ფოტოკოლაჟი თბილისური ბრაზილიიდან
March 18, 2011 4 Comments
გადავწყვიტე, ფოტოკოლაჟი გავაკეთო და ნაკლები დავწერო… არა იმიტომ, რომ კონცერტი არ მომეწონა, არა – ნამდვილად კარგი იყო და დიდი სიამოვნებაც მივიღე, უბრალოდ არ იყო ის, რასაც ველოდი… ალბათ ყველაფერი მასაკელას ბრალია, იმიტომ რომ ჩემი ბოლო ,,ლაივ-ჯაზი”, სწორედ, მასაკელას კონცერტი იყო ,,შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე”…
იყო კარგი მუსიკა და იყო მძაფრი შეგრძნებები, იყო განცდა იმისა, რომ თვალდახუჭულს, არაფხიზელმდგომარეობაში ყოფნა და ამ მელოდიებში სამუდამოდ დაკარგვა გინდოდა… უბრალოდ, კონცერტს აკლდა კონტაქტი მომღერალსა და მსმენელს შორის. თავიდან ტანია მარიას არ გამოუვლენია მსმენელის გააქტიურების სურვილი, ამასობაში ხალხი მოდუნდა და სმენად იქცა, ხოლო როცა გადაწყვიტა ხალხის აყოლიება უკვე გვიან იყო…
ასევე, აღვნიშნავ კონცერტის გამორჩეულ შემთხვევას: ტანია მარიამ ერთი სიმღერა ქართველ გიტარისტთან – გია ფეიქრიშვილთან ერთად შეასრულა.




Recent Comments