ალბათ ქუჩაში გასულს, სოფელში ჩასულს ან მთის წვერზე ასულს არ გინახავთ რა მშვენიერია წითელი ხე, მაგრამ ბევრს გექნებათ ნანახი, უბრალოდ, ფოტო – მეგობრის ფეიბუქის კედელზე ან მეზობლის საძინებელი ოთახის კედელზე… ვისაც ნანახი გაქვთ, იცით როგორი ლამაზია ეს ტროპიკული წარმოშობის იშვიათი მცენარე (ვისაც არ გინახავთ აქ გაიცნობთ). ბევრჯერ მისურვია ეზოში დამერგო 2 ასეთი ხე და მათ შორის გაბმულ ჰამაკში წიგნი მეკითხა; გამჩენია სურვილი, საქანელა ჩამომეკიდა ამ ხეზე და ყველა მსურველი ბავშვისთვის სიამოვნებინა მიმენიჭებინა; თვალწინ დამდგომია, ულამაზეს, წითელ ხეზე მიჯაჭვული ხოსე არკადიო ბუენდია; მინახავს ამ ხეზე ჩამომხრჩვალი იუდა ისკარიოტელი; მიფიქრია, რომ კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი ჯაჭვს არ აიწყვეტდა, თუკი ხასხასა, წითელ ხეზე იქნებოდა მიბმული და ეს ყველაფერი ზღაპრულად ლამაზი მომჩვენებია…
არსებობს ორი სახის წითელი ხე: ერთერთ სახეობას ,,წითელი” უწოდეს არა იმ ვიზუალური სიწითლის გამო, რასაც შეხედვისთანავე შენიშნავ, არამედ მერქნის სიწითლის გამო. ეს სახეობა გამოიყენება ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად და ყველა დურგლის სასურველი მასალაა. მეორე სახეობა კი არის ის წითელი ხე, რომელზეც ახლა გესაუბრებით, რომელიც ძალიან იშვიათი (იმედი მაქვს მასაც ავეჯისთვის არ იყენებენ), მუდამ წითელი და ულამაზესია (იხ. ფოტოკოლაჟი)…
Read more of this post
Recent Comments