1001 რატომ (Part 6)
January 16, 2011 6 Comments
,,ფიზიკა დიასახლისებს“
- გამოცდილი დიასახლისი ჭიქაში მდუღარე წყლის ჩასხმამდე, მასში კოვზს ჩადებს. რატომ?
- რომელი საცვალი უკეთ ათბობს ზამთარში: ტილოსი, ტრიკოტაჟის, ბამბის თუ შალის?
- სიცხეში რძე რომ არ აიჭრას, რძიან ჭურჭელს დგამენ წყალში და აფარებენ ხელსახოცს, რომლის ნაპირიც ჩაშვებულია წყალში. რაზეა დამოკიდებული რძის შენახვის ეს ხერხი?
- რატომ ,,ხმაურობს” ჩაიდანი წყლის ადუღების წინ?
- რა მიზნით უკეთებენ ჩაიდნის თავსახურს ნახვრეტს?
- მდუღარე წყალში შეიძლება მშვიდად ჩავასხათ მცენარეული ზეთი, მაგრამ თუ მდუღარე ზეთში ჩავაწვეთებთ წყალს, იგი გაშხეფთება. რატომ?
- რატომ ჭრიან თხელ ნაჭრებად ვაშლს, მსხალს, კომშსა და სხვადასხვა ბოსტნეულს, რომელთა გახმობაც სურთ?
- შეიძლება თუ არა თერმოსში გაყინული პროდუქტების შენახვა? ანუ მისი გამოყენება ,,მაცივრად”?
- ყინვიან დღეს ღია სარკმელში სქელი ნისლი შემოდის როცა ოთახში თბილა. რატომ?
- თუ წაბლს მოვათავსებთ ცხელ ნაკვერჩხალზე, იგი დასკდება ძლიერი ტკაცანით. რატომ?
- ლითონის კოვზი კარგი თბოგამტარია, იგი სითბიოს შთანთქავს მდუღარე წყლისაგან, ამით დიასახლისი მინის ჭიქის მოსალოდნელ გახეთქვას იცილებს თავიდან.
- ტრიკოტაჟის და შალის. მათი ბოჭკოები მეტი რაოდენობით შეიცავს ჰაერს, რომელიც ცუდი თბოგამტარია.
- ხელსახოციდან წყლის განუწყვეტელი აორთქლება იწვევს რძის გაცივებას.
- ჭურჭლის ფსკერზე წარმოქმნილი ბუშტულა, რომელშიც წყლის ორთქლია, ადის მაღლა, წყლის ცივ ფენაში მოხვედრისას მოცულობაში მცირდება. მასში მოთავსებული ორთქლი კონდენსირდება და ბუშტულა სკდება. ბუშტულების მასიური გასკდომა იწვევს ხმაურს.
- ორთქლის გამოსასვლელად. თუ ჩაიდნის თავსახურს ნახვრეტი არ ექნება, წყალი შეიძლება ჩაიდნის ცხვირიდან გადმოიღვაროს.
- ზეთის ტემპერატურა წყლის დუღილის ტემპერატურაზე მაღალია. როდესაც წყალი მოხვდება მდუღარე ზეთში სწრაფად ორთქლდება და ზეთს აშხეფებს.
- თხელ ნაჭრებად დაჭრის შემთხვევაში, აორთქლების ზედაპირი იზრდება და ამით გახმობის პროცესი ჩქარდება.
- შეიძლება! (ბევრს ჰქონია, რომ თერმოსს მხოლოდ ცხლად შენახვა შეუძლია, მაგრამ ეს ასე არ არის )
- გარეთა ცივი ჰაერი ოთახის თბილ ჰაერს იმდენად აცივებს, რომ მასში მყოფი ორთქლი კონდენსირდება და წარმოიქმნება ნისლი – ჰაერში წყლის წვრილი წვეთების დიდი რაოდენობა.
- ჰაერი, რომელიც მოთავსებულია წაბლში, გახურებისას ფართოვდება და ძლიერი ტკაცანით აპობს მის კანს.



იმდენად საინტერესო შეკითხვებია, პასუხზე არც დავფიქრებულვარ მაშინვე ვნახე ქვემოთ.
10იდან 10 ჩემგან.
4/10 hmm davsustdi mgoni
ანუ 6 ახალი რამ გაიგე
)
ნეტა ვინმემ გადაგიგდოს ეს წიგნი
ჯერ ადრე :პ რამდენიმე საინტერესო და გამოსადეგი რაცხაა კიდე და იმასაც რო დავწერ, მერე გადავაგდებ
)
Pingback: 1001 რატომ? (Part 7) « მშვიდობიანი ბლოგი