არ ვიცი აქამდე ჩაფიქრებული დავდიოდი, ავტობუსში მეძინა თუ უბრალოდ ყურადღებას არ ვამახვილებდი, მაგრამ ბოლო დროს, მგზავრობისას სერიოზულად შემაშფოთებელი რამ დავაფიქსირე…
,,მტირალა კლდე”, რომელიც ავლაბრიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მიმავალ გზაზეა, ალბათ ყველას მოგეხსენებათ… აი ის, პრეზიდენტის რეზიდენცია რომ ადგას თავზე – ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”…
მოკლედ, აღარ მივედ-მოვედები და ვიტყვი, რომ ის გზა სადაც ეს ,,მტირალა კლდე” მდებარეობს, მთლიანად ერთი დიდი მოსახვევია, სადაც მანქანით მოძრაობის დროს (ფეხითაც) დიდი სიფრთხილეა საჭირო… თუკი მარცხნივ გავიხედავთ, დაახლოებით 10 ეკლესია მაინც მოჩანს ამ ადგილიდან, ნარიყალას ეკლესიის თამადობით… ეკლესიის დანახვისას კი ქართველთა უმრავლესობას ღმერთი ახსენდება და პირჯვირის გადასახვის სურვილი ეძალებათ… რწმენა და რიტუალი კარგი, თუ ფეხით მოსიარულე გადაიწერს – გადასარევი, თუ მგზავრი გადაისახავს – აღმაბორგინებლად კარგი, მაგრამ საჭესთან მჯდომმა ადამიანმა რატომ უნდა გადაიწეროს ასეთ ადგილას პირჯვარი???
გავოგნდი, როცა პირველად დავინახე ჩემს გვერდით მჯომი ავტობუსის მძღოლი, რომელმაც ცალი ხელი გაუშვა საჭეს, თავი ეკლესიებისკენ მიაბრუნა და საკმაოდ ნელა, სამჯერ გამოისახა პირჯვარი ასეთ სახიფათო მოსახვევში… მეორე დღესაც იგივე დავაფიქსირე… შემდეგ ჯერზე ფანჯრიდან გვერდით მიმავალ მსუფუქ ავტომობილს შევხედე, რომლის მძღოლმაც ზუსტად იგივე გაიმეორა… მხოლოდ მერეღა დავფიქრდი, თუ რამხელა საფრთხეს მიქმნიდა მსგავსი საქციელი მე და ყოველდღე, ჩემსავით მოძრავ ათასობით მგზავრს…
რა სისულელედაც არ უნდა ჟღერდეს, ყოველთვის ვიტვი, რომ არც ისეთი სისულელეა მსგავს ადგილებში პირჯვრის გადაწერის აკრძალვა და საერთოდაც, შესაძლებელია გზებზე ამკრძალველი ან გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნების დაყენებაც…
P.S. სამწუხაროდ, ფოტოშოფი არ მაქვს და ფეინთში ვაკეთე ფოტოები
Recent Comments