TBC Hell

ახლა მოგიყვებით ამბავს, თუ როგორი ჯოჯოხეთი მომიწყო ბანკმა, რომელიც ყოველთვის საუკეთესოდ მიმაჩნდა და რომელიც მეუბნებოდა, რომ ,,ჩვენ, ვაძლიერებდით ერთმანეთს”…

გუშინ, ღამის 2 საათამდე დოლიძის დასაწყისში ვიყავი მეგობართან. იქიდან რომ გამოვედი, ფული საერთოდ აღარ მედო ჯიბეში, მაგრამ თიბისი ბანკის ერთერთ ბარათზე მქონდა გარკვეული თანხა და გავუყევი გზას პეკინის 6-ში მდებარე ბანკომატისკენ, რომ ტაქსით წავსულიყავი სახლში. ჩავდე ბარათი, ავკრიფე პინ-კოდი და თანხის გატანაზეც და ნაშთის ნახვაზეც მიწერდა ,,უარი გეთქვათ ტრანზაქციაზე” (შეიძლება სიტყვები სხვა თანმიმდევრობით ეწერა, მაგრამ აზრი ეს იყო), დავრეკე ბანკში და ოპერატორს შევჩივლე პრობლემის შესახებ, თან წვიმა დაიწყო და ვჩქარობდი… ოპერატორმა მირჩია სხვა ბანკომატისთვის მიმემართა და 2 უახლოესი ფილიალის მისამართი მომცა: პეკინის 29 ,,ოკაიდი” და საბურთალოს ქუჩა. საბურთალოს ქუჩაზე ზუსტად გამახსენდა სადაც იყო ბანკი და გადავწყვიტე იქ მივსულიყავი. სიარულში ვსველდებოდი, მაგრამ მთლად თავსხმაც არ იყო, ვიტანდი. ბანკომატთან რომ მივედი 24-25 წლის ბიჭი დამხვდა, რომელიც ბანკომატიდან ელოდებოდა ბარათს მაინც, რადგან აპარატი ჭედავდა, ფულს არ იძლეოდა და კარტა მაინც დამიბრუნოსო ამბობდა. რამდენიმე წუთში ბარათი დაუბრუნა ბანკომატმა, ბიჭმა იფიქრა, იფიქრა და კიდევ ერთხელ ცდა გადაწყვიტა, მაგრამ შედეგი ისევ ისეთი აღმოჩნდა… Read more of this post

სამარშრუტო ტაქსით იაფად მგზავრობის საიდუმლო

,,მარშუტკების” 80 თეთრამდე გაძვირებამ დიდი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია (დიდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჰო…). ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ეს ფაქტი, ვფიქრობდი მეტრო-ავტობუსს არ ავცდები-მეთქი, მაგრამ ზოგჯერ გადაჯდომა-გადმოჯდომა და ნახევარი საათი გაჩერებაზე დგომა დამღლელია, რაც გაფიქრებინებს 40 თეთრის დედაც ვატირე ოღონდ მე ვიყო კარგადო და ადიხარ ,,მარშუტკაში”, ჩასვლისას ხელის კანკალით აძლევ მძღოლს 80 თეთრს და ფიქრობ, რომ კარგი მოზრდილი ბანანი ჩაუდე ხელში იმ ,,საისკვდილეს”. თუ მეგობარი დაგემგზავრა და გადაგიხადა, უხერხულობას გაგრძნობინებს მისი ფიქრები, მაგრამ დაზოგილი ფულით ბანანს ყიდულობ  და სიამოვნებისგან იკიდებ მის ,,წყევლა-კრულვას”. Read more of this post

მიღალატე, მაგრამ ბედნიერებას გისურვებ

მე, მისი ერთი მოსმენით მოვიხიბლე და ერთი ნახვით შევიყვარე…

მიყვარდა წრფელად, ალალად, ღრმად და უანგაროდ…

მასზე ვესაუბრებოდი ყველას, ვაქებდი, ვადიდებდი, ვიცავდი, ვეაჯებოდი, ვესარჩლებოდი და ვქომაგობდი…

