პოლ ბრეგის ჯანმრთელობისა და დიეტური მენიუ

პოლ ბრეგი იყო კაცი ჯანმრთელობა, კაცი სიჯანსაღე, კაცი უკვდავება და მარადისობა 🙂 ის 90 წლის ასაკში ყოველდღე დარბოდა ხუთკილომეტრიან დისტანციაზე, ვარჯიშობდა ჰანტელებით, მოგზაურობდა ბევრს და კითხულობდა ლექციებს. ,,96 წლის ბრეგი წყლის თხილამურზე სრიალისას დაიღუპა: აზვირთებულმა ტალღამ ჩაითრია და ტრაგიკულად დაუსრულა სიცოცხლე… სხეულის გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ ყველა ორგანო ჯანმრთელი ჰქონდა და რომ არა ეს შემთხვევა კიდევ დიდხანს იცოცხლებდა”…

მგონი საინტერესოა ხო? ხოდა როგორც მკითხველზე მწურნველი ბლოგერი 🙂 შემოგთავაზებთ პოლ ბრეგის მენიუს 3 სახეობას, გამოიკვებეთ ისე როგორც პოლი გვირჩევს და იქნებ 96 წელსაც გადაცდეთ, მითუმეტეს, რომ ჩვენ +1 გარემოება გვიწყობს ხელს – ბრეგმა ხომ არაფერი იცოდა მაწვნის არსებობის შესახებ? ჩვენთან კი ამბობენ ვინც მაწონს ჭამს 100 წელს იცოცხლებსო 🙂 მოკლედ ყველა პირობა გაქვთ და აბა თქვენ იცით 😉

მენიუ №1

ს ა უ ზ მ ე

რომელიმე ახალი ხილისგან დამზადებული კერძი, თაფლწასმული უხეში დაფქვის პური, ყავის შემცვლელი ან ბალახის ჩაი თაფლით შემტკბარი.

ს ა დ ი ლ ი

უმი ბოსტნეულის სალათა, ხორცის, თევზის ან ფრინველის კერძი (მოხარშული, შებრაწული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტაფაზე შემწვარი), ერთი ან ორი ცალი მოხარშული ბოსტნეული, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ვ ა ხ შ ა მ ი

უმი ბოსტნეულის ან ახალი ხილის სალათა, საჰაერო ღუმელში შემწვარი ან მოხარშული ბოსტნეული, დესერტად ახალი ხილი, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

მენიუ №2

ს ა უ ზ მ ე

ახალი ხილი ან ჩირი, მაგრად მოხარშული 1 კვერცხი, უხეში დაფქვის 2 ნაჭერი გამხმარი პური, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ს ა დ ი ლ ი

უმი ბოსტნეულის სალათა, საჰაერო ღუმელში შემწვარი საქონლის ხორცი, ორთქლზე დამზადებული პიურე; მოხარშული მწვანე ლობიო, ვაშლის პიურე თაფლით შემტკბარი, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ვ ა ხ შ ა მ ი

ავოკადოს, პომიდვრის, კიტრის, ჭარხლის სალათა ლიმნით, ზეთით ან მაიონეზით შეზავებული; მწვანე წიწაკა მუქი ბრინჯით დატენილი; ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული, ახალი ფინიკი, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

მენიუ №3

ს ა უ ზ მ ე

ახალი ან ჩაშუშული ხილი, თაფლწასმული ქატოს ფუნთუშა, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ს ა დ ი ლ ი

უმი ბოსტნეულის სალათა, ჭყინტი სიმინდი, საჰაერო ღუმელში შემწვარი კარტოფილი და ვაშლი დესერტად, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ვ ა ხ შ ა მ ი

უმი ბოსტნეულის ან ახალი ხილის სალათა; ხორცის, თევზის ან ფრინველის ნებისმიერი კერძი, შემწვარი ან მოხარშული კვერცხი; ბადრიჯანი, მწვანე მდოგვი, მოხარშული პომიდორი. დესერტად ახალი ხილი; ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ბოლოს კი პოლ ბრეგის დიეტა:

  • 3 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 ცალი ლიმონი

უნდა გავხსნათ 3 ლიტრ გადადუღებულ წყალში და მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში.

ეს არის შლაკებისაგან გამწმენდი დიეტა და შეგიძლიათ გაიმეოროთ 2-3 დღეში ერთხელ.

ორგანიზმს არ ვნებს და სრულიად უსაფრთხოა. თუ ალერგიულები ხართ შეგიძლიათ დალიოთ მხოლოდ გადადუღებული წყალი.

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

17 Responses to პოლ ბრეგის ჯანმრთელობისა და დიეტური მენიუ

  1. aku says:

    ზოგადად, პოლ ბრეგის დიეტა დიეტა კი არა, ცხოვრების წესია. სრულიად უნდა იქნას ამოღებული რაციონიდან ყავა, ჩაი. უარი უნდა თქვათ თამბაქოზე, შემწვარი სახის ხორცზე (ხორცი საერთოდაც ნაკლები უნდა ჭამოთ).
    ჰო, კიდევ შაქარი და მარილიც აღარ უნდა გამოიყენოთ…
    იმ ადამიანებისგან, ვისაც აქვს ამაში პრაქტიკა, ვიცი, რომ ბრეგი ეფექტურია და არამარტო წონის დაკლების გამო. კილოგრამების დაკარგვა ამ შემთხვევაში სხვა არაფერია, თუ არა “პაბოჩნი ეფექტი” 🙂
    ამ წესით მცოვრები ადამიანის ორგანიზმი იწმინდება (იცით ალბათ შიმშილის დღეებზე), ენერგიის მოზღვავებას გრძნობს…
    ასე, რომ თუ ნებისყოფა და ფინანსები ხელს გიწყობთ (დამიჯერეთ, დიეტა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივი კვება), სცადეთ 🙂

