ცხოვრებაში არასდროს გავყოლილვარ ტაქსის ისე რომ მერე “ორპადიეზდიან” კორპუსებში სირბილით სული ამომხდომოდა, არასდროს უფასოდ არ მითხოვია ტაქსისთვის გამიყოლეთქო, არც არასდროს “გამიტრაკებია” არცერთი ტაქსისტისთვის და საერთოდაც ვთვლი, რომ პატიოსანი მგზავრი ვარ, თუმცა ერთად ერთხელ მახსოვს შემთხვევა, როცა ზომაზე გვარიანად მეტი “გამომტყუა” ტაქსის მძროლმა, და ისიც იმიტომ, რომ მახლდა ახლანდელი ჩემი მეუღლე და მისი ნათესავი, ამიტომაც მთელი ძალისხმევა ვერ ჩავაქსოვე იმ კონკრეტულ შემთხვევაში. დანარჩენ შემთხვევებში, ჩემი წესების მიხედვით ვმოქმედებ და არც თუ ისე ცუდად გამომდის ტაქსის მძღოლის დაყოლიება ისეთ მიზერულ თანხებზე, რაზეც ხშირად მერე გვეცინება ხოლმე მე და ჩემ თანხმლებლებს.

უშუალოდ წესებზე გადავალ და ჯერ ჩამონათვალი გავაკეთოთ, შემდეგ კი ავხსნათ რა და როგორ მოქმედებს მძღოლზე.
წესი №1. არასდროს მიხვიდე იმ ტაქსისტთან, რომელიც ისედაც გაჩერებული იყო და შენ არ გაგიჩერებია.
წესი №2. არასდროს აგრძნობინო ტაქსისტს რომ გეჩქარება, სანამ თანხაზე არ შეუთანხმდები.
წესი №3. არასდროს კითხო ტაქსისტს თუ რამდენს ითხოვს თვითონ, ყოველთვის შენ შესთავაზე თანხა.
წესი №4. არასდროს დაჯდე მანქანის სავარძელზე, სანამ თანხაზე არ შეთანხმდებით.
წესი №5. ყოველთვის გააღე მანქანის კარი და ისე ესაუბრე მძღოლს და არა ჩაწეული მინის უკნიდან.
წესი №6. იყავი ყოველთვის ზრდილობიანი და დატოვე კულტურული ადამიანის შთაბეჭდილება მძღოლზე (თუნდაც ეს ასე არ იყოს ).
Read more of this post
Recent Comments