ვიცოდი, რომ არ იყო მზად სიყვარულისთვის, თავად მითხრა:

,,I was fine, feeling strong,
Didn’t want to fall in love with anyone”

მეც ვიცდიდი და ველოდებოდი, არ ვაწუხებდი და თავს არ ვაბეზრებდი. გავიდა ცოტა ხანი და ის შეიცვალა, გამოცოცხლა, ულამაზესი თვალები სინათლით აევსო და თქვა:

,,But I do believe in love”

ამ სიტყვება მეც გამომაცოცხლა, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა და მაგრძნობინა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა… Read more of this post

Best Feedback From Facebook Fan Page

უნდა მოგიყვეთ პატარა ამბავი, რომელიც მეტად მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის… Facebook-ზე Elit Electronics-ის Fan Page-ზე დავასტატუსე შემდეგი ტექსტი:

არ გინდათ რომ კონსულტანტებს მეტი ყურადღებიანობისკენ მოუწოდოთ? ანუ დახმარებას და კონსულტაციის გაწევას რომ ცდილობდნენ და არა კლიენტის თავიდან მოშორებას?

მაგ: შევედი ერთერთ ფილიალში და მინდოდა ტაფა, მითხრეს აღარ გვაქვს ტაფაო. იქნებ მითხრათ სხვა ფილიალი სადაც ექნებათ და იქ მივალ მეთქი. მათი პასუხი იყო: ,,წაბრძდით ვაგზალზე ან მარჯანიშვილზე და შეიძლება ქონდეთ, მარა ნამდვილად არ ვიცი ექნებათ თუ არა”…

ანალოგიურ შემთხვევაში ნებისმიერი წესიერი კომპანიის წესიერი თანამშრომელი აიღებს ყურმილს და გადარეკავს სხვა ფილიალებში და გაიგებს საერთოდ შემორჩენილია თუ არა სადმე ტაფა და ეტყვიან კონკრეტულად სად უნდა მივიდეს კლიენტი…

გვერდის ადმინისტრატორისგან მივიღე პასუხი კითხვის სახით: Read more of this post

ჯარიმა მძღოლის თავმოყვარეობის შელახვის გამო

- მოპედი, გადააყენე!

ეს ხმა შემომესმა პატრულის მანქანიდან საავიაციო უნივერსიტეტთან… (ისედაც სულ ,,გადაყენებული” არ დავდივარ? – გავიფიქრე)

გავაჩერე. პატრულის მანქანამაც გააჩერა და ორივე თანამშრომელი გადმოვიდა… გული ამიჩქარდა და ფიქრებმა შემიპყრო რა შეიძლებოდა დამერღვია? მინი-მოპედით ვარ, წესით არაფერი მომეთხოვება, ველოსიპედისგან არაფრით განვსხვავდებით კანონის წინაშე… წითელზე გავიარე? – მერე რა? მარჯვენა მხრიდან გადავასწარი მანქანას?  - მერე რა? ვხვდები, რომ არანაირი ჯარიმა არ უნდა მემუქრებოდეს, მაგრამ მაინც არასასიამოვნო შეგრძნებაა…

გამეცნო ორივე თანამშრომელი, მეც გავეცანი…

- უნდა დაგაჯარიმოთ!

- რისთვის?

- როგორ ფიქრობ რისთვის?

- წარმოდგენა არ მაქვს.

