საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა დღეს
May 30, 2011 14 Comments
მსოფლიოს არაერთი ქვეყანა დგას დემოგრაფიული პრობლემის და ამ პრობლემებით გამოწვეული შედეგების საფრთხის წინაშე. გაეროს მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს იმ 20 ქვეყანას შორისაა, სადაც მოსახლეობის დეპოპულაცია მიმდინარეობს. შობადობის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყნიდან 164-ე ადგილზეა. ფერტილობის კოეფიციენტი, რომელიც შვილოსნობის უნარის მქონე ერთი ქალის მიერ (15-49 წლის) სიცოცხლის განმავლობაში დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობას გულისხმობს 1,4 – 1,7-ის ფარგლებშია, მაშინ, როცა მოსახლეობის განვითარებისა და თაობათა აღდგენისათვის, ეს კოეფიციენტი მინიმუმ 2-ის ტოლი უნდა იყოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში შვილების თაობა მათი მშობლების თაობის დაახლოებით 70-80%-ს განაახლებს. ამავე მონაცემებით, მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანაა ასეთი დაბალი მაჩვენებლით.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა (,,საქსტატმა“) 2011 წლის 1 იანვარს გამოაქვეყნა 2010 წლის დემოგრაფიული მონაცემები. ამ სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს მოსახლეობის მზარდი ტენდენცია დაფიქსირდა: ქალაქებში 2 350 500 კაცი, ხოლო სოფლად – 2 085 500 კაცი. საქართველოს მთლიანმა მოსახლეობამ კი 2010 წელს 4 436 400 კაცი შეადგინა, რაც 51 000-ით მეტია 2009 წლის მონაცემებთან შედარებით (4 385 400). საჯარო რეესტრის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, გაიზარდა შობადობაც – 64 000 ცოცხლად დაბადებული ბავშვი, რაც დაახლოებით 1 000 ბავშვით მეტია 2009 წლის მონაცემებთან შედარებით.








Recent Comments