ნეტა რა მინდა იქ? 40 ბლოგერის ერთად ნახვას რა გაუძლებს? საშინელი ყაყანი, არეულობა და ,,დომხალი” იქნება-მეთქი… მერე კი გადავწყვიტე: წავალ, მონატრებულ სახეებს ვნახავ, ახლებსაც გავიცნობ იქნებ ივარგოს ვინმემ და სამომავლოდ მონატრებულ სახედ იქცეს, თუ არ მოვიხიბლე იქაურობით, დავთვრები და წამოსვლამდე ერთს მაინც ვიმღერებ-თქო… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა ისე, რომ მთელი ჩემი ნააზრევი ,,ჰაერში ავყარე” (არაქურდული საქციელი) და სიამოვნებისგან ვცქმუტავდი (ვერ გამოვხატავდი, მაგრამ მე ხო ვიცი რო ვცქმუტავდი)… ეს იყო საღამო, რომლის მსგავსიც არასდროს გამიტარებია და ვერ წარმომიდგენია უკეთესი დროის გატარება ამდენ ბლოგერთან ერთად… Read more of this post







Recent Comments