ბლოგერებმა ლეგენდარული მუსიკოსი გააღიზიანეს და საკადრისი პასუხიც მიიღეს
October 28, 2010 2 Comments
რუსეთის პირველი ,,მემანქანე” ანუ ,,Машина времени”-ის ,,მამა” ანდრეი მაკარევიჩი გააღიზიანა რუსი ბლოგერების უსაფუძვლო კრიტიკამ და მათ მუსიკალური ვიდეოპოსტი მიუძღვნა…
მას შემდეგ რაც მედვედევი ერთერთ კაფეში რუს როკ-მუსიკოსებს შეხვდა, ისაუბრა სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე და მათთან ერთად ლუდიც მიირთვა, მაკარევიჩმა საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ მისი აზრით, მედვედევი განათლებული, სრულიად ადეკვატური ადამიანი და კარგი მოსაუბრე იყო. მუსიკოსმა თქვა, რომ ის წინა დღით არ დაბადებულა და კარგად მოეხსენებოდა რუსეთის პრეზიდენტის ლიბერალიზმის შესახებ, მაგრამ ბოლო დროს ის კმაყოფილი იყო მედვედევის ამა თუ იმ გადაწყვეტილებით (მაგ: ლუჟკოვის გადაყენება) და მხრას უჭერდა მის ქმედებებს.
მაკარევიჩის პოსტი ბლოგერთა უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა და მას პირფერი უწოდა… მათი თქმით მომღერალი ანგაჟირებული იყო პრეზიდენტთან შეხვედრით და პირფერულად აპიარებდა ხელისუფლებას…
სანამ 1 წუთიანი სიმღერით უპასუხებდა ,,ცხვირმოუხოცავ ბლოგერებს”, მანამდე საკუთარი საიტიდან მიმართა მათ:
АНДРЕЙ МАКАРЕВИЧ: “Всем, кто пытается мне нахамить или научить жить: Господа! Идите в жопу. Вы мне неинтересны.”
Студент Иван Гандонов в отсутствие идей
Любил плювать с балконов на головы людей.
Прохожий не заметит, куда он попадет,
А если и заметит, то точно не ответит, утрется и пойдет.
А ты стоишь спокоен, слюней набравши в рот,
Забыв, что ты не воин, а маленький урод.
Вот годы пролетели, в балконах смысла нет,
Теперь для этой цели подходит интернет.
И нас смелее нет.
P.S. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ,,მაშინა ვრემენის” სიმღერის ტექსტები, ალეგორია, სიმარტივე და სილამაზე… ესეც ძალიან მომეწონა!
ბრავო, ანდრეი, მშვენიერი პასუხია!



aaaaaaaaa lol ra kaciaaa


umagresi simgera miuzgvna egreve yvelas
bravo bravo da bravo
neta chvenma musikosebmac shezlon rame eseti genialuri martivi da zusti da tanaxma var yvela saakashvilis momxre iyos da mis ideebs itvaliscinebdes
hahaa neta egre moxdes Corven..