- ოოო, ძალიან ცუდი თუ წარმოდგენა არ გაქვს, ე.ი. ეგ შენთვის არაფერს ნიშნავს და ჩვეულებრივი ამბავია…

- რა რას უნდა ნიშნავდეს? რა არის ჩვეულებრივი ამბავი? არაფერი დამირღვევია. ვერ ხედავთ ,,ველოსიპედით” ვმოძრაობ?! 60 აქვს მაქსიმალური სიჩქარე და 50-ზე მეტს ვერც წევს. Read more of this post

Soon (Sea) Soon (Music) Soon (Dance) At The Sunrise

მზეს ვერ ვიტან, მაგრამ ზაფხული მიყვარს… მიყვარს იმიტომ, რომ ყველაფერი კარგი ამ დროს ხდება: გაზაფხულის მიწურულს, როცა ზაფხულის სუნი მძაფრდება კონცერტი-კონცერტს, ფესტივალი-ფესტივალს მიჰყვება… ბევრი მუსიკა (კარგი მუსიკა), ბევრი ლუდი (ხან რა, ხან რა), ბევრი ცეკვა (ვის როგორც შეუძლია), ღამისთევა და ბევრი გართობა…

მერე შესვენება… საქმე, მუშაობა, წელზე ფეხის შედგმა, შრომა – ისევ შრომა… შიგადაშიგ Kung Fu Junkie (სადმე, წიგნის პრეზენტაციაზე) ახალისებს ცხოვრებას… ბოლოს ისევ გადაღლა, გადაწვა, დასიცხვა და ნოსტალგია…

ორგანიზმი ითხოვს დაღლას – ცეკვითა და სიმღერით,

გაგრილებას სადმზე ზღვაზე, ან მთის წვერზე ,,ლიჟებით”… Read more of this post

Party, After Party

ყველაფერი 30 ივნისით დაიწყო… სოციალური მედიის საერთაშორისო დღე 50-მდე ბლოგერმა საქართველოს ბანკის მეოხებით ლისის ტბაზე Lisi Lounge-ში აღვნიშნეთ. ეს დღე არ ჰგავდა წინა წლის სოც-მედიის დღეს, არ იყო პრეზენტაციები, 200-ზე მეტი უცხო ადამიანი და 5 წუთში შეჭმული 30-მდე პიცა. ეს იყო ბევრად მყუდრო, დახურული და ნაცნობ-მეგობრებით სავსე სასიამოვნო გარემო, არც ისე გადასარევი ღვინით, მაგრამ ძალიან სახალისო და გასართობი თამაშებით. პირველი თამაშის გამარჯვებული მე გახლავართ და საქართველოს ბანკისგან დიდად სასურველი iPod Shuffle დავიმსახურე. რაში? რაში და ,,ჯე-ი-რან-ი”-ში… არაფერი არ არის ამაში სასაცილო, დალიეთ, ითამაშეთ და ნახავთ როგორი სახალისოა.

No time for losers 'Cause we are the champions

კიდევ 2 აიპოდი გათამაშებულა იმ დღეს, მაგრამ არცერთი გათამაშება არ მახსოვს, იმიტომ რომ მე და ყვავამ ტრადიციული ქართული კაცობა გამოვიჩინეთ და ჭიქით ხელში ყველა მაგიდას შემოვუარეთ, დავლოცეთ, ვადღეგრძელეთ და გულში ჩავიკარით ქართული ბლოგოსფერო… მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს სხეულის ყველა ნაწილი მტკიოდა იქ ნაცეკვი ბრეიქ-დანსის გამო, კმაყოფილი ვარ წლევანდელი სოც-მედიის დღით, შეიძლება ითქვას, რომ სათანადოდ აღვნიშნეთ ჩვენი ,,დაბადების დღე”… მართალია იყო დიდი უკმაყოფილება მათი მხრიდან ვინც ვერ მოხვდა ამ ღონისძიებაზე, მაგრამ იმედია ისინი მომავალ წელს მოახერხებენ ამ დღის სათანადოდ აღნიშვნას და ახლა, ლისის ტბაზე მოუხვედრელობის გამო ხელს არ ჩაიქნევენ ბლოგერობაზე… Read more of this post

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,911 other followers