ვჭრით და ვაშენებთ
February 20, 2012 4 Comments
მოკლედ, არ ვიცი კონკრეტულად ვის უნდა შევჩივლო: გარემოს დაცვის სამინისტროს, შსს-ს, მერიას, ,,მწვანე-მწვანე” არასამთავროებს თუ მაო ავაყენო ძედუნი და შველა ვთხოვო…
საქმე ეხება მოსკოვის პროსპექტზე, 70-მდე მოჭრილ ფიჭვის ხეს, რომლებიც პოლიციის ახალ შენობას ემსხვერპლნენ. სადაც ეს შენობა შენდება, იმ ადგილებში გავიზარდე, მის მოპირდაპირე პოლიკლინიკაში გავიკეთე პირველი აცრა და მის საძირკველზე მდგარ რელსებზე ჩავჯექი პირველად ტრამვაიში. ბევრმა თბილისელმა არ იცის ამ ადგილის შესახებ და ალბათ ფიქრობენ, რადგან შენდება, ე.ი. სტრატეგიულად კარგი ადგილიაო, მაგრამ მე გეტყვით როგორი ადგილიც არის.
შევეცდები ხელით დავხატო ეს ადგილი:
მგონი ამ ნაწვალებმა ნახატმა, ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ, ახლა კი გავაგრძელებ იმის თხრობას, რაც ნახატზე ვერ დავატიე. სამშენებლო ადგილიდან 50 მეტრის დაშორებით (მარჯვენა მხარეს) არის პოლიციის განყოფილება, რომელიც ჩემ ბავშვობაშიც მუშაობდა და დღემდე მუშაობს, მაგრამ ეს განყოფილება არის საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და გაფართოების საშუალება არ აქვს. Read more of this post







Recent Comments