წარმოუდგენელი სიზუსტისა და ნერვების მქონე ,,ბანქოს მამა”
January 7, 2012 Leave a comment
This slideshow requires JavaScript.
ბრაიან ბერგი 8 წლის იყო, როცა ბაბუამ კარტებით ფიგურების აწყობა ასწავლა. თუმცა ყველა ის ტექნიკა, რასაც დღეს იგი იყენებს, თვითონვე შეიმუშავა. ბერგის კარტების ნაგებობები თავისუფლად დგას ბადისმაგვარი განლაგების წყალობით, რისი სიმყარეც ხელოვანმა სტრუქტურული ინჟინერიის ლაბორატორიაშიც კი გამოსცადა – თანაც ყველანაირი ლენტის, წებოს, გადაკეცვისა თუ სხვა რამ ხრიკის გამოყენების გარეშე.
ბერგი გინესის მსოფლიო რეკორდსმენია 1992 წლიდან სათამაშო კარტებისგან გაკეთებული თავისუფლად მდგარი უმაღლესი სახლის აშენებისთვის. გინესის მსოფლიო რეკორდების კომისიამ ცალკე კატეგორიაც კი შექმნა 2004 წელს ბერგის მიღწევის დასაფიქსირებლად – მან კარტებისგან თავისფლად მდგომი ყველაზე განიერი სახლი ააგო. ბერგმა რამდენჯერმე მოხსნა საკუთარი რეკორდები და დღემდე თვითონ უჭირავს საუკეთესოს ტიტული. იგი რეგულარულად დადის მსოფლიო ტურნეებზე და კარტების ნაგებობებს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და აზიას აჩვენებს.
ბერგს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიღებული აქვს პროფესიული ხარისხი არქიტექტურაში და დიზაინში მიღწევის ჯილდო, დიზაინის მაგისტრატურა კი მან ჰარვარდში გაიარა.










Recent Comments