ახალი წლის დამკვეთები… უნდა აღვნიშნოთ თუ არა ახალი წელი?!
December 20, 2010 16 Comments
ახალი წელი არის შეკვეთილი დღესასწაული და ვეცდები დამკვეთებს მივაკვლიო:
- ფეიერვერკის (ან ფოიერვერკის) მწარმოებელი კომპანიები… (,,ხლაპუშკები” და მისთანანიც აქ შედის)
- ნაძვის ხის სათამაშოებისა და ხელოვნური ნაძვის ხეების მწარმოებელი კომპანიები.
- ხის მჭრელი ადამიანები (ლიცენზიით მჭრელი და ულიცენზიოდ მჭრელი).
- უმუშევარი კაცები, რომლებსაც წითელი მოსასხამი და ხელოვნური, თეთრი, წვერი აქვთ სახლში.
- უმუშევარი ,,ლამზმანები”, რომლებსაც თეთრი მოსასხამი და ქერა ნაწნავები აქვთ.
- ნიგვზის პლანტაციების მეპატრონეები.
- პურის საცხობი ქარხნები, იგულისხმება ლავაშზე და შოთზე მომუშავე საცხობები… (საშუალოდ, ერთი თბილისური ოჯახი იმდენ ლავაშს ყიდულობს 31 დეკემბერს, რამდენსაც დარჩენილი 363-364 დღის მანძილზე ერთად).
- ქართული ესტრადის ვარსკვლავები (წურწუმია, სეფაშვილი და მისთანანი).
- ტაქსისტები.
- ,,რატომღაც” ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთერთი დამკვეთი ,,კოკა-კოლაც” არის.
- ხეზე მომუშავეები, კონკრეტულად – მეჩიჩილაკეები.
- ასევე ერთერთი დამკვეთია სტეფანეც, რომელმაც შეუკვეთა ახალი წელი, დაელოდა ,,Wham”-ს როდის ჩაწერდა ,,Last Christmas”-ს, მერე კი გადააკეთა და ბალიშის ქვეშ შეგვაყოფინა ხელები.
ახლა კი დავფიქრდეთ რისთვის აღვნიშნავთ საერთოდ ახალ წელს? ნუთუ სხვა დროს არ შეიძლება, ,,საზეიმო განწყობა” შეგქვექმნას?
წარმოიდგინეთ, თუკი არ აღვნიშნავთ ახალ წელს:
- არ გაგვაყრუებს ბათქა-ბუთქი და სიმშვიდეში ვიცხოვრებთ.
- დავზოგავთ ფულს ნაძვის ხისა და მისი სათამაშოების არ-შეძენით… ჩიჩილაკის 4-5 ლარიც აქ შედის…
- არ გაიჩეხება ხე-ტყე, კონკრეტულად – ნაძვი.
- შვილებს გავზრდით ტყუილის გარეშე და არ ვეტყვით, რომ არსებობს თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი… ,,სნეგუროჩკა” და ფიფქია-ფერიაც აქ შედის…
- ნიგოზს შევიძენდით 7 ლარად (ია ტაკ დუმაიუ).
- არ დავდგებოდით ლავაშის რიგში, იმის გამო რომ სტუმართან არ შევრცხვეთ ,,ჩვეულებრივი პურის” სუფრაზე დადებით.
- წურწუმიას, სეფაშვილს და მათ მსგავსებს არ გადაუხდიდნენ ფულს ახალი წლის შესახვედრად სიმღერისთვის, რის შედეგადაც მიხვდებოდნენ, რომ სიმღერა არ არის შემოსავლიანი, დაეუფლებოდნენ სხვა პროფესიას (ოჯახების სარჩენად) და ჩვენი ყურებიც დაისვენებდა ,,გაღიმებული პატარისა” და ,,ღამე ქუჩას გაყოლილი” ფიქრებისგან…
- არ დავთვრებოდით ისე და ისეთ ადგილას, რომ ტაქსით წასაღები ვიყოთ სახლში.
- კოკა-კოლას ალბათ ისევ დავლევდით, ნუ ფანტას მაინც <3
- სტეფანეც ვეღარ შეგვაყოფინებდა ხელებს ბალიშის ქვეშ და ჩვენც, კაცურად, ჯიბეში ხელებჩაწყობილები ვივლიდით…














Recent Comments