  2. dreamar says:

    პოლ ბრეგის რომელიღაც წიგნი ვიპოვე ადრე სოფელში. თუ არ ვცდები წიგნში საუბარი იყო ორგანიზმის გაწმენდაზე რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ გამოხდილი წყლის სმის საშუალებით. წიგნის წაკითხვის მერე მეც მომინდა “ორგანიზმის გაწმენდა”. რამდენიმე დღე ვემზადებოდი ამისთვის, მაგრამ ჩემი ცდა უშედეგო გამოდგა, საჭმლის მიღებაზე უარის თქმა ვერ მოვახერხე 😐
    ხშრად მიფიქრია, რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ: არ ვეწევი, ხანდახან ვსვამ ხოლმე სპირტიან სასმელებს (ბოლო დროს იშვიათად), ცხიმიან და შემწვარ საჭმელსაც იშვიათად ვიღებ, ვსვამ ჩაის დიდი რაოდენობით (მე როგორც ვიცი სასარგებლოა), ბევრს არა, მაგრამ ვმოძრაობ ხოლმე: დავდივარ ფეხით, ხანდახან ვვარჯიშობ. ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ ღამით ვჭამ ხოლმე: 12ის მერე 😐

    • Qilipa says:

      შიმშილობა კარგია, მაგრამ რამდენიმე დღიანი – არა :))) 24 საათი არ უნდა ჭამო არაფერი და სვა გამოხდილი წყალი, ამის შემდეგ ორგანიზმი ფეკალების სახით გამოყოფს შხამს და თვეში ერთხელ მაინც კარგი იქნება

  3. mariefille says:

    პრინციპში,ბევრიც არაფერი მიკლია თურმე პოლ ბრეგამდე :დ მსუბუქად ვჭამ,ჯანსაღ საკვებს ვიღებ,არ ვსვამ,არ ვეწევი და ფიზიკურად ძალიან აქტიური ვარ,დავრბივარ,ვვარჯიშობ,მეტი რაღა ვქნა ;დ ერთადერთი,კოკაკოლაზე ვერ ვამბობ უარს და ალბათ,ვერც ვერასდროს ვიტყვი :ს

  4. Me Var says:

    არ გეზარება შენ ხო იცი 😀 მე მეზარებოდა მარა მაინც წავიკითხე ბოლომდე და რო რამე იყოს მეორე მენიუს არაუშავს 😀 ისე ბებიაჩემს ჰქონდა ხოლმე ეს წიგნი, ბუკინისტებში გაჩითა, ვეჭვობ შენც მაგათთან ხო? :)) ბებია ისე აქტიურად მიქადაგებდა პოლის რელიგიას რომ არაცნობიერ აგრესიას განვიცდი მაგ კაცის მიმართ, რომელსაც ღრმა ბავშვობაში აქვს ფესვები. 😀

    • Qilipa says:

      მე სახლში ვიპოვნე წიგნი :)) ჩემთვის არავის უქადაგია და ალბათ მაგიტომ არ ვარ ბოროტად განწყობილი მის მიმართ :)) მოხიბლული ვარ ნამდვილად, მაგრამ 96 წლის კაცი რო წყლის თხილამურზე მოკვდება, არ შემიძლია ვთქვა ,,მაგარი კაცი” არ იყო თქო 🙂

      • Me Var says:

        მგონია რომ ამ კაცს “ღმერთმა დასცინა” ან სამყარო გაეკაიფა, იმის თქმა მინდა რომ მისი ამ ფორმით სიკვდილი ჩემის ფიქრით შემთხვევითი არ იყო, ნუ კი 96 ცოტა არ არის თან მასეთ ფორმაში, მაგრამ სიცოცხლის მასე დასრულება მის მიმართ დიდი ცინიზმის გამოვლინება იყო, ტალღის მხრიდან. :)) მე მჯერა რომ სამყარო კანონზომიერია ძალიან და ზუსტად იმიტომ მოკვდა მასე რომ მივხვდეთ: არ ღირს მოკვდე ჯანმრთელი. 😀

      • თემო says:

        ვერსად ვერ ვნახე პოლ ბრეგის ,,შიმშილობის სასწაული“ იქნებ ვინმემ დამეხმაროთ სად შევიძინო ან იქნებ მათხოვოთ…

  5. Qilipa says:

    @ mariefille – მაინც არაფერია ეგ… ისეთ ჯანზე უნდა იყო დღეში 1 ჭიქა კისლატაც აიტან მგონი :დ

  6. მე დღეს ვარ პოლ ბრეგის განტვირტვის დიეტაზე,ეს ძალიან კარგია…..24 საათის განმავლობაში 3ლიტრა გამოდუგებული წყალი უნდა დავლიო.ადრე ვაკეთებდი და ძალიან ეფექტურია,როგორც წონის დასაკლებად,ასევე ჯამრთელობისთვის……

  7. maari says:

    me dzalian did pativs vcem pol bregs, cakitxuli makvs misi ori sakmaod skeltaniani cigni da mishimshila bevrjer. shedegit martla kmakopili vikavi, 3 dgiani shimshilis shemdeg, momdevno dgeebshi energia sad camego ar vicodi

    • თემო says:

      გამარჯობათ maari, შეგიძლიათ დამეხმაროთ პოლ ბრეგის წიგნის შიმშილობის სასწაულის შეძენაში ან თუ გაქვთ მათხოვოთ… ვეძებ რამდენიხანია და ვერ ვიშოვე …

დატოვე კომენტარი