,,Time Warp” ფოტოკოლაჟი (Part 2)
March 26, 2010 2 Comments
იმედია პირველი ნაწილი მოგეწონათ…
ვაგრძელებ და ვდებ იმ ფოტოებს რომლებიც ბევრი ,,ჩალიჩისა” და წვალების შედეგად ,,მოვიპოვე”…
Piece, Love, Music
March 26, 2010 2 Comments
იმედია პირველი ნაწილი მოგეწონათ…
ვაგრძელებ და ვდებ იმ ფოტოებს რომლებიც ბევრი ,,ჩალიჩისა” და წვალების შედეგად ,,მოვიპოვე”…
March 24, 2010 3 Comments
March 20, 2010 2 Comments
19.03.2010 ეს თარიღი არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან… ანუ გუშინ ბედნიერი დღე მქონდა…
ფოტოებისთვის დიდი მადლობა ნასტასია არაბულსა და ,,სქოლიოზიან ემბრიონს” :*
March 18, 2010 Leave a comment
ეს ძალიან მოკლედ რაც გოგონას შეეხებოდა, მაგრამ მოზარდი ბიჭი? აი აქ კი ნამდვილად დიდი პრობლემა გვაქვს. ქართული ქუჩის მენტალიტეტი – ,,ქურდობა და კაიბიჭობა”… ამას წინათ, ჩემს ეზოში, ასეთ საუბარს შევესწარი:
- ,,ვააა გუჯის გაუმარჯოს, რავა ხარ ძმა?
- რავი ვარ რა ძაღლების ჯინაზე.
- ჰა რას შვები, თამაშობ ,,ქაუნთერს”?
- არა ძმაო, მე ქუჩის ბიჭი ვარ, ,,ქაუნთერს” აღარ ვთამაშობ!
- ვაა, ,,მგლების” კითხვა ხო არ დაგიწყია?
- აუ ძმაო ,,მგლები” ძაან მაგარია და ქურდულია, მაგრამ სად მაქვს მაგის კითხვის თავი? სულ ქუჩაში ვარ და წიგნით ხო არ ვივლი?…”
უნდა აღვნიშნო, რომ ეს ,,გუჯი” 14 წლის ბავშვია, რომელიც იმ მომენტში ფეხში იყო დანით დაჭრილი. რა თქმა უნდა ყველაფერს აღარ მოვყვები ამ საუბრიდან, მაგრამ ვიტყვი რომ, როგორც ამდროს ხდება ხოლმე, ,,გუჯიმ” ძალიან იქო თავი ამ ჭრილობით და ისიც თქვა, რომ ნაკერების ახსნის შემდეგ, ,,იმათ” (დამჭრელებს) ძალიან ცუდი დღე ელოდათ და მთელი საძმოთი ,,ზედ გადაუვლიდა”…
ეს ორი პატარა მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ გავიგოთ ყველამ: არ შეიძლება ბავშვის ქუჩაში ,,გაგდება” და მისი წიგნის გარეშე გაზრდა! თუმცა არც ის წყვეტს ამ პრობლემას, მშობელი რომ წიგნის თაროსთან მიუშვებს შვილს და ეტყვის: აიღე და წაიკითხე რამეო… არ შეიძლება მულტფილმის ნახვის შემდეგ 9 წლის ბავშვს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” მიაჩეჩო ხელში და მისი წაკითხვა და გაგება დაავალო. მშობელი უნდა დაუჯდეს შვილს, აუხსნას, ასწავლოს წიგნისა და ცოდნის ფასი და მის ასაკთან შესაფერისი წიგნი მისცეს, თუ იმ წიგნშიც ვერ გაიგებს ბავშვი რამეს, მშვიდად უნდა აუხსნას და გააგრძელებინოს კითხვა.
თუმცა ჩვენს ქვეყენაში ბევრ დედას, სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, ურჩევნია ბავშვი თავიდან მოიცილოს და მშვიდად დაისვენოს ტელევიზორის ეკრანთან…
P.S. ასე რომ, ჩემი აზრით ერთადერთი რაც გვიხსნის ამ პრობლემისგან და ქვეყანას წიგნისაკენ მოაბრუნებს, ეს არის დოჩანაშვილისეული – ,,კარცერი-ლუქსი”…
მოვრთოთ ქალაქი ,,კარცერი-ლუქსებით” და ბევრი პრობლემა გადაიჭრება…
March 2, 2010 Leave a comment
1 და 2 მარტს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში დაგეგმილი იყო დრამატურგების, მსახიობებისა და მსურველ მაყურებელთა თბილი, მშვიდი და ძალიან საინტერესო შეხვედრა – ,,9 პიესა ომზე” … ,,დაგეგმილი იყო” იმას არ ნიშნავს, რომ რამე მოხდა და შეხვედრები გადადიო… არა, არაფერიც არ გადადებულა
ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, უბრალოდ მე ვერ დავესწარი პირველ დღეს და 5 პიესა გამოვტოვე
14:00-ზე დაგეგმილი პიესების კითხვა რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ ეს არ ყოფილა ორგანიზატორების ბრალი, მთავარი მიზეზი დამსწრე საზოგადოების არაპუნქტუალურობა იყო…
მოკლედ, დღეს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების მიერ, წაკითხულ იქნა ზაზა ბურჭულაძის, მანანა დოიაშვილის, ლაშა ბუღაძისა და თამარ ბართაიას პიესები. კმაყოფილი ვარ თქო, რომ ვთქვა მსუბუქი ნათქვამი გამომივა, რადგან მართლა მოვიხიბლე, ძალიან კარგი პიესები იყო… მე არ მოვყვები მათ შინაარსს, ისინი უნდა წაიკითხოთ, უკეთეს შემთხვევაში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების მიერ წაკითხული მოისმინოთ, საუკეთესო შემთხვევაში კი დადგმა უნდა ნახოთ, თუკი საერთოდ მოხდება ამის ორგანიზება…
ეს პიესები იმით იყო საინტერესო, რომ მათი თემა იყო ომი, მაგრამ მათში არ იყო შავებში ჩაცმული დედა, რომელიც შვილის გასისხლიანებულ ცხედარს დასტირის, არ ყოფილა ომის ამაზრზენი სურათები (წინა პოსტის მსგავსი), ეს უკანასკნელი ხომ მარტვიად სათქმელი და მრავალჯერ თქმულია… ამ პიესებში იყო ,,ომი – ომის გარეშე”, შედეგები – დადებითიც და უარყოფითიც, ომის გავლენა და ადამიანთა ფსიქოლოგიურ-სულიერი მხარეები…
პიესების წაკითხვის შემდეგ გაიმართა დისკუსია დრამატურგებთან ერთად, იყო კრიტიკა, იყო ქებაც, მაგრამ იმ აზრს, რომ ომი ნგრევა, უბედურება და სიკვდილია, არავინ შეწინააღმდეგებია…
ასე რომ ვიცხოვროთ ,,მშვიდობიანად – მშვიდობისათვის”!
Recent Comments