სამარშრუტო ტაქსით იაფად მგზავრობის საიდუმლო
April 20, 2012 10 Comments
,,მარშუტკების” 80 თეთრამდე გაძვირებამ დიდი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია (დიდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჰო…). ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ეს ფაქტი, ვფიქრობდი მეტრო-ავტობუსს არ ავცდები-მეთქი, მაგრამ ზოგჯერ გადაჯდომა-გადმოჯდომა და ნახევარი საათი გაჩერებაზე დგომა დამღლელია, რაც გაფიქრებინებს 40 თეთრის დედაც ვატირე ოღონდ მე ვიყო კარგადო და ადიხარ ,,მარშუტკაში”, ჩასვლისას ხელის კანკალით აძლევ მძღოლს 80 თეთრს და ფიქრობ, რომ კარგი მოზრდილი ბანანი ჩაუდე ხელში იმ ,,საისკვდილეს”. თუ მეგობარი დაგემგზავრა და გადაგიხადა, უხერხულობას გაგრძნობინებს მისი ფიქრები, მაგრამ დაზოგილი ფულით ბანანს ყიდულობ და სიამოვნებისგან იკიდებ მის ,,წყევლა-კრულვას”. Read more of this post










Recent Comments