ბლოგი-მოგი ხალხი და Karaoke Party
December 10, 2010 9 Comments
სამშაბათს საქართველოს ბანკის ფეისბუქის ფეიჯზე, თვალი მოვკარი მიმართვას ბლოგერებისადმი, სადაც 40-მდე ბლოგერს კარაოკე ფართიზე ეპატიჟებოდნენ, მაშინვე გამოვთქვი დასწრების სურვილი და პასუხს დაველოდე… პასუხმაც არ დააყოვნა (არადა ბევრი გაითანგა ლოდინით
) და მეორე დღესვე მომივიდა ,,თან წაიღეში” მოსაწვევი წერილი…
8 საათზე კაფეში მისვლამდე ვფიქრობდი, ნეტა რა მინდა იქ? 40 ბლოგერის ერთად ნახვას რა გაუძლებს? საშინელი ყაყანი, არეულობა და ,,დომხალი” იქნება-მეთქი… მერე კი გადავწყვიტე: წავალ, მონატრებულ სახეებს ვნახავ, ახლებსაც გავიცნობ იქნებ ივარგოს ვინმემ და სამომავლოდ მონატრებულ სახედ იქცეს, თუ არ მოვიხიბლე იქაურობით, დავთვრები და წამოსვლამდე ერთს მაინც ვიმღერებ-თქო… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა ისე, რომ მთელი ჩემი ნააზრევი ,,ჰაერში ავყარე” (არაქურდული საქციელი) და სიამოვნებისგან ვცქმუტავდი (ვერ გამოვხატავდი, მაგრამ მე ხო ვიცი რო ვცქმუტავდი)… ეს იყო საღამო, რომლის მსგავსიც არასდროს გამიტარებია და ვერ წარმომიდგენია უკეთესი დროის გატარება ამდენ ბლოგერთან ერთად…
ყველა პირობა ხელს უწყობდა კარგი განწყობის შექმნას და მართლა მაგარი განწყობა იყო კაფეში… პოზიტივი ასხამდა პეროვსკაიამდე. დავთვერით, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ… რა თქმა უნდა სექსზე და ზასაობაზე მესმოდა საუბარი, მაგრამ მხოლოდ საუბარი, როგორც ბლოგერებს ჩვევიათ.
მე ჩემ წილ მადლობას ალალად გადავუხდი ,,საქართველოს ბანკს” და ვიტყვი, რომ მართლა ხუთიანზე იყო ყველაფერი ორგანიზებული; მადლობა ,,თან წაიღეს” კარგი მომსახურებისა და მასპინძლობისათვის; მადლობა ბლოგერებს ბლოგერობისათვის და ალკოჰოლს არსებობისათვის <3
P.S. მოვიხიბლე ,,Love.Bog.Ge”-ის მუსიკითა და ტექსტით
ვერ გივიწყებ და შენს ღიმილს ვერ ვემალები
შენ და ისევ მე და შენი ხელთათმანები
თუ გინდა რომ იცოდე, რატომ გჩუქნი სიმღერებს
კიდევ ერთხელ მაკოცე,მე კი ისევ გიმღერებ
გთხოვ, გთხოვ, გთხოვ
LOVE ეს სიტყვა ყველას ესმის
LOVE ეს სიტყვა ყველგან მესმის
LOVE დაიწყებს ისევ თოვას
LOVE ახალი წელიც მოვა



ზასაობა იყო
)) მაგრამ ვერ დაინახე ალბათ
))))
დემეფსოს თვალები :დ ვინ შვებოდა კი მარა მაგ სისაძაგლეს? :დ
+1 ეგოისტ…
ვგიჟდები შენზე <3 <3 დღეში 3–ჯერ ვუყურებ შენს ცეკვა/სიმრერას და არ მბეზრდება, ციფრულიდანაც არ ვშლი <3
ქილიფ, სად გეცალა შენ საყურებლად ვერ ხედავ ვიდეოში ას “ტლინკაობ”?
ვაიმე რატომ ვერ დავინახე?:დ
რომელი ხარ შენა?
)
სიყვარულოვნავ (ბლუშ) ნუ გამაწითლებ :დ გავლოთდები თუ ასეთი კარგი ვარ მთვრალი და ნუ დაიდებ მაგ ცოდვას კისერზე :დ
ისეც კარგი ხარ <3
მაგარი იყო! არა ძალიან ძალიან ძალიან მაგარი! =) კარგად გავერთე, რამდენი დავლიეე =) ამხელა ენერგია თუ მქონდა არ ვიცოდი არცერთი სიმღერა არ გამიმაზია =) Love.Bog.Ge <3 <3